The Wall Street Journal - 2020 წლის ყველაზე მსხვილი ბიზნეს გარიგება

The Wall Street Journal - 2020 წლის ყველაზე მსხვილი ბიზნეს გარიგება

access_time2020-12-01 20:00:48

კომპანია  S&P Global-ი ანალიტიკური სააგენტო IHS Markit-ის ყიდვას გეგმავს - გარიგება მომზადების ეტაპზეა და მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია.

 

გარიგების ღირებულება 44 მლრდ. დოლარია და რეალიზების შემთხვევაში ის 2020 წელს უმსხვილეს ხელმოწერილ ბიზნეს შეთანხმებად ჩაითვლება.  

 

შეთანხმების მიხედვით, S&P Global-ი გაერთიანებული კომპანიის აქციათა 68%-ის მფლობელი გახდება.

 

30 ნოემბრის მდგომარეობით, IHS Markit -ის საბაზო კაპიტალიზაცია 36,8 მლრდ-ს, ხოლო  S&P-ის კი  - 82,1 მლრდ. დოლარს შეადგენს. შერწყმასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პერიოდში  IHS Markit-ის აქციების ფასი 5,3%-ით გაიზარდა, ხოლო S&P Global-ის 0,6%-თ შემცირდა.


IHS Markit  2016 წელს, კომპანიების IHS-ს და  Markit-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობაა ფინანსური ბაზრების მონაცემების მონიტორინგი და შეგროვება. IHS Markit-ის პროგრამულ უზრუნველყოფას უოლ-სტრიტის მსხვილი ბანკები და ფინანსური კომპანიები აქციების და ობლიგაციების ბირჟაზე განთავსებისთვის იყენებენ.

 

კომპანია ასევე ტრანსპორტის და ენერგეტიკის დარგში მონაცემების აგროვებს და აანალიზებს.

 

S&P Global-ის სპეციალიზაციაა ფინანსური სექტორისთვის ბიზნესის სხვადასხვა დარგებზე ინფორმაციის მიწოდებაა. კომპანია სარეიტინგო სააგენტო S&P-ს მფლობელი და ინდექს Dow Jones-ის ერთ-ერთი აქციონერია.


 

სექტემბრის ბოლოს IHS Markit-მა მე-3 კვარტალში შემოსავლის შემცირების და მოგების ზრდის შესახებ განაცხადა, რაც დაკავშირებულია მისი კლიენტი-კომპანიების რეაბილიტაციის სხვადასხვა ტემპებთან. ყველაზე მეტად დაზარალდა განყოფილება, რომელიც ინფორმაციას ენერგეტიკულ კომპანიებს და რითეილერებს აწვდის.


S&P-ს შემოსავალი მე-3 კვარტალში 9%-ით გაიზარდა და ეს ყველა მიმართულებას, პირველ რიგში კი კომპანიის უმსხვილეს ბიზნესს, სარეიტინგო სააგენტოს შეეხო. თუმცა, შემოსავლის ზრდის მიუხედავად, მოგება 2019 წელთან შედარებით 50%-ით შემცირდა.

 

თუ S&P Global-ს და IHS Markit-ის შერწყმა შედგება, ეს 2020 წლის უმსხვილესი გარიგება იქნება და ფინანსური თვალსაზრისით ის ორ დაგეგმილ სხვა შეთანხმებას გაუსწრებს  - ამ დროისთვის NVIDIA -ს & Arm Holdings-ის და Nippon Telegraph & Telephone  და მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის შერწყმა მზადდება. ორივე გარიგების ღირებულება 40-40 მლრდ. დოლარია.

 

მთლიანობაში 2020 წელს შერწყმების მსოფლიო ბაზარი 12%-ით შემცირდა, ხოლო აშშ-ში ვარდნამ 28% შეადგინა. ამის მიზეზი პანდემია გახდა, რომელმაც ყველა კომპანია უკვე არსებული ბიზნესების შენარჩუნებაზე და განვითარებაზე კონცენტრირება აიძულა.

 

ისევე, როგორც წინა წლებში, გარიგებებში ყველაზე აქტიურია მაღალი ტექნოლოგიების სექტორი - წლის მანძილზე ამ დარგში 669 მლრდ. დოლარის შერწყმა მოდა.

 

წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი მსხვილი გარიგების შესახებ  - კერძოდ, Salesforce-მა 17 მლრდ.  დოლარად სერვისი Slack 17 მლრდ. დოლარად იყიდა.

 

 სავარაუდოდ, ეს მაღალი ტექნოლოგიების სექტორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგება იქნება.

 

 

wsj.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
S&P Global



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up