The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს

The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს

access_time2016-09-02 09:45:32

„საქართველო ჩემს ფიქრებში: ღვინის ტურიზმის მომავალი ღვინის სამშობლოში" - ამ სათაურით ამერიკული ჟურნალი The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტორი მაიკლ ვესეტი საქართველოში დაგეგმილ ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შესახებ წერს და მკითხველს ღვინის ექსპერტების მოსაზრებებს უზიარებს.

„უახლოეს დღეებში საქართველოში ჩავალთ, სადაც ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია იმართება. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს, ქართული ღვინის და ღვინის ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ ყველაფერი შეგვესწავლა. გაგაცნობთ სამ მოსაზრებას რომელიც ვფიქრობ ძალიან გამოსადეგია."

„საბოლოო ზღვარი"


"ჯორჯ ტაბლერმა მთელი საუკეთესო პერიოდი მსოფლიოს გარშემო ღვინის ტურიზმის შესწავლაში გაატარა. დაწერა წიგნი და ეწვია სხვადასხვა ადგილებს, რომელიც ღვინის ტურიზმის რუკაზეა დატანებული, მათ შორის ბურგუნდია, ბორდო, ტოსკანა. მისი მონაცემები ძალიან საინტერესოა. საქართველოს შესახებ კი წიგნის საბოლოო თავში წერს. ტაბერს ქართული ღვინით მოიხიბლა, ის აღწერს ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებს, ქვევრს, სუფრას, ღვინის სმის წესებს და ტრადიციებს."

„ღვინის ტურიზმი როგორც ეკონომიკის განვითარების სფერო"

ჟურნალისტი მაიკლ ვესეტი კოლეგა კიმ ანდერსონის საქართველოში მოგზაურობას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეწვია და ქართული ღვინის ინდუსტრიის პოტენციალი გამოიკვლია.

„ანდერსონის ნაშრომი „საქართველო ღვინის აკვანი ღვინის ახალი ექსპორტიორი ქვეყანა" ნამდვილად კარგი საკითხავია. ანდერსონმა აღმოაჩინა, რომ ქართული ღვინის ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია. მისდა გასაკვირად ადგილობრივ ბაზარზე უდიდესი მოთხოვნაა სახლში დამზადებულ ტრადიციულ ღვინოზე. ღვინის ხარისხის გაუმჯობესების შედეგად ექსპორტი გაიზარდა აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. რუსეთისგან განსხვავებით ამ ქვეყნებში ხარისხზე განსხვავებული მოთხოვნაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. ანდერსონის აზრით, ინდუსტრიისა და სოფლისმეურნეობის განვითარება ქართული ღვინის ექსპორტს კიდევ უფრო გაზრდის. ანდერსონი განსაკუთრებით დაინტერესდა ღვინის ტურიზმით, ამ სფეროს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ სოფლად გაზარდოს სამუშაო ადგილები და შემოსავლები. კიმ ანდერსონის აზრით, საქართველოს გადაწყვეტილება უმასპინძლოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას არის თანმიმდევრული და პრიორიტეტული გადაწყვეტილება. ანდერსონის აზრით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ღვინისმოყვარულ ტურისტთა მოსაზიდად ანდერსონი სპეციფიკურ რეკომენდაციებს იძლევა, საუბარია მარნების განვითარებაზე."

„უკან ღვინის მომავალში"

„სანამ ანდერსონი ეკონომიკის განვითარებას განიხილავს, ნატურალური ღვინის მოყვარული ალისა ფირინგი ქართული ღვინის სულზე ზრუნავს. ფირინგი თავის წიგნში „For the Love of Wine" დიდ დროს უთმობს ქართულ ღვინოს და ღვინისმწარმოებლებს. ალისა შიშობს, რომ ტრადიციულ ღვინოს ახალი საფრთხე ემუქრება. ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე საერთაშორისო ნორმებით დაცულ ღვინოს ითხოვენ, რომელსაც მრავალი დანამატი აქვს. ალისა ფირინგის აზრით, რუსული კომუნიზმი და საერთაშორისო კაპიტალიზმი ტყუპები არიან, რომლებიც დაბადების შემდეგ განცალკევდნენ. ალისა შიშობს, რომ ორივე სისტემა ცალცალკე ანადგურებს ღვინის არსს. ფირინგი ტრადიციულ მეღვინეობას და მხარსუჭერს.

ნატურალური ღვინის მოძრაობა ფართო მასშტაბებს იძენს, სავარაუდოდ ღვინის ტურიზმი ვიზიტორებს ქართული ღვინის ელჩებად აქცევს. ამ ყველაფერს მე ახლა ვსწავლობ და ვიკვლევ, საქართველო აშკარად ჩემს ფიქრებშია", - აცხადებენ ექსპერტები.

სტატიის ბოლოს ავტორი მადლობას უხდის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მის თანამშრომლებს: ნინო ტურაშვილს და ვიქტორია კობერიძეს.

The Wine Economist ღვინის ჟურნალებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული გამოცემაა.



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up