The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

access_time2020-05-24 16:00:00

 

ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.

 

მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.

 

მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს. დღეს ინფექციის ეპიცენტრი აღმოსავლეთში გადავიდა, და ეპიდემია რუსეთს, უკრაინას, ბელორუსიას, და ყაზახეთს უტევს.

 

„ეს დრო ქვეყნებმა ჭკუით უნდა გამოიყენონ, ჯანდაცვის სისტემები გააძლიერონ, და სიმძლავრეები საავადმყოფოებში მაქსიმალურად გაზარდონ. პირველები ამას იაპონია და სინგაპური მიხვდნენ, ამ გზით ასევე სკანდინავიის ქვეყნები მიდიან. ისინი კორონავირუსის მეორე ტალღას არ გამორიცხავენ, მაგრამ მისი ლოკალიზების და ვირუსთან სწრაფად გამკლავების იმედი აქვთ“ - განაცხადა პროფესორმა.

 

ის ასევე მეორე ტალღის სხვა დაავადებებთან - მაგალითად, სეზონურ გრიპთან - შესაძლო დამთხვევას არ გამორიცხავს.


 

„ეს დიდი პრობლემა იქნება -პარალელურად კორონავირუსის და გრიპის ეპიდემია ცალკე აღებულ ამ დაავადებებთან შედარებით გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს“ - შიშობს კლიუგე.

 

ბევრი მეცნიერი-მედიკოსი, მაგალითად, ბრიტანეთის მთავარი სანიტარული ექიმი კრის უიტი, მიიჩნევს, რომ  კორონავირუსის მეორე ტალღა პირველზე საშიში და მომაკვდინებელი იქნება - მაგალითად მას მოჰყავს 1918-1920 წლებში „ესპანური გრიპის“ ეპიდემია, რომელმაც ევროპას და ამერიკას ორი ტალღით დაარტყა, თანაც მეორე პირველზე გაცილებით  უფრო ძლიერი იყო.

 

„აღმოსავლეთ ევროპაში და აფრიკაში რა მოგველის? შესაძლებელია, რომ მეორე ტალღა განსაკუთრებით ძლიერი იმ ქვეყნებში იქნება, სადაც პირველმა ტალღამ შედარებით მარტივად ჩაიარა. ისინი სულ ამბობენ - „ჩვენთან ისე არაა, როგორც იტალიაში“, და სწორედ ისინი არიან მეორე დარტყმის მხრივ ყველაზე დიდ საფრთხეში. ყველას დიდი ყურადღება გვმართებს“ - მიიჩნევს ის.

 

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ევროპაში ბევრი ქვეყანა დანგრეული ეკონომიკების და ნორმალური ცხოვრების აღდგენას იწყებენ - მაგალითად, გერმანიის რამდენიმე რეგიონში რესტორნები იხსნება, საფრაგნეთში და ესპანეთში თავისუფალი გადაადგილების უფლება აღდგა, იტალიაც კი, საზღვრების გახსნაზე ფიქრობს.

 

თუმცა, ეფექტური მკურნალობის არარსებობის პირობებში, კარანტინის მოხსნა ჯანდაცვის განსაკუთრებული ზომების დაცვით, და დიდი სიფრთხილით  უნდა  მოხვდეს.

 

„პანდემიამ დაგვანახა, რომ ამიერიდან ადამიანების ჯანმრთელობა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. იქ, სადაც არაა ჯანმრთელობა - არც ეკონომიკას არის. ეს გაკვეთილია, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს“  - განაცხადა ჰანს კლიუგემ.

 

 


თეგები:
The Telegraph



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up