The Wall Street Journal: "საბერძნეთს მეტი ცვლილებების გატარება სჭირდება"

The Wall Street Journal: "საბერძნეთს მეტი ცვლილებების გატარება სჭირდება"

access_time2017-02-24 20:30:35


"საბერძნეთს სჭირდება მეტი ცვლილებების გატარება, სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს" - ამ აზრისაა ფონდის ხელმძღვანელი ქრისტინე ლაგარდი. მისი სიტყვები მოჰყავს გაზეთ The Wall Street Journal-ს, რომლის სტატიაში ვკითხულობთ:

 

"ლაგარდმა გასულ ოთხშაბათს ბერლინში გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად საბერძნეთისთვის წინაპირობა არის სტრუქტურული რეფორმების გატარება, ვიდრე ქვეყანა ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ცხადია, მეტი რეფორმების გატარების შემთხვევაში, ნაკლები ფინანსური დახმარება იქნება საჭირო ქვეყნისთვის ვალის დასაფარად".

 

"ძალზე ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, სანამ სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შევთავაზებთ საბერძნეთისთვის დახმარების პროგრამას" - განაცხადა ქრისტინე ლაგარდმა გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის- ARD-თვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მისი სიტყვით, საბერძნეთი ვერ მიიღებს რაიმე განსაკუთრებულ გარიგებას. ეს უკანასკნელი ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ყველასთვის თანაბარპირობიანი უნდა იყოს. "ასეთი ვალდებულება გვაკისრია სავალუტო ფონდის ყველა წევრის მიმართ".

 

როგორც ლაგარდმა აღნიშნა, ცვლილებების გატარებაა საჭირო საბერძნეთის პოლიტიკის ყველა ასპექტში.

 

"ჩვენ გვჭირდება დისციპლინა და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც საჭიროა ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში".

 

"ყველაზე მეტად საპენსიო სისტემა ითხოვს რეფორმირებას. გარდა ამისა, საგადასახადო სისტემას აქვს იმდენად მცირე ბაზა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მდგრადობა შეინარჩუნოს. მისი შეცვლაა საჭირო" - თქვა ლაგარდმა.

 

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ზემოხსენებული განცხადებები გააკეთა მას შემდეგ, რაც ის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. როგორც ცნობილია, გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით, კრიტიკულად საჭიროა სავალუტო ფონდის მონაწილეობა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების განხორციელებაში" - ნათქვამია გაზეთ "უოლ-სტრიტ ჯორნალის" სტატიაში.

 

"ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა რწმენა გამოთქვეს, რომ სავალუტო ფონდი კვლავ შეუერთდება ათენისთვის დახმარების გაწევის პროგრამას. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდს საბერძნეთისთვის ფული 2014 წლიდან არ მიუცია" - წერს გაზეთი.

 

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროპისგან თანხმობას ითხოვს, რომ საბერძნეთს შეუმცირდეს ვალის ტვირთი, რამეთუ მისი შეკავება გრძელვადიან პერიოდში შეუძლებელი იქნება.

 

გასულ ორშაბათს მცირე პროგრესმა იჩინა თავი მოლაპარაკებაში, რომელიც საბერძნეთის ვალს უკავშირდება. ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაუბრუნდებიან ათენის საკითხს და გადახედავენ ქვეყნისთვის მორიგ დახმარების, 86 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს.

 

ამან შესაძლოა, გამოაცოცხლოს მოლაპარაკებები კონკრეტულად საგადასახადო სისტემის ძირეულ რეფორმირებაზე. გარდა ამისა, რეფორმა სჭირდება შრომის ბაზარსა და საპენსიო სისტემას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კრედიტორებს შორის სერიოზულმა უთანხმოებამ იჩინა თავი იმის შესახებ, თუ რა სიდიდის საბიუჯეტო პროფიციტია საჭირო საიმისოდ, რომ საბერძნეთმა ეკონომიკის რეფორმირება და წინსვლა გააგრძელოს.

 

საბერძნეთი თანახმაა 2018 წლისთვის შემოიღოს საკანონმდებლო ბაზა იმ ეკონომიკური ზომებისთვის, რომლებიც უნდა ამოქმედდეს თუკი ამა წლის სამიზნე - მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3.5 პროცენტის ზრდა ვერ იქნა შესრულებული.

 

როგორც ცნობილია, ვალის დაფარვაში, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარებების გაწევა პირველად 2010 წელს დაიწყო.

 

 

ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...


მსგავსი სიახლეები

up