The Wall Street Journal: რუსეთი Pfizer-ის ვაქცინის დისკრედიტებას ცდილობს

The Wall Street Journal: რუსეთი Pfizer-ის ვაქცინის დისკრედიტებას ცდილობს

access_time2021-05-27 20:00:37

საფრანგეთის სპეცსამსახურები ცდილობენ დაადგინონ რუსეთის მთავრობის კვალი Pfizer-ის ვაქცინის დისკრედიტაციის მცდელობაში. საქმე რამდენიმე ცნობილი ბლოგერი მოსყიდვას ეხება.

 

მათ ღიად განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში უცნობი ადამიანისგან, რომელიც მარკეტინგულ კომპანია Fazze-ში მუშაობდა ელექტრონული წერილები მიიღეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის ბლოგერებს YouTube-ში, Instagram-ში და სხვა პლატფორმებზე Pfizer-ს წინაამღდეგ კრიტიკული მასალების გამოქვეყნების სანაცვლოდ სერიოზულ თანხებს სთავაზობდა. ერთ-ერთი ბლოგერს თქმით, მას 2 000 ევრო შესთავაზეს, თუმცა, მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

 

საფრანგეთის უშიშროების სამსახური ვარაუდობს, რომ ამ წერილების უკან კრემლის დგას. კომპანია Fazze-ს საიტზე, რომელიც უკვე დაიხურა, მისამართად მითითებულია ლონდონი, თუმცა, ის არაა დარეგისტრირებული, როგორც ბრიტანული კომპანია. არსებული ინფორმაციით Fazze  რუსული მარკეტინგული კომპანიის AdNow-ს  მიერაა დაარსებული, თუმცა, თავად AdNow ამ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებს.

 

Fazze-ს თანამშრომელთა მონაცემები LinkedIn-ში აჩვენებს, რომ მათ შორის ბევრმა განათლება რუსეთში, მაგალითად ციმბირის სატრანსპორტო უნივერსიტეტში მიიღო.

 

გაურკვეველი წარმოშობის მარკეტინგული კომპანია ბლოგერებს დეზინფორმაციის გავრცელებას სთხოვდა - თითქოს Pfizer-ით აცრილ ადამიანებს შორის სიკვდილიანობა 3 -ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე AstraZeneca-ს შემთხვევაში.


 

ცნობილი ფრანგი სამეცნიერო ბლოგერი ლეო გრასე, რომლის YouTube -არხს  Dirty Biology -ის 1,2 მლნ. გამომწერი ჰყავს, ამბობს, რომ მას Fazze-ს თანამშრომელმა მას რამდენიმე თეზისი გაუგზავნა. კერძოდ, ბლოგერს შესთავაზეს მაყურებლებისთვის შეკითხვის დასმა - რატომ ყიდულობენ მთავრობები Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის?

 

ლეო გრასეს შეკითხვაზე „ვინ არის კამპანიის სპონსორი?“ პასუხი იყო - „მას ინკოგნიტოდ დარჩენა სურს“.

 

კრემლთან კავშირზე ისიც მეტყველებს, რომ Fazze-ს მიერ შემოთავაზებულ თეზისები სრულ თანხვედრაში რუსული ვაქცინის „სპუტნიკ 5“-ს  Twitter-აკაუნთზე გავრცელებულ ოფიციალურ პოზიციასთან - იქაც ნათქვამია, რომ ჩატარებული კვლევის თანახმად, Pfizer-ით ვაქცინაციით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე AstraZeneca-თი.

 

თუმცა, თავად „სპუტნიკი-5“-ს შემქმნელები ყოველგვარ კავშირს Fazze-სთან კატეგორიულად უარყოფს:

 

„სხვა ვაქცინების და ვაქცინაციის გლობალური კამპანიის წინაამღდეგ ჩვენ ყველანაირ არაეთიკურ ქმედებებს კატეგორიულად ვგმობთ “ - განაცხადეს რუსმა მეცნიერებმა.

 

 

წყარო: wsj.com


თეგები:
Pfizer



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up