The Washington Post: აფხაზეთში 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი  ცხოვრობს

The Washington Post: აფხაზეთში 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი ცხოვრობს

access_time2019-10-20 22:00:50

ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.

 

დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.

 

ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის გამოსახულებით.

 

ჩრდილოეთ კორეის წინაამღდეგ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, მათ შორის მიგრაციის კუთხით, თუმცა, აფხაზეთში, რომელსაც არ აღიარებს მსოფლიო, და საპასუხოდ, ისიც არ აღიარებს მსოფლიოს, მათ არაფერი ემუქრებათ.

 

კორეელები მუშაობენ აფხაზეთში არა მხოლოდ მშენებლობაზე, არამედ მომსახურების სფეროშიც. მაგალითად, შუა ხნის მამაკაცი სახელად კიმი უკეთებს რუს ტურისტებს მასაჟს 7 დოლარად.

 

„მგონი მას ენერგიას მატებს ლენინის ბიუსტი“  - ამბობს კიმის უფროსი, ერთ-ერთი კურორტის ხელმძღვანელი ზურაბ ზუხბა.

 

აფხაზეთში დღეს მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი. მათი უმრავლესობა მამაკაცია, ბევრმა დატოვა ოჯახები სამშობლოში, და დღეს ეხმარება მათ აფხაზეთიდან. ძირითადად ისინი ცხოვრობენ სოხუმში - არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში,

 


2017 წლის დეკემბერში გაერომ შემოიღო სანქციები, რომლებიც ავალდებულებს ყველა წევრ-ქვეყანას ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტების დეპორტაციას. რეზოლუციას მოაწერა ხელი რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებზეც მოდის ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტების დიდი ნაწილი.

 

გადაწვყეტილების მიზანია ფხენიანისთვის ვალუტის ერთ-ერთი სერიოზული წყაროს გადაკეტვა, თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მაინც აგზავნის უცხოეთში არალეგალებს, რომლებიც მუშაობენ მონურ პირობებში, თუმცა, მაინც აგზავნიან ფულს სამშობლოში.

 

2015 წლის გაეროს მოხსენების თანახმად, მსოფლიო მასშტაბში ასეთ პირობებში მუშაობს 50 000-ზე მეტი კორეელი, მათ მიერ ქვეყნისთვის გამომუშავებული ვალუტის მოცულობა შეადგენს 1,2-2,3 მლრდ. დოლარს.

 

თუმცა, აფხაზეთი არ არის გაეროს წევრი, რაც ქმნის ჩრდილოეთ კორეელებს დასაქმების მშვენიერ საშუალებას.

 

აფხაზი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მათ მიგრანტების დასაქმების თხოვნით მიმართა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ.

 

„მათ შემოგვთავაზეს მუშები მარტივი და მძიმე სამუშაოსთვის. ეს ერთადერთია რისი ექსპორტირება შეუძლიათ მათ“ - ამბობს აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი თამილა მირცხულავა.

 

მართლაც, რამდენიმე თვის წინ მირცხულავა დაპატიჟეს ფხენიანში, ხოლო ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ აფხაზეთში, სადაც გაეცნენ ადგილობრივ პროდუქციას - ღვინოს, ციტრუსებს და კივს.

 

ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს 10 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი, თუმცა, მოსკოვმა აიღო თავის თავზე 22 დეკემბრამდე მათი დეპორტაციის ვალდებულება - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ელჩმა ფხენიანში ალექსანდ მაცეგორამ.

 

თუმცა, სანქციების რეჟიმის პირობებშიც კი, რუსეთი აგრძელებს მუშაობის ნებართვის გაცემას ჩრდილოეთ კორეელებისთვის, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის შრომის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას, და აცხადებს, რომ ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებებს,

 

მთლიანობაში, სადღეისოდ, აფხაზეთში მუშაობს 3400 შრომითი მიგრანტი. მათ შორის ნახევარზე მეტი უზბეკეთიდანაა. მეორე ადგილზე შრომითი მიგრანტების რაოდენობის მხრივ არის სომხეთში.

 

მიგრანტების მასაში ჩრდილოეთ კორეელები გამოირჩევიან მაღალი, თითქმის სამხედრო დისციპლინით, და შესრულებული სამუშაოების ძალიან მაღალი ხარისხით.



თეგები:
The Washington Post



პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up