The Wall Street Journal: NAFTA-დან ამერიკის გასვლა ნაკლებად სავარაუდოა

The Wall Street Journal: NAFTA-დან ამერიკის გასვლა ნაკლებად სავარაუდოა

access_time2016-11-22 14:00:00

ნაკლებად სავარაუდოა რომ შეერთებული შტატები ერთბაშად გამოვა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. თუმცა, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. ასე იწყება გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორის უილიამ მაულდინის თანახმად, ადვილი არ იქნება ხელახალი გადახედვა სავაჭრო ხელშეკრულებისა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ დაიდო და რომელშიც სამი ქვეყანა: შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა მონაწილეობს. სტატიაში ვკითხულობთ:

 

 

 

"ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში არაერთგზის გააკრიტიკა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ანუ NAFTA, როგორც მაც შემოკლებით უწოდებენ. ტრამპი იმუქრებოდა კიდეც ხსენებული შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლით, თუკი მექსიკა არ დათანხმდებოდა ძირეულ ცვლილებებზე ჩრდილოელ მეზობელთან ვაჭრობაში.

 

 

 

და მართლაც, მექსიკასთან შეერთებული შტატების ვაჭრობის დეფიციტი 2015 წელს 9.5 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამავე დროს კანადასთან შეერთებული შტატების ვაჭრობის დეფიციტი 57 პროცენტით შემცირდა და გახდა 15 მილიარდ 500 მილიონი დოლარი.

 

 

უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპს კონკრეტულად ჯერ არაფერი გამოუქვეყნებია "NAFTA"-ს შესახებ, თუმცა კომენტარებიდან ნათლად სჩანს რომ მას და მის მრჩევლებს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა სურთ სავაჭრო ხელშეკრულებაში.

 

 

როგორც წინასწარ სჩანს, გადახედავენ სპეციალურ ტარიფებს და სხვა სავაჭრო ბარიერებს მექსიკასთან შეერთებული შტატების დეფიციტის შესამცირებლად. გარდა ამისა, ცვლილებებს შეიტანენ გადასახადებში, რომლებმაც თავის დროზე აიძულეს ამერიკული კომპანიები მექსიკაში გადაეტანათ წარმოება.

 

 


გასულ ორშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში, დონალდ ტრამპმა ილაპარაკა იმ დაგეგმილ პირველ ნაბიჯებზე რომლებსაც გადადგამს პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში. მართალია, ტრამპს კონკრეტულად არ უხსენებია NAFTA, მაგრამ იგი კრიტიკულად მოეკიდა შეერთებული შტატების ყველა სავაჭრო შეთანხმებას. 

 

 

ტრამპის სიტყვით, იგი გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომლის შესახებ გააგებინებენ 11 ქვეყანას, ტრანსპასიფიკური პარტნიორობის სავაჭრო ხელშეკრულება რომ მოიცავს.

 

 

დონალდ ტრამპის თანახმად, შეერთებული შტატები გადის ხსენებული ხელშეკრულებიდან, რომლის შემუშავება 2015 წელს დასრულდა და მიუხედავად ამისა, ამერიკის კონგრესის მიერ დღესაც არ არის რატიფიცირებული.

 


თუკი დონალდ ტრამპი მიიღებს გარკვეულ დათმობებს მექსიკისგან, მაშინ კანადაც მოითხოვს მექსიკისგან მსგავს დათმობებს.

 


კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ უკვე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მზადაა განიხილოს ძირეული ცვლილებები რომლებიც NAFTA-შია შესატანი და რომლებიც შედეგობრივად მოიტანს მუშა-ხელის უფლებათა გაუმჯობესებასა და შრომის ანაზღაურების გაზრდას კონტინენტზე.

 

 

შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა გადაბმულნი არიან მრავალი საწარმოო ქსელით და მომარაგების ჯაჭვით. ზოგიერთი ნაწილი და კომპონენტი რამდენჯერმე კვეთს საზღვრებს, სანამ დასრულებული პროდუქტი გასაღდება მომხმარებლებში.
ცხადია, NAFTA-ს დასრულება სერიოზულად შეარყევს მრავალ ინდუსტრიას და საგრძნობ დარტყმას მიაყენებს მექსიკის ეკონომიკას. როგორც ცნობილია, მსოფლიოში მექსიკა თავის თავს წარმოსახავს როგორც სავაჭრო პლატფორმას ნულოვანი ტარიფით შეერთებული შტატების ბაზარზე შესაღწევად.

 

 

როგორც მექსიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, ისინი მზად არიან განაახლონ 22 წლის სავაჭრო შეთანხმება, რათა ეს უკანასკნელი უფრო თანამედროვე გახდეს.

 

 

მიუხედავად ამისა, იგივე მექსიკელი ოფიციალური პირები არ იწონებენ სავაჭრო ტარიფებისა და საექსპორტო კვოტების რევიზიას. მათი თქმით, ეს საკითხები გასულ საუკუნეში იქნა განხილული და მათ სირთულეებში კვლავ გახვევა არ იქნება მიზანშეწონილი, დიდ დროს წაიღებს და ამასობაში, განსაკუთრებულ ინტერესთა რიგში ჩამწკრივდებიან ინდუსტრიები და კომპანიები, რომლებსაც პროტექცია სურთ.

 


ამიტომაცაა, რომ მექსიკელებს არ სურთ ექსპორტის არავითარი შეზღუდვა, მათი განცხადებებით, ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი ვერ იქნება. როგორც მეხიკოში ამბობენ, საექსპორტო კვოტების გადახედვა საწყისი იქნება აშკარა პროტექციონიზმისა, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საზიანოა" - ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 

 



28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება
access_time2020-10-28 15:25:13
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.   მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს პირველი წარმატება. ჩვენ ბანკებთან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კიდევ...

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?
access_time2020-10-28 15:00:25
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ “საარჩევნო კომპასი საქართველოს” ციფრულ პლატფორმაზე.   საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით,...

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება
access_time2020-10-28 12:20:50
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან.  გთავაზობთ კომპანიის განცხადებას: "დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი...


მსგავსი სიახლეები

up