The Washington Post: არავაქცინირებულების კოვიდგარდაცვალება 11-ჯერ მაღალია

The Washington Post: არავაქცინირებულების კოვიდგარდაცვალება 11-ჯერ მაღალია

access_time2021-09-15 20:00:20

კვლევამ, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის თავიდან არიდების კუთხით, არსებულ ვაქცინებს შორის ყველაზე ეფექტურია Moderna  –  ასეთი დასკვნა 9 შტატის საავადმყოფოებში 32 000 პაციენტის მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე გაკეთდა.

 

კერძოდ, ეს მაჩვენებელი ამ ვაქცინის შემთხვევაში 95%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც Pfizer-ის 80%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მხოლოდ 60%–ა. მსგავსი შედეგი, აგვისტოში, Mayo Clinic Health System-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც დადო - დელტა შტამის თავიდან არიდების კუთხით Moderna უფრო ეფექტურია, ვიდრე Pfizer-BioNTech.

 

შტატებში ვირუსმა 650 000 ადამიანი მოკლა. მაგრამ ბოლო 10 დღის მანძილზე სიკვდილიანობამ იმატა და დღე-ღამეში 1500-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის მარტიდან. ამ დროისთვის ინფიცირების 90% უფრო გადამდებ დელტა-შტამზე მოდის.

 

ყველა კვლევა ერთიანია იმ დასკვნაში, რომ აცრა ადამიანთა უმრავლესობას ჰოსპიტალიზების და სიკვდილისგან კარგად იცავს, მაგრამ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის შედარებით ნაკლებად ეფექტურია.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევამ ასევე შეისწავლა, რამდენად იცავენ ვაქცინები კორონავირუსის მძიმე ფორმებისგან. ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდების კუთხით ყველაზე ეფექტური იყო Moderna (92%), შემდეგ მოდიან Pfizer (77%) და Johnson & Johnson (65%).

 

კვლევაში არ არის განმარტება, თუ რატომაა Moderna სხვა პრეპარატებზე ეფექტური - შესაძლოა ამის მიზეზები ისაა, რომ რნმ-ის დოზა Moderna-ში 3-ჯერ მეტია, ვიდრე Pfizer-ში, აცრებს შორის ინტერვალი კი 4 კვირაა, მაშინ როდესაც Pfizer-ის შემთხვევაში - 3. ზოგიერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ აცრების შორის უფრო დიდი ინტერვალები ვაქცინების ეფექტურობას ზრდის.


 

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდების მხრივ, ვაქცინების საშუალი ეფექტურობა 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების შემთხვევაში 85%-დან 75%-მდე მცირდება, რაც დაკავშირებულია ასეთი პაციენტების სუსტ იმუნიტეტთან და დელტა-შტამის უფრო სწრაფ გავრცელებასთან.

 

ყველაფრის მიუხედავად, ვაქცინაცია კორონავირუსისგან თავდაცვის ყველაზე სანდო საშუალებად კვლავ რჩება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდით დაინფიცირების 600 000-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლა 13 შტატში.

 

დასკვნის თანახმაც, ვაქცინაციის ეფექტურობა 90%-დან 80%-მდე შემცირდა, თუმცა ყველა პრეპარატი კვლავ საკმაოდ ძლიერია ჰოსპიტალიზების და სიკვდილიანობის წინააღმდეგ. ივნის-ივლისში შტატებში მძიმე დაავადებათა 14%, ხოლო გარდაცვალებათა 16% მოდის, რაც 2-ჯერ მეტია, ვიდრე მარტში, თუმცა, მაინც ვაქცინაციის შედეგიანობაზე მეტყველებს.

 

 „ვაქცინები კარგად იცავენ ადამიანებს კორონავირუსის მძიმე ფორმებისგან და სიკვდილისგან და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ვაქცინა ადამიანების დაინფიცირებას და ვირუსის გადაცემას მთლიანად აღმოფხვრის. უნდა დავკმაყოფილდეთ იმ პროგრესით, რაც გვაქვს - ვაქცინაციის წყალობით ნაკლები ადამიანი მოკვდება და სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, - ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ მოსი.

 

კვლევის თანახმად, საშუალოდ ვაქცინირებული ადამიანები 11-ჯერ ნაკლებად კვდებიან კორონავირუსისგან, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე გვაქვს ახალ და ბოლომდე შეუსწავლელ ვირუსთან, და ვაქცინებთან, რომლებიც 10 თვის წინ შეიქმნა.

 

მეტის მოლოდინი მიამიტობა იქნებოდა.

 

washingtonpost

 


თეგები:
ვაქცინაცია



«Интер РАО»-მ საქართველოს $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო

«Интер РАО»-მ საქართველოს $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო
access_time2021-12-01 11:10:27
რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლო დავა რუსულ ენერგოკომპანია «Интер РАО»-ს და საქართველოს შორის რუსული კომპანიის სასარგერბლოდ დასრულდა - სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს რუსული კომპანიისთვის $80 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.   საჩივარი შეიტანეს «Интер РАО»-ს შვილობილმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში თბილისის ენერგოგამანაწილებელ ქსელს და ელექტროსადგურებს „ხარმიჰესი“ და „ხარმიჰესი-2“-ს...

პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება

პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება
access_time2021-12-01 10:55:45
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16...

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს
access_time2021-12-01 11:00:07
საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს დაღუპულა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით იმდენივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა სიკვდილიანობა განახევრებულია - საქართველოში ორივე 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით კოვიდით 109%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა.   2020 წელს მსოფლიოში კოვიდით 84 მლნ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...


მსგავსი სიახლეები

up