The Wall Street Journal - "საქართველოზე გადის ამერიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები"

The Wall Street Journal - "საქართველოზე გადის ამერიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები"

access_time2016-11-26 12:30:00


"საქართველოზე გადის ამერიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები" - ასეა დასათაურებული გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვენებული სტატია, რომლის ავტორია დონალდ რამსფელდი, წარსულში შეერთებული შტატების ორგზის თავდაცვის მინისტრი, რომლის თანახმად, საქართველოს ადგილი ნატოს სამხედრო ალიანსშია მიუხედავად რუსეთის უკმაყოფილებისა. კერძოდ, სტატიაში ვკითხულობთ:

 

 


"საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დასავლური ფასეულობების მიმართ. ბოლო ოთხი წლის მანძილზე, საარჩევნო ყუთებთან მისულმა ქართველებმა კვლავ მოახდინეს მტკიცე დემოკრატიის და პლურალიზმის დემონსტრირება. კვლავ გამოვლინდა ტრანსატლანტიკური სათვისტომოს ფასეულობებისადმი ერთგულება. ამა წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გაიმეორა და კიდევ უფრო გააუმჯობესა ის დადებითი შედეგები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.

 

 


პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, სადაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითადი პარტიის პლატფორმა ევროპასა და ნატოსთან, ასევე შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ კავშირს ითვალისწინებს. "ეს პროცესი უკუქცევადია" - ასე მითხრა შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. უნდა ითქვას, რომ ამგვარი განწყობა სუფევს მთელს ქართულ საზოგადოებაში.

 

 


რა უნდა მოიმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს, ამ სულსრწაფვას? შეერთებული შტატების შემდგომმა ადმინისტრაციამ რამდენიმე პოლიტიკური ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს მიმართ მეტი ყურადღების გამოსაჩენად და ამავე დროს, არც ერთი ეს ნაბიჯი არ საჭიროებს მნიშვნელოვან ხარჯებს, თუმცა ყველა მათგანი პასუხობს ამერიკის ინტერესებს.

 

 


პირველ რიგში, უნდა მოშორებულ იქნას ყველა დაბრკოლება, რომელიც საქართველოს წინ უდგას ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველომ ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე უნდა მიიღოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ამ მხრივ, ქართველებმა თავიანთი საფასური უკვე გაიღეს. საქართველოს მეომრები მხარში ედგნენ და კვლავაც უდგანან ამერიკისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების სამხედროებს ერაყსა და ავღანეთში.

 

 


ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველომ ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი მეომარი გამოყო საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებისთვის, გარდა შეერთებული შტატებისა. ხსენებულ ქვეყნებში მოიაზრებიან ის ევროპული სახელმწიფოებიც, რომლებიც სკეპტიკურად ეკიდებიან ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. ამ მხრივ, აღსანიშნავია გერმანია, რომლის მოსახლეობა 81-თ მილიონს შეადგენს და რომელმაც ავღანეთში ნატოს ეგიდით 55 სამხედრო დაკარგა მოკლულთა სახით. ამ დროს კი 4-მილიონიანმა საქართველომ 32 მამაცი მეომარი დაკარგა. უკვე ამ მაგალითზე აშკარად სჩანს დისპროპორცია" -ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 


სტატიაში ასევე ვკითხულობთ:

 


"ამას წინათ ნატომ გაზარდა საქართველოში თავისი ყოფნა ერთობლივი წვრთნისა და სწავლების ცენტრის სახით. ნატომ ასევე უნდა გამოიყენოს საქართველოს უნიკალური პერსპექტივა საკმაოდ რთულ რეგიონში. საქართველომ შეიძინა გამოცდილება რუსეთის ძირგამომთხრელ მიდგომასთან გასამკლავებლად. საქართველო ესაზღვრება თურქეთს და მას აქვს განვითარებადი ურთიერთობა ირანთან. აქ სჩანს რამდენიმე შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს სადაზვერო და კონტრ-სადაზვერო ოპერაციების გაზიარებას.

 

 


რუსეთი აგრძელებს პროგნოზირებად ჩივილს, რომლის თანახმად, ნატოში საქართველოს გაწევრიანება თითქოს პროვოკაციას წარმოადგენს. ცხადია, რუსეთის შესაძლო რეაქციიდან გამომდინარე, ნატოს ზოგიერთმა წევრმა-ქვეყანამ საჭიროდ ჩათვალა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების დაყოვნება. ამავე დროს, ნატოს ბოლო რამდენიმე სამიტზე გარკვევით დაფიქსირდა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი დასავლეთის უსაფრთხოებაში. ამგვარად, მოვიდა დრო მოქმედებისა. დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესები არ უნდა იყოს რუსეთის უკმაყოფილების მძევალი.

 

 


რუსეთის არმია აგრძელებს ოკუპაციას საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტისა, რომელიც მან ხელში ჩაიგდო 2008 წელს ინტერვენციის დროს. რუსეთის იმპერიული ზრახვები, რომლებმაც უკვე უკრაინის ნაწილიც მოიცვა, არ ეთანადება დასავლეთის ღირებულებებსა და უსაფრთხოების მოსაზრებებს.

 

 


საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებმა ბევრი ვერაფერი შედეგი მოიტანა. ამასობაში კი რუსები მცოცავ ოკუპაციას ეწვიან როცა მათ თვითნებურად გადააქვთ გამყოფი მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ამიტომაც, შეერთებულმა შტატებმა უნდა გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა ამ პრობლემების მოგვარებაში. გარდა ამისა, ამერიკამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები საიმისოდ რომ რუსეთს გაუზარდოს საფასური საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა.

 

 


დროა, შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა აღიაროს საქართველოს მნიშვნელობა. ასევე საჭიროა საქართველოსთვის ყველანაირად ხელშეწყობა რეგიონში დაგეგმარებისა და სტრატეგიის მხრივ მეტი მონაწილეობის სახით. საქართველო მნიშვნელოვანი ენერგო-სატრანსპორტო კორიდორია კასპიიდან ამერიკის მოკავშირე ევროპამდე. ქვეყანა სერიოზული ბარიერი გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჯიხადისტებისთვის ახლო აღმოსავლეთში შეღწევას რომ ცდილობენ. გარდა ამისა, საქართველო უდავოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნატოს სტრატეგიისთვის, რომელიც შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსული აგრესიისგან.

 

 


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატები უფრო აქტიურად უნდა ჩაებას აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაში, რომელშიც საქართველო და მთლიანად კავკასია ცენტრალურ როლს თამაშობს. შავ ზღვაზე მისი პორტები მიიღებენ და ასევე გაუშვებენ ტვირთებსა და ნედლეულს აზიისა და ევროპიდან, რითაც მოხდება მთლიანად ევრაზიული კონტინენტის კომერციული შეკავშირება. ამჟამად, ანაკლიაში ამერიკული კომპანია აშენებს ღრმაწყლოვან საზღვაო პორტს, რომელიც მსხვილ სატვირთო გემებს მოემსახურება. საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანა იყოს, მაგრამ მომავალში მას უწერია შემაკავშირებელი გახდეს ევროპისა და ააზიის ეკონომიკას შორის.

 

 


ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო, შეერთებულმა შტატებმა უნდა გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა საქართველოს არეალში, მაგრამ არა როგორც ქველმოქმედმა, არამედ როგორც ერთობლივი ინტერესების დამცველმა. ქართველმა ხალხმა გამოავლინა უნარი ქვეყნის ეფექტური მართვის, მტკიცე დემოკრატიისა და ერთგულების დასავლური ღირებულებების მიმართ და ეს ყველაფერი დიდი წინააღმდეგობების გადალახვის პირობებში. საქართველო- ესაა მოკავშირე, რომელიც გულმხურვალედ უნდა მივიღოთ ჩვენს რიგებში" - სწერს გაზეთ The Wall Street Journal-ის სტატიაში შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი.

 

 

 

მასალა მოამზადა საერთაშორისო მიმომხილველმა გიორგი ჩხუბიანიშვილმა



დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს

დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...


მსგავსი სიახლეები

up