The Washington Post: ტრამპის ფაქტორი რუსულ ბაზარზე მოსალოდნელზე ნეგატიურად მოქმედებს

The Washington Post: ტრამპის ფაქტორი რუსულ ბაზარზე მოსალოდნელზე ნეგატიურად მოქმედებს

access_time2017-02-22 20:00:46

"ფინანსური ბაზრები საინტერესო გზავნილს ავლენენ პრეზიდენტ ტრამპსა და რუსეთის საკითხზე" - ასე იწყება გაზეთ The Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორის დევიდ იგნატიუსის თანახმად, ტრამპის არჩევიდან ცოტა ხნის შემდეგ, ინვესტორები ფსონებს დებდნენ რუსეთის მიმართ შემოღებული სანქციების გაუქმებაზე. მაგრამ, ამგვარი მოლოდინები ჩაიშალა გასული იანვრის მიწურულს და რუსულმა აქციებმაც არ დააყოვნა დაცემა.

 


"ციფრები თავის თავზე მეტყველებს: არჩევნების წინა დღიდან, ანუ 7 ნოემბრიდან 27 იანვრამდე, რუსეთის წამყვანი კომპანიების აქციათა MICEX- ის კრებითმა ინდექსმა 26 პროცენტით იმატა. იმავე პერიოდში, რუსეთის ფინანსური კომპანიების ინდექსი 19 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ ეს აღმასვლა მოულოდნელად შეჩერდა და შემდგომში უკუსვლამ იჩინა თავი. იანვრის პიკის შემდეგ, რუსეთის წამყვანი კომპანიების კრებითი ინდექსი დაეცა 10.4 პროცენტით, ხოლო ფინანსური კომპანიების ინდექსი 6.5 პროცენტით დაეშვა.

 

 

მაინც რა მოხდა 27 იანვარს? რამდენიმე კვირის განმავლობაში ისმოდა, რომ ტრამპის გუნდსა და რუსეთს შორის კავშირები არსებობდა. მაგრამ, პრესკონფერენციაზე გამოსულმა ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ჯერ კიდევ ნაადრევია სანქციების მოხსნა". მეორე დღეს პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარში ტრამპმა მოცდის სურვილი გამოხატა, "ვნახოთ, რა იქნება" - საკმაოდ ბუნდოვნად თქვა მან. სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა, რომ ერთობლივად იბრძოლებდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ.

 

 

ამასობაში, ეკონომისტები კამათობენ, თუ რამდენად სელექტიურია ფინანსური ბაზრების მოლოდინები. გამოთქვამენ იმ მოსაზრებასაც, რომ ბაზრები თავის ნებაზეა მიშვებული. თუმცა, ამ შემთხვევაში, ბაზრების შემობრუნება რაციონალურად გამოიყურება. როგორც სჩანს, ინვესტორები რაღაცას მოელოდნენ და შემდგომში ამ მოლოდინმა არ გაამართლა.

 

 

თუ რა მოლოდინები ჰქონდა ფინანსურ ბაზრებს, ამის საუკეთესო ილუსტრირება მოხდა 20 დეკემბერს, როცა Bloomberg News - მა მოწინავე სტატია ასე დაასათაურა: "ტრამპი როგორც სჩანს, პუტინს დანაპირევს შეუსრულებს სანქციების გაუქმებით". სტატიის თანახმად, გამოკითხული ეკონომისტების 55 პროცენტი წინასწარმეტყველებდა სანქციების გაუქმებას შემდგომი 12 თვის მანძილზე, სანქციებისა, რომლებიც რუსეთის მიმართ შემოიღეს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო. არადა, მანამდე სულ ორი თვით ადრე, როცა საზოგადოებრივი გამოკითხვები არჩევნებში ტრამპის დამარცხებას პროგნოზირებდა, ხსენებული ეკონომისტების მხოლოდ 10-თ პროცენტს თუ სჯეროდა სანქციების სწრაფი გაუქმებისა.

 


 

21-თ დეკემბერს აღფრთოვანებას არ მალავდა "Russia Today"-ს ვებსაიტი, კრემლის რუპორად რომაა მიჩნეული ამერიკაში. ვებსაიტში მოყვანილი იყო Bloomberg-ის მიერ ჩატარებული კვლევა და გამოთქმული იყო ოპტიმისტური ვარაუდი, რომ ტრამპის არჩევას მოჰყვებოდა "ფუნდამენტური ცვლილება შეერთებული შტატების" საგარეო პოლიტიკაში" - ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 

The Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ: "ვთბ ჯგუფისა" და „სბერბანკის" ხელმძღვანელები ყველაზე მეტად გამოხატავდნენ ოპტიმიზმს ტრამპის მიერ სანქციების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით. ორივე ბანკი სახლმწიფოს კონტროლის ქვეშაა და ორივეს შეეხო სანქციები, რის შედეგად მათ დაკარგეს საშუალება დასავლეთიდან ფულის სესხებისა.

 

 

19 იანვარს, „ვთბ"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი კოსტინმა რწმენა გამოთქვა, რომ ტრამპი სანქციებს მოუხსნიდა ოთხ წამყვან რუსულ ბანკს. კოსტინის სიტყვით, სანქციებს არავინ მოუკლავს, თუმცა ბანკების მომავალს ზიანი მიადგა.

 


კოსტინს არ ჩამორჩებოდა გერმან გრეფიც, „სბერბანკის" ხელმძღვანელი, რომელმაც ტრამპს "ცვლილებათა პრეზიდენტი" უწოდა. გრეფმა გაიხსენა მოსკოვში ტრამპთან შეხვედრა 2013 წელს. გრეფმა დადებითად და იმედიანად დაახასიათა ეს ურთიერთობა.

 

როგორც სჩანს, ტრამპიც იზიარებდა გრეფის განწყობას. ნიუ-იორკში დაბრუნებულმა მან კმაყოფილება გამოთქვა მოსკოვში გამართული შეხვედრებით, რომლებსაც მისი სიტყვით, ყველა ოლიგარქი ესწრებოდა. ტრამპმა რუსეთის ბაზარი 2013 წელს დაახასიათა როგორც "მიმზიდველი".

 

რა თქმა უნდა, რუსეთის ბანკებისთვის მეტად გულის ამაცრუებელი გახდა იმის ყურება, თუ როგორ სწრაფად დაიხია უკან ტრამპმა სანქციების მოხსნისგან. უნდა აღინიშნოს, რომ 4 ნოემბრიდან 27 იანვრამდე სბერბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე 35 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, 27 იანვრის შემდეგ, ხსენებული აქციები მხოლოდ ეცემა.

 

ეს ფინანსური მაქინაციები კარგი მაგალითია იმ ნაკლებად შესწავლილი მიზეზისა, თუ რატომაა ესოდენ მნიშვნელოვანი გარკვევა - ესაუბრა თუ არა ტრამპის ინავგურაციამდე სანქციების მოხსნის შესახებ რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს მაიკლ ფლინი, ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი. ძალზე მნიშვნელოვანია დაზუსტებით ცოდნა იმისა, თუ რა კონტაქტები არსებობდა ტრამპის წინასაარჩევნო კაპმანიის მსვლელობისას მის გუნდსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის.

 

ესაა საკითხები, რომლებიც მარტო ჟურნალისტების ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. ესაა საკითხები, რომლებიც ასევე ფინანსურ ბაზრებს ამოძრავებს. ცოტა ხნის წინ, ტრამპის მიერ სანქციების მოხსნაზე ფსონის დადება მეტად პერსპექტიულად გამოიყურებოდა. მაგრამ დღეს სულ სხვა სურათია" - ნათქვამია გაზეთ The Washington Post-ის სტატიაში.

 

 

ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up