The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

access_time2021-03-08 20:30:41


OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.



შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს შეადგენდა.



მიღებული გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის აბდულ-აზიზ ინბ სალმანის გამარჯვება გახდა - იმისი თქმით ეკონომიკის აღდგენა ნელი ტემპებით მიმდინარეობას, და ამ პროცესის მიმართ ყველამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამავე დროს ის ხშირად ეთანხმება რუსეთს, რომელიც თავისთვის ნავთობმოპოვების ზრდის უფლებას მუდმივად ითხოვს.



საუდელი მინისტრისგან განსხვავებით, მოსკოვი პროცესებს ბევრად უფრო ოპტიმისტურად უყურებს, და მოპოვების ზრდას კატეგორიულად მოითხოვს.



„ვითარება გაცილებით უკეთესია ვიდრე გასულ წელს, ან თუნდაც 1 კვირის წინ“ - განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა.



OPEC+-ში აზრთა სხვაობის ერთ-ერთი მაჩვენებელია იყო ის, რომ ერ-რიადში და მოსკოვში, კარტელის შეხვედრამდე სულ სხვა სცენარი განიხილებიდა - მოპოვების ზრდა დღე-ღამეში 1 მლნ. ბარელით. ზრდის 50% საუდის არაბეთს უნდა მიეღო, დანარჩენს სხვა ქვეყნები გაიყოფდნენ.



თუმცა, საუდის არაბეთმა საკუთარ მოგებაზე უარი განაცხადა, რაც ნავთობმოპოვების დონის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი გახდა.




ალიანსის ქვეყნებს კიდევ ერთი მოტივაცია აქვთ - ამერიკული ფიკალის ნავთობის წინაამღდეგ ბრძოლა.



ეს ინდუსტრია შტატებში პანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა, და OPEC+-ს გადაწყვეტილება ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ფიკალის ინდუსტრია, რომელიც შეთანხმებაში არ მონაწილეობს, აღდგენას და შესაბამისად, განთავისუფლებული ბაზრების დაკავებას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს.



„ნავთობმოპოვება ტექასში დღე-ღამეში 2,5 მლნ. ბარელით შემცირდა, დანარჩენ შტატებში - ჯამურად 1 მლნ. ბარელით. OPEC+-ს თავშეკავებულობა ფასებს იმ დონეზე აბრუნებს, რომელზეც საუდის არაბეთი სიტუაციას ისევ აკონტროლებს“ - მიიჩნევს JP Morgan Chase-ის ნავთობის დეპარტამენტს დირექტორი კრისტიან მალეკი.



OPEC+-ის გადაწყვეტილებამ ნავთობს ფასების ზრდას ხელი შეუწყო - პირველად ბოლო თვეების მანძილზე შავი ოქროს ღირებულება 60 დოლარს გადასცდა. პარალელურად, მოთხოვნაც იზრდება, განსაკუთრებით კი ჩინეთში, რომელიც პანდემიას სხვა ქვეყნებზე უკეთესად უმკლავდება.



OPEC+-ს პროგნოზით, 2021 წლის მე-4 კვარტალში პირველთან შედარებით მოთხოვნა 4,7 მლნ. ბარელით გაიზრდება. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნით, მოთხოვნის აღდგენა 2021 წლის მეორე ნახევარში მიწოდებასაც გაუსრებს, რადგანაც ქვეყნების მიერ პანდემიის და დაბალი ფასების პერიოდში შექმნილი მარაგები ამოიწურება.



პანდემიამ ნავთობინდუსტრიის ქცევა შეცვალა - 2020 წელს, როდესაც კორონავირუსმა მსოფლიოში გავრცელება დაიწყო, საუდის არაბეთი და რუსეთი საფასო ომის მდგომარეობაში იყვნენ, მოპოვების ზრდას, და მეტი მოგების მიღებაც ცდილობდნენ.



როდესაც ვირუსის მიერ გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი ცხადი გახდა, ერ-რიადი და მოსკოვი ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ, და საერთო გადაწყვეტილება მიიღეს - მსოფლიო ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 9 მლნ. ბარელით შემცირდა, რამაც ნავთობინდუსტრია კრახისგან გადაარჩინა.



საკარანტინო ზომების შერბილების შემდეგ, მათ მოპოვების ზრდა განაახლეს, თუმცა, იმის შემდეგ, რაც ევროპაში და შტატებში დაინფიცირების მატება დაფიქსირდა, ეს პროცესი კვლავ შეჩერდა.



ამან ნავთობის ბაზარს მკვეთრი სიგნალი მისცა - ახალ საფასო ომი და ჭარბი მიწოდება არ იქნება, შესაბამისად, ფასებმა კვლავ ზრდა დაიწყო.



Wsj.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up