The Times: ბაიდენი და მერკელი გაზის უკრაინულ ტრანზიტს იცავენ

The Times: ბაიდენი და მერკელი გაზის უკრაინულ ტრანზიტს იცავენ

access_time2021-07-19 19:00:29

აშშ-ის პრეზიდენტო ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს მისგან მტკიცე განაცხადების გაკეთებას მოითხოვდა იმის თაობაზე, რომ ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რადიკალური ქმედებებისკენ არ უბიძგებს.

 

თავად ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ამ გაზსადენის წინაამღდეგ სანქციების გაფართოვებაზე უარი განაცხადა და ამით „გაზპრომს“ პროექტის დასრულების შესაძლებლობა მისცა. და ეს მაშინ, როდესაც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი მშენებლობის შეჩერებას ცდილობდა და ახერხებდა კიდეც.

 

9,5 მლრდ. ევროს ღირებულების პროექტის მიზანი, საბოლოო ჯამში, ევროპაში რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით ტრანსპორტირებაა, რაც უკრაინას როგორც ფინანსურ, ასევე უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვნად დააზარალებს.

 

ეს უკრაინისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგანაც ქვეყნის ბიუჯეტი ამ ტრანზიტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.  პროექტის ამერიკელი მოწინაამღდეგეები ვარაუდობენ, რომ  ახალი გაზსადენის ამუშავება გაზრდის იმის ალბათობას. რომ პუტინი უკრაინული ტრანზიტს კიევზე და სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით შეაჩერებს.

 

ამერიკა უკრაინაზე რუსული ზეწოლის შემცირებას ცდილობს, თუმცა, ამავე დროს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს  შეჩერებაზე უარის თქმით, მოსკოვს ახალ, ბევრად უფრო ძლიერ ბერკეტებს აძლევს. ამის წინაამღდეგ არა მხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ პრეზიდენტის თანაპარტიელი-დემოკრატების ნაწილიც გამოდის.

 

რამდენიმე დღის წინ, ბაიდენთან შეხვედრამდე, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ გაზსადენი სექტემბერში ამოქმედდება და ეს უკრაინის უსაფრთხოებას ემუქრება.


 

თავის დროზე ბაიდენმა ამ პროექტს „ევროპისთვის ცუდი გარიგება“ უწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მის წინაამღდეგ ახალი სანქციები მაინც არ შემოიღო - მისი აზრით, ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა აშშ-ს და ევროპის ურთიერთობებისთვის.

 

ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ მერკელმა აღიარა, რომ გერმანიას და რუსეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხში უთანხმოებები მართლაც არსებობს, მაგრამ ამავე დროს უკრაინის ინტერესების დაცვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

„ჩვენ რუსეთზე და უკრაინაზე ვისაუბრეთ, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე. ჩვენ განსხვავებულად ხედვას იმის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს გაზსადენის ამოქმედებას, მარგამ ამავე დროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინა გაზის სატრანზიტო ქვეყანად უნდა დარჩეს“, - განაცხადა კანცლერმა.

 

მისი თქმით, ევროპა მზადაა იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის ამ უფლებას პატივს არ სცემს.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“  - დამატებითი პროექტია და არა უკრაინული ტრანზიტის შემცვლელი“, - მიიჩნევს მერკელი.

„ჩემი პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით კარგადაა ცნობილი. კარგი მეგობრები შეიძლება ერთმანეთს ზოგჯერ არ დაეთანხმონ, მაგრამ მე პრეზიდენტი რომ გავხდი, ეს პროექტი 90%-ით დასრულებული იყო და სანქციების შემოღებას აზრი არ ჰქონდა, საჭირო იყო კანცლერთან მუშაობა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ორივე მხარე ერთობლივად განიხილავს პრაქტიკულ ზომებს, რომელთა მიღება  შესაძლებელია იმისთვის, რომ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

 

thetimes.co.uk

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up