The Times: ბრიტანეთში შოპინგი მხოლოდ კოვიდ-პასპორტით იქნება შესაძლებელი

The Times: ბრიტანეთში შოპინგი მხოლოდ კოვიდ-პასპორტით იქნება შესაძლებელი

access_time2021-04-08 20:00:47

ბრიტანეთში ახალი შეზღუდვის შემოღებაზე მსჯელობენ. ამჯერად საუბარი იმაზე მიმდინარეობს, ქვეყანაში მაღაზიებში შესვლა შესაძლებელი მხოლოდ კოვიდ-სერტიფიკატების მქონე ადამიანებისთვის გახდეს თუ არა.


პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ მთავრობა სულ უფრო მეტად მზადაა იმისთვის, რომ შიდა კოვიდ-სტატუსი შემოიღოს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ნაწილს შეეხება.


ბრიტანეთის მცირე ბიზნესის საკითხებში მინისტრმა პოლ სკალიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიდის ამ საკითხის შესწავლა.


„სავარაუდოდ ცნობა ვაქცინაციის ან გადატანილი დაავადების შემდეგ ანტისხეულების შესახებ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ადამიანი ყველგან შევიდეს, სადაც მას სურს“, - განაცხადა მან.


ოპოზიცია ამ ზომის წინაამღდეგია. ლეიბორისტული პარტიის წევრი, ჯანდაცვის ჩრდილოვანი მინისტრი ჯონატან ეშფორტი ამბობს, რომ შეთავაზებული ზომები თავისუფალი საზოგადოებისთვის მიუღებელია.


„როდესაც მოქალაქეს იმისთვის, რომ მან მაღაზიაში შარვალი იყიდოს, ვაქცინაციის ცნობს სთხოვენ. არამგონია ეს სამართლიანი იყოს. პირიქით, ეს ნამდვილი დისკრიმინაციაა და ჩვენ ამას ხმას ვერასდროს მივცემთ“, - მიიჩნევს ის.



არც მმართველ კონსერვატიულ პარტიაშია ერთიანი პოზიცია. 40 დეპუტატი-კონსერვატორი ინიციატივის მიღებაზე უარს ამბობს, შესაბამისად, არის იმის შანსი, რომ ლეიბორისტების და მეამბოხე-კონსერვატორების ხმები ამ კანონპროექტის ჩასაგდებად საკმარისი აღმოჩნდეს.


ამ საკითხთან დაკავშირებით კორონა-სკეპტიკოსებიც გააქტიურდნენ. ლოკდაუნის მოწინააღდეგეთა ჯგუფის Covid Recovery Group- ის ლიდერის მაიკ ჰარპერის თქმით, ამ კანონის ამოქმედების შემთხევაში ბრიტანეთი ორ ნაწილად გაიყოფა და მათ შორის ერთი ნაწილის სამოქალაქო უფლებები უხეშად დაირღვევა.


საერთაშორისო მასშტაბში, როგორც ჩანს კოვიდ-პასპორტები გარკვეული პერიოდით ტურიზმის განუყოფელი ნაწილი გახდება. ქვეყნის შიგნით მთავრობა მიიჩნევს, რომ კოვიდ-სერტიფიკატების სისტემის ამოქმედება მასობრივი ღონისძიებების, თეატრების, ღამის კლუბების მუშაობის, ფესტივალების და სპორტული შეჯიბრებების ჩატარების აღდგენაში დაეხმარება.


ამ ეტაპზე სერტიფიკატების გამოყენება პაბებში არ იგეგმება, თუნდაც იმიტომ, რამდენიმე დღეში მათი მუშაობა ჯერ მხოლოდ ღია ვერანდებზე განახლდება. თუმცა, იმის შემდეგ, რაც რესტორნები და ლუდხანები შიდა სივრცეებშიც გადავლენ (ეს 16 მაისს მოხდება), შესაძლოა, მათ სერტიფიკატების სისტემა შესთავაზონ. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ თავად პაბების და რესტორნების მფლობელები ამ სისტემის დანერგვაში დაინტერესებულები არიან. ეს მათ მუშაობას უფრო უსაფრთხოს გახდის და ამიტომაც, მეტი კლიენტების მოზიდვაში დაეხმარება.


თუმცა, ეს მარტივი საკითხი არაა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაცია ბრიტანეთში არცთუ ისე მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.


ბევრი ახალგაზრდა ადამიანისთვის ვაქცინაციის ჯერი უკეთეს შემთხვევაში ივლისში მოვა, ასევე არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც ვაქცინაცია დაუშვებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამიტომაც ვაქცინაციის სერტიფიკატთან ერთად მის ეკვივალენტად 2-3 დღის წინ გაკეთებული უარყოფითი PSR-ტესტიც ჩაითვლება.


გარდა ამისა, იმათთვის, ვინც ვაქცინაციაზეც და ტესტირებაზეც უარს განაცხადებს, დადგინდება ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კოვიდ-სერტიფიცირების სისტემა არ იმოქმედებს, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავადმყოფოები და სასურსათო მაღაზიები.


ბოლო თვეებში ბრიტანეთში დამსაქმებლები თავიანთი თანამშრომლებისგან ვაქცინაციის გავლას ითხოვენ. მთავრობაში ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო აცრის შემოღების საკითხიც განიხილება.


thetimes.co.uk

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
შოპინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up