The Times: ჩინეთი მსოფლიო ბატონობასთან ახლოსაა

The Times: ჩინეთი მსოფლიო ბატონობასთან ახლოსაა

access_time2020-10-28 19:15:03

ჩინეთი მსოფლიო ბატონობასთან ძალიან ახლოსაა და ევროპამ ეს ახალი რეალობა კარგად უნდა გაიაზროს - მიიჩნევს გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი გერჰარდ შინდლერი.

 

მისი თქმით, ამ სიტუაციაში ბერლინმა პეკინზე სტრატეგიული დამოკიდებულების დონე უნდა შეამციროს და სხვა ზომებთან ერთად 5G-ქსელთან ჩინურ Huawei-ის წვდომა დაუკეტოს.

 

ბოლო დრომდე გერმანიის მთავრობა ჩინეთის მიმართ მკვეთრი განცხადებისგან თავს იკავებდა და ეს გასაგებიცაა  - ბერლინი საქმიან ურთიერთობების უფრთხილდება, ჩინეთი ხომ ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა, ბოლო პერიოდში გერმანიის ტონი შეიცვალა - განსაკუთრებით, იმის შემდეგ, რაც ჩინეთმა ჰონკონგში რეპრესიების მანქანა აამუშავა - ამბობს შინდლერი.

 

ყოფილი მზვერავი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მერკელის მთავრობა გადაწყვეტს - გაიზიარებს თუ არა ბრიტანეთის მიდგომას, რომელმაც Huawei-ს საქმიანობა სამეფოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად შეზღუდა იმის გამო, რომ ამ ტექნოლოგიურ გიგანტს ჩინეთის მთავრობასთან ზედმეტად მჭიდრო კავშირები აქვს.

 

შინდლერი ასევე ყურადღებას ამახვილებს პეკინის აგრესიურ პოლიტიკაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მის ეკონომიკურ ექსპანსიაზე აფრიკაში და „ახალ აბრეშუმის გზაზე“, რომლის ინფრასტრუქტურაც მთელს ევრაზიას მოიცავს.

 


ჩინეთი ძალიან ჭკვიანურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, თუმცა თანმიმდევრულად მოქმედებს და სამწუხაროდ, ევროპაში ამაზე არავინ რეაგირებს. ჩვენს დამოკიდებულებაში ჩინეთისადმი საქმიანი ურთიერთობები დომინირებს და ეს მიდგომა გადასახედია - თვლის შინდლერი.

 

დაზვერვის ყოფილი უფროსის აზრით, არის დარგები, სადაც ევროპის დამოკიდებულება ჩინეთზე დაუშვებლად მაღალია - მაგალითად,  ავტომრეწველობაში. ვითარება ამ სექტორში აშკარად შესაცვლელია , რადგანაც ეს დამოკიდებულება  ყოველწლიურად არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება.

 

შინდლერი ასევე მიიჩნევს, რომ დასავლეთმა საკუთარი მაღალი ტექნოლოგიები უფრო ძლიერად, და ასევე ჩინეთისგან დამოუკიდებლად უნდა განავითაროს. ერთ დროს ჩინეთი ტექნოლოგიების თვალსაზრისით აუთსაიდერი იყო, დღეს კი - პირველ რიგებშია, და დიდწილად ეს ისევ დასავლეთის დამსახურებაა.

 

დღეს პეკინის ეს ტექნოლოგიური ზრდა ევროპას პრობლემებს უქმნის.

 

ტექნოლოგიების თვალსაზრისით Huawei ევროპელ და ამერიკელ კონკურენტებს იმდენად უსწრებს, რომ ჩვენ არც კი ვიცით, რა იქნება ჩადებული მათ მიერ შექმნილ 5G-ის ქსელებშიადვილი შესაძლებელია, რომ მასში პეკინში ინფორმაციის გადაქაჩვისთვის საიდუმლო არხები ჩაიდოს. მთელი ჩვენი სახელმწიფო თუ სამრეწველო საიდუმლოები ჩინეთის დაზვერვის ხელში მოხვდება ისე, რომ ამის შესახებ ვერც გავიგებთ. თანაც, ამას საკუთარი ხელებით გავაკეთებთ - წუხს გერჰარდ შინდლერი.

 

მისი თქმით, Huawei-სთვის ქსელების შექმნის მინდობა იგივეა, რომ „ორთქლის ძრავების ინჟინერს შიდა წვის ძრავის ექსპერტიზა მიანდო. თავიდანვე ნათელია, რომ პასუხი მიკერძოებული იქნება“ - მიიჩნევს გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი.

 

www.thetimes.co.uk


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up