The Valuable 500 - ინიციატივა, რომელიც სამუშაო სივრცეში ინკლუზიურობის ხარისხის ზრდას ისახავს მიზნად

The Valuable 500 - ინიციატივა, რომელიც სამუშაო სივრცეში ინკლუზიურობის ხარისხის ზრდას ისახავს მიზნად

access_time2020-12-08 11:15:23

საერთაშორისო ასოციაცია The Valuable 500 აღმასრულებელ დირექტორთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებასა და ბიზნეს სექტორში ინტეგრაციის პროცესში.

 

კამპანიის სათავეში სოციალური მეწარმე და აქტივისტი, ქეროლაინ ქეისი დგას, რომელმაც 2019 წელს გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ The Valuable 500-ის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების    საკითხის კომპანიების დღის წესრიგში მოხვედრა წარმოადგენს.

 

“გავლენიანი ბიზნესლიდერებისა და ბრენდების ჩართულობით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ინკლუზიური გარემო, რომელიც 1.3 მილიარდ ადამიანს მისცემს საშუალებას, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი ბიზნეს, სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში”, - თქვა ქეროლაინ ქეისიმ.

 

კამპანია 2021 წლის იანვრამდე 500 ნაციონალური და მულტინაციონალური კომპანიის პროექტში ჩართვას ისახავს მიზნად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

“მსოფლიოს მასშტაბით არსებული კომპანიების მხოლოდ 4% ცდილობს შექმნას ინკლუზიური გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  ჩვენ გვჯერა, რომ ბაზრის მნიშვნელოვანი აქტორების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება ბიზნეს გარემოში პოზიტიური ცვლილების განხორციელება”, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

 


ამჟამად, კამპანიაში 366 ორგანიზაცია და აღმასრულებელი დირექტორი მონაწილეობს. მათ შორის არიან ისეთი კორპორაციები, როგორებიცაა: Google, Microsoft, Coca-Cola, Adobe, BBC, Barclays, KPMG, Hilton, და სხვა.

 

გასულ კვირას მათ რიცხვს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც” შეუერთდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ანდრე კალანცოპოლოსის განცხადებით, PMI-ს მიერ ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღება კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს კომპანიაში ინკლუზიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნის პროცესში.

 

“გლობალურ კორპორაციებს, რომლებიც მსოფლიოში ბიზნეს ამინდს ქმნიან, აქვთ შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე იმით, რომ შექმნან თანასწორი სამუშაო გარემო. ამ კომპანიების რიცხვს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც” მიეკუთვნება. ინიციატივაზე ხელის მოწერის შედეგად ჩვენ შევუერთდით გლობალურ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინკლუზიური სამუშაოგარემოს შექმნას. ეს არის თანასწორი საზოგადოების მიღწევისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, - განაცხადა ანდრეკალანცოპოლოსმა.


“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” მიზნად ისახავს, შექმნას ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ინკლუზიური გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს და დასაქმებულებს განსხვავებული გამოცდილებითა და ისტორიებით სავსე გარემოს შესთავაზებს.

 

“მიგვაჩნია, რომ ამ ინიციატივაში ჩართულობა  სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი კომპანიისთვის, რადგან შესაძლებლობას მოგვცემს, მოვიზიდოთ უფრო მეტი ნიჭიერი ადამიანი, მათი განსხვავებული პერსპექტივებითა და ცხოვრებისეული გამოცდილებებით. შედეგად, საშუალება გვექნება უფრო მეტი კრეატიულობა და ინოვაცია შემოვიტანოთ სამუშაო სივრცეში და მივაღწიოთ ჩვენს უმთავრეს მიზანს - შევქმნათ უკვამლო მომავალი”, - განაცხადა ანდრეკალანცოპოლოსმა.

 

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში PMI სამ ძირითად ინიციატივას განახორციელებს: პირველ რიგში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპანიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ადამიანების ინტეგრაციის პროცესზე იქნება პასუხისმგებელი და ხელს შუწყობს კომპანიაში ცნობიერების ამაღლებას. ასევე, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ გეგმავს შიდა და გარე კომუნიკაციების ტექნოლოგიების დახვეწას და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მესამე ინიციატივის შედეგად კი მოხდება კომპანიაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ინდივიდს ექნება საკუთარი გამოცდილების თავისუფლად გაზიარების შესაძლებლობა. 

 

 

(R)

თეგები:
The Valuable



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up