The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

access_time2020-07-13 20:00:35

დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.

 

"იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს ფრანგმა მოგზაურმა სილვენ ტესონმა.

 

იმის გამო, რომ საზღვრების გახსნა მსოფლიო მასშტაბში კითხვის ქვეშაა, ფრანგებმა მოულოდნელად საფრანგეთი აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს დაადგინონ - მთელი მსოფლიო მათი ქვეყნის გამო რატომ გიჟდება?

 

კონსალტუნგური კომპანია Protourisme-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 86% შვებულებას საფრანგეთში გაატარებს.

 

ახალდაქორწინებულები რომენ და საბრინა გერანები, თაფლობის თვის გატარებას პოლინეზიაში გეგმავდნენ, თუმცა, ამის ნაცვლად საფრანგეთში მოგზაურობას შეუდგნენ - მათ ალპები და ატლანტიკური სანაპირო მოინახულეს, შემდეგ კი პარიზში, ეიფელის კოშკზე ავიდნენ.

 

ბოლოს 35 წლის რომენი და 36 წლის საბინა კოშკზე ასულები 15 წლის წინ იყვნენ.

 

„ რა თქმა უნდა, ეს ტაიტი არაა, თუმცა,  მაინც მოგზაურობა რომანტიულ ნოტაზე დავასრულეთ“  - ამბობს საბინა.

 

კომპანია  Guide du Routard, რომელიც ტურისტულ გზამკლევებს უშვებს, კოლექციას საფრანგეთის შიდა რაიონებს უმატებს. ახალი გამოშვებები ნაკლებად ტურისტულ დეპარტამენტ სომას ეძღვნება, სადაც პირველი მსოფლიოს ომის დროს, გერმანელებს და ფრანგებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა.


 

ასევე ყურადღების ცენტრშია რეგიონი შამპანი, რომელიც თავისი ღვინოებით უფრო ცნობილია, ვიდრე კურორტებით.

 

ტუროპერატორები ტაქტიკას იცვლიან  - კომპანია Nomade Aventure-მ 2018 წელს 12 000 ფრანგი მადაგასკარში და ყირგიზეთში გაამგზავრა, დღეს კი საფრანგეთში მოგზაურობის მსურველი ფრანგებისთვის საცხოვრებელ ფურგონებს აქირავებს.

 

24 წლის პარიზელი სტუდენტი ვიქტორიან მასონი პანდემიის გამო მსოფლიოში მოგზაურობაზე უარის თქმამ ძალიან გააბრაზა, საბოლოოდ კი მან ყურადღება მშობლიურ ქვეყანას დაუთმო.

 

ფინანსურად ეს მარტივი ამბავი არ იყო - საფრანგეთში ახალგაზრდული ჰოსტელები 13-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ნეპალში, ხოლო ერთი სადილი ფრანგულ ბისტროში სამხრეთ აზიის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით 5-ჯერ მეტი ღირს.

თუმცა, სხვა არჩევანი მაინც არ იყო, და მასონმა მდინარე ლუარას გასწვრივ 250-კილომეტრიანი ველოტური აირჩია - ეს მარშრუტი ძალიან პოპულარულია ბრიტანელ და ჰოლანდიელ ტურისტებს შორის.

 

თუმცა, თავად ფრანგებმა მის შესახებ თითქმის არაფერი იციან - ლუარის სანაპირო განთქმულია შუა საუკუნის გრანდიოზული სასახლეებით და კოშკებით.

 

„ყველაფერ ამას პირველად ვხედავ. ამ სილამაზის შესახებ არც კი მსმენია“  - აღიარა სტუდენტმა.

 

რა თქმა უნდა შიდა ტურიზმი საერთაშორისოს ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს- განსაკუთრებით, მხარჯველ ტურისტთა ნაკადების ამერიკიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან.

 

უცხოელი ტურისტების არარსებობის გამო, ფრანგული კურორტები ახალი, და მათთვის სრულიად უცნობი, შიდა ბაზრის ათვისებას ცდილობენ.

 

26 წლის ფინანსისტმა ჟან-გაბრიელ ბარონმა 50 ქვეყანა მოიარა, თუმცა, პანდემიის გამო მას ბრაზილიაში თაფლობის თვის გატარებაზე უარის თქმა მოუწია.

 

ამჟამად წყვილი პროვანსში, ნიცაში, და შუა საუკუნის ფრანგულ სოფლებში მოგზაურობას გეგმავს.

 

„იქ არასდროს ვყოფილვარ - ამ ადგილებში ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტია. დღეს კი რეალობა შეიცვალა, და ჩვენ ფრანგებს შეგვიძლია ვნახოთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ“ - თვლის ჟან-გაბრიელი.


წყარო: The Wall Street Journal

თარგმნა თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up