The Wall Street Journal – ამერიკული ამბოხება კორონავირუსთანაა დაკავშირებული

The Wall Street Journal – ამერიკული ამბოხება კორონავირუსთანაა დაკავშირებული

access_time2020-06-07 19:30:04

თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ არეულობას შტატებში კორონავირუსთან არავითარი შეხება არა აქვს - თქვენ ალბათ ერთ-ერთი იმ ამერიკელთაგან ხართ, ვინც კომფორტულ კერძო სახლში ცხოვრობს, კაპიტალს ფლობს, და მაღალანაზღაურებადი სამუშაო აქვს.

ისინი, როგორც წესი, დისტანციურად მუშაობენ, საკუთარი წარსულის მძიმე მომენტები არ ახსოვთ, და სხვა ადამიანების გასაჭირი არ ესმით.

თქვენი ცხოვრება როგორი იქნებოდა, 20 წლის იყოთ და კოლეჯიდან გაგაგდონ? ან პატარა, და რამდენიმე ადამიანთან ერთად ნაქირავებ ბინაში, სამუშაოს, შემოსავლის წყაროს, და თქვენისთანა უმუშევარ მეზობლებთან დარჩით? 

ან კიდევ უარესი - თქვენ რომ ემიგრანტების დიდი ოჯახის შვილი იყოთ, ან მარტოხელა დედა, ყოველგვარი სოციალური დაცვის და დანაზოგების გარეშე?

თუ თქვენ ასაკში შესული და შეძლებული ადამიანი ხართ, კარანტინი თქვენთვის მეტ-ნაკლებად ასატანია,  თუმცა, თუ 20, 30, ან თუნდაც  40 წლის ხართ, საყოველთაო იზოლაცია თქვენზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.

ასევე გასათვალისწინებელია რომ ნებისმიერ საზოგადოებაში დანაშაულისკენ მიდრეკილების მქონე ადამიანებიც არიან - ფსიქოლოგების შეფასებებით, საუბარია დაახლოებით მოსახლეობის 1%-ზე.

იყო თუ არა შავკანიანი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა რასისტულად მოტივირებული? ოფიცრის ქმედებები, რომელიც ვიდეოჩანაწერში ჩანს, აშკარად გაუმართლებელი და აღმაშფოთებელია, თუმცა, ეს არაა განზრახ მკვლელობა, ისეთი, როგორიც იქნებოდა, მას რომ იარაღიდან ესროლა.


რასობრივ ზიზღს გარკვეული როლის შესრულება შეეძლო, თუმცა, ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია.

შესაძლოა, ამ მოვლენის მიზეზი გაცილებით უფრო მეტად კარანტინით გამოწვეული საყოველთაო სტრესი იყო, ვიდრე წლის მანძილზე პოლიციელის მიერ სამოქალაქო პირის მკვლელობის 401-ე შემთხვევა შტატებში.

პანდემიის გამო ადამიანები მშიერები რა უსახლკაროები არიან. ის რომ მათ სამუშაო ფორმალურად შეინარჩუნეს - დიდს არაფერს ნიშნავს - მათი შემოსავალი თითქმის ნულს გაუტოლდა. და ეს მასობრივად, მთელს ქვეყანაში ხდება - თვლის ამბოხების ერთ-ერთი ცენტრის, ქალაქ მინეაპოლისის მკვიდრი.

მარტში იმათ, ვინც საყოველთაო იზოლაციის შემოღებას აპროტესტებდა, ხმის ამოღების საშუალება არ მიეცა - კერძოდ, მათი კომენტარები და პოსტები ვიდეო-საიტებიდან და ბლოგებიდან იშლებოდა.

დღეს მათი ნაწილი თავის აზრს ქვების და მოლოტოვის კოკტეილების სროლით გამოხატავს.

თუმცა, სხვა აზრიც არსებობს - ამ დღეებში ჟურნალისტებმა მინეაპოლისის ის რაიონები მოინახულეს, რომლებიც პოლიციამ მიატოვა.  ისინი ბარიერების აღმართვისთვის და საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის ემზადებიან.

ჩვენ, ჩვენი ძმის სიცოცხლის არაადამიანურ წართმევას ვგმობთ, თუმცა, ამავე დროს მაროდიორობას და ბარბაროსობას ვემიჯნებით. ჩვენ ჩვენი ბებიებისთვის, მამიდებისთვის, ბიძებისთვის, და ძმისშვილებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვინდა. მათ მაღაზიებში და ბანკებში მშვიდად მისვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ - ამბობს ერთ-ერთ ადგილობრივი აქტივისტი.


თეგები:
The Wall Street Journal



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up