The Wall Street Journal - არის თუ არა საქართველო მომავალი ღვინის ქვეყანა?

The Wall Street Journal - არის თუ არა საქართველო მომავალი ღვინის ქვეყანა?

person access_time2016-04-12 10:15:39

   ჟურნალისტი სარა იზაბელ ბარტონი საქართველოს ესტუმრა და მიღებულ შთაბეჭდილებებს მკითხველებს სტატიით, „არის საქართველო მომავალი ღვინის ქვეყანა?“ უზიარებს. მისი მოგზაურობა  ნაფარეულიდან, ღვინის დეგუსტაციით იწყება.

 

საქართველოში მოგზაურობა ჟურნალისტისთვის მეტაბოლური გამძლეობის ტესტია იმ სასმელებიდან გამომდინარე, რისი დაგემოვნებაც ტურისტს ქვეყანაში ვიზიტისას უწევს. მისდა საბედნიეროდ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს შემდგომი ეფექტები არ ახასიათებს და ჟურნალისტიც აღნიშნავს, რომ ნაბახუსევზე არ უდარდია. სარა ბარტონი განმარტავს, რომ საქართველოში აყენებენ ღვინოს, როგორც ტრადიციული გზით ქვევრებში, ასევე ევროპული გზითაც მუხის კასრებში.

 

სარა ბარტონი წერს, რომ თითქმის ყველა კახელს აქვს საკუთარი მარანი, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ნათესავები თბილისიდან ცარიელი ბალონებით, რომლებსაც გულუხვი მასპინძლები სავსეს ატანენ.

 


ათასობით წლის განმავლობაში მეღვინეობა კახეთში ოჯახური ბიზნესი იყო. თითქმის ყველა კახელს, რომელიც შემხვედრია, ეზოში საკუთარი ქვევრი აქვს“, - წერს სარა.

 

ჟურნალისტი მკითხველს უყვება, რომ თუ აქამდე ღვინის დაყენება ძირითადად საოჯახო საქმე იყო, ბოლო დროს მან კომერციული ხასიათი მიიღო. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად საქართველო შავი ზღვის ბურგუნდიად იქცა, ამბობს სარა ბარტონი.

 

ჟურნალისტი ესტუმრა „შატო შუხმანს“, რომლის მენეჯერმა, ილია დათუნაშვილმა მას ტურისტული სფეროს განვითარების შესახებ ესაუბრა: „2004 წელს საქართველოში მხოლოდ 120.000 ტურისტი ჩამოვიდა, დღევანდელი მაჩვენებლებით კი მათი რაოდენობა 6 მილიონია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ სამუშაოდ ძალიან მოტივირებულები.“ მოტივაციის ერთ-ერთ მიზეზად დათუნაშვილი რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას ასახელებს.

მოგზაურობას სარა ბარტონი თელავში ასრულებს. ის აღწერს ბაზრის გამყიდველებს, კოკა-კოლის ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს 80 თეთრად და ორ მოხუც კაცს, რომლებმაც ჟურნალისტს დაუძახეს:

 

„ტურისტი ხარ?“ მკითხეს. შემდეგ დამისხეს ჭაჭა და ვთქვით სადღეგრძელო ისე, როგორც ქართველები ამბობენ: მეგობრების, სიყვარულის და თავად საქართველოსი,“ ამთავრებს სტატიას ჟურნალისტი. 



ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up