TheCEOmagazin-მა მსოფლიოში საუკეთესო პირველი კლასის ავიაკომპანიები გამოავლინა

TheCEOmagazin-მა მსოფლიოში საუკეთესო პირველი კლასის ავიაკომპანიები გამოავლინა

access_time2019-08-11 22:00:58

იმის დასადგენად, თუ რომელია მსოფლიოში საუკეთესო პირველი კლასის ავიაკომპანია, გამოცემა TheCEOmagazine Skytrax-ის 2019 წლის კვლევას აქვეყნებს, სადაც საუკეთესო 10 კომპანიის რეიტინგია წარმოდგენილი.


  1. Singapore Airlines- რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. კომპანია მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის პირველი კლასის მომსახურებას სთავაზობს. მისი მთავარი უპირატესობები მაქსიმალურად დიდი სივრცე, კომფორტული სავარძლები და ცნობილი მზარეულების მიერ მომზადებული საკვებია.



2. გერმანული კომპანია Lufthansa რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. ჯერ კიდევ თვითმფრინავში მოხვედრამდე მგზავრები აეროპორტში სპეციალურად დაქირავებული ლიმუზინით მიჰყავთ. აეროპორტში კი მათ პირადი ასისტენტი ხვდებათ, რომელიც მათ რეგისტრაციასა და თვითმფრინავამდე მისვლაში ეხმარება.



3. მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანია Air France მგზავრებს მოგზაურობის ყველა ეტაპზე ეხმარება და მათ საკამოდ დიდ და კომფორტულ სავარძლებს სთავზობს. ფრენისას კი მგზავრებს პარიზის ცნობილი რესტორნების საკვებით უმასპინძლდებიან.


4. Etihad Airways მგზავრებს სასტუმროების მსგავს მოსასვენებელ სივრცეს სთავაზობს, რათა მგზავრობა მათთვის მაქსიმალურად კომფორტული აღმოჩნდეს.



5. მე-5 ადგილს Qatar Airways იკავებს, რომელიც უკვე მე-5-დ დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიდ. Qatar Airways მგზავრებს მოსახერხებელ საწოლებსა და უგემრიელეს საკვებს სთავაზობს.


6. Emirates მგზავრებს პირად პირველი კლასის ოთახებს სთავაზობს, სადაც მგზავრებს შხაპის მიღებაც კი შეუძლიათ.


7 ANA All Nippon Airways მგზავრებს კომფორტულ პირად სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ მოსახერხებელი სავარძელი და დიდი ტელევიზორი ელოდებათ.


8. შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss International Air Lines თითოეულ მგზავრს Zimmerli-ის ფირმის პიჟამასა და La Prairie-ს პროდუქციას სთავაზობს. ამასთანავე მგზავრებს უფასო ინტერნეტით სარგებლობის საშუალებაც აქვთ.


9. Qantas Airways მგზავრებს გაფრენამდე რელაქსაციასა და ცნობილი ავსტრალიელი მზარეულის ნეილ პერის მიერ მომზდებულ საკვებს სთავაზობს.


10. მე-10 ადგილზე კი Oman Air გავიდა. ავიაკომპანიის თითოეულ თვითმფრინავში მხოლოდ 6 პირველი კლასის კაბინაა. კომპანია ყველანაირად ცდილობს მგზავრებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.


BPN






მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული ცრუ და ცილისწამებლური სიუჟეტის შესახებ

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული  ცრუ და ცილისწამებლური სიუჟეტის შესახებ
access_time2020-10-29 11:20:52
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა  ასოციაციის“ და ,,პურის...

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...


მსგავსი სიახლეები

up