The Washington Post: გამართლდა თუ არა 8 ძირითადი პროგნოზი კორონავირუსზე?

The Washington Post: გამართლდა თუ არა 8 ძირითადი პროგნოზი კორონავირუსზე?

access_time2021-03-15 20:00:04

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შესახებ 1 წლის წინ განაცხადა.


გთავაზობთ, 8 ძირითად პროგნოზს ვირუსთან დაკავშირებით, რომელიც იმ დღეებში გამოითქვა:


1.კორონავირუსი ჩვეულებრივი სეზონური დაავადება გახდება, როგორც გრიპი - არ გამართლდა

იმის მიუხედავად, რომ ზამთარში გრიპით დაინფიცირება იზრდება, ზაფხულში კი კლებულობს, კორონავირუსი ამ სქემით არ მოქმედებს. ის ერთნაირად აქტიურია წელიწადის ნებისმიერ პერიოდში, ზოგ ქვეყანაში პანდემიის პიკი ზამთარში იყო, ზოგიერთში კი - ზაფხულში.

ამ სეზონზე გრიპით დაავადებების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ამის მიზეზი კორონავირუსის წინაამღდეგ მიღებული ზომები გახდა - პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება და ა.შ.


2.პირბადეები საჭირო არ იქნება - არ გამართლდა

პირბადეების ტარება პანდემიის დასაწყისში ცხარე კამათის საგანი იყო. პირველ ეტაპზე აშშ-ს დაავადებათა კონტროლის სამსახური პირბადეების ტარებას სავალდებულოდ მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში მიიჩნევდა.

თუმცა, შემდეგ, როდესაც დაინფიცირება გაიზარდა, მეცნიერებმა კი კორონავირუსის ორგანიზმში შეღწევის თაობაზე მეტი გაიგეს, ვითარება კარდინალურად შეიცვალა, დღეს პირბადის ტარებაზე კორონა-სკეპტიკოსების გარდა არავინ კამათობს.


3. ყველაზე მეტად ლტოლვილთა ბანაკები დაზარალდებიან - არ გამართლდა


ლტოლვილთა ბანაკებში ვირუსის გავრცელებისთვის თითქმის იდეალური პირობებია, თუმცა, აპოკალიპტური პროგნოზები ჯერჯერობით არ გამართლდა. თვეების მანძილზე იქ მცხოვრები ლტოლვილების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობასთან შედარებით გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ, ამ ტიპის ბანაკებში მასშტაბური დაინფიცირება არ დაფიქსირებულა.


4. გადავსებული პლიაჟები და ინფიცირების მთავარი წყაროები გახდებიან - არ გამართლდა

ექსპერტების აზრით, ღია სივრცეში ვირუსი ნაკლებად ვრცელდება, მაგრამ შიშები პლიაჟებთან დაკავშირებით მაინც იყო.

თუმცა, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, კორონავირუსის აფეთქებები ზღვაზე დასვენებასთან კავშირში არ იყო, თუმცა, პლიაჟიდან წვეულებაზე ან რესტორანში წასვლა ვირუსის გავრცელებას ხელს ნამდვილად უწყობს.


5. ყოფითი ძალადობა გაიზრდება - გამართლდა

საყოველთაო იზოლირებამ და ადამიანების თვეების  მანძილზე იძულებითმა ჩაკეტვამ ყოფითი  ძალადობის ზრდას ხელი შეუწყო, განსაკუთრებით ეს ქალებს შეეხოთ.


6. გადაადგილების აკრძალვა ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს - არ გამართლდა

სოციალური კონტაქტების შემცირება და გადაადგილების შეზღუდვა პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ბერკეტად დღესაც რჩება.

მაგრამ ამ ზომის ეფექტურობისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც ასევე მოგზაურთა ტესტირებას და დაბრუნების შემდეგ კარანტინის გავლას გულისხმობს.


7. სკოლების დახურვა და სამუშაოს დაკარგვა ქალებზე არაპროპორციულად ძლიერად იმოქმედებს - გამართლდა

პანდემია სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად მოქმედებს თუმცა, ცალსახაა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ბავშვების მოვლის ტვირთი ქალებზე მეტად ვრცელდება, ვიდრე კაცებზე. ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც ბავშვები ბაღებში და სკოლებში ვერ დადიან.

ქალების მიღწევები, რომლებსაც ათწლეულები დასჭირდა, პანდემიამ სულ რამდენიმე თვეში წყალში ჩაყარა - ზოგიერთი საზოგადოებისთვის და პროფესიისთვის, ამან შესაძლოა უკან მთელი თაობები დასწიოს.


8. კონტაქტების დამდგენი აპლიკაციები საყოველთაოდ გავრცელდება - არ გამართლდა

კორონავირუსული კონტაქტების დადგენის ინტენსიურობა ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩინეთმა, სინგაპურმა, ისრაელმა და სამხრეთ კორეამ საკუთარ მოქალაქეებზე თვალთვალი პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიად აქციეს, თუმცა, თავისუფლებას და კონფიდენციალურობას მიჩვეულმა ევროპელებმა და ამერიკელებმა ამ ზომას ვერ მიმართეს.


washingtonpost.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up