The Telegraph: მოსკოვის აქტიურობა ევროკავშირს მინსკის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაში ხელს უშლის

The Telegraph: მოსკოვის აქტიურობა ევროკავშირს მინსკის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაში ხელს უშლის

access_time2020-08-18 18:15:45

ბელორუსია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ,  ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბწესით ევროკავშირის მხრიდან მისი ხელმძღვანელების მიმართ მკაცრი სანქციების შემოღების მიზეზი უნდა გამხდარიყო.

 

თუმცა,  ბრიუსელი ხისტ ქმედებებზე გადასვლას არ ჩქარობს - თეორიულად ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების შემოღებაზე ზოგადად შეთანხმდნენ, მაგრამ ეს - მხოლოდ თეორიულად.

 

ევროპის მკაცრი ტონი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ შესაძლოა შერბილდეს დასავლეთთან ბელორუსიის დაახლოების და რუსეთის ზრდადი და სულ უფრო საშიში გავლენის შემცირებისთვის.

 

ევროპა რთული არჩევანის წინაშე დგას  - თუ ლუკაშენკო ზომაზე მეტად დაისჯება - ის პუტინის კიდევ უფრო ახლო მეგობარი გახდება, ხოლო მოსკოვის გავლენა მინსკზე საშიშ მასშტაბებს მიაღწევს.

 

ბრიუსელში ყოველთვის იმედოვნებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კარი დასავლეთისკენ მუდმივად ღია იქნება, ლუკაშენკო ერთხელაც სინათლეს დაინახავს, და საკუთარ ქვეყანას მისი მიმართულებით წაიყვანს.

 

ეს იმედები ათწლეულებია არსებობს, თუმცა, უშედეგოდ...

 

ბრიუსელი ლუკაშენკოსთან დიალოგის შენარჩუნებას ყოველთვის ცდილობდა და ეს შესაძლოა პრიორიტეტად დარჩეს.


 

დასავლეთში ასევე შიშობენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის კრახმა შესაძლოა რუსეთის პირდაპირი ჩარევა გამოიწვიოს. უკრაინაში მომხდარი ძალაუფლების  ქაოტური ცვლა, რომლის დროსაც პრორუსული ხელისუფლება პროდასავლურით შეიცვალა,  პუტინისთვის ყველაზე არასასურველი ვარიანტია.

 

არის ალბათობა, რომ მან ბელორუსიაშიც ნებისმიერ ფასად ამის თავიდან აცილება სცადოს.

 

რუსეთის ღია ჩარევა და არასტაბილურობა ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან - ისაა, რაც ევროპას დღეს ყველა ნაკლებად უნდა.

 

კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ სანქციების შემოღებას ევროკავშირის წევრებს შორის ერთსულოვნება სჭირდება, ის კი ჯერ  არ არსებობს. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, და გერმანია სანქციების დაწესებას ითხოვენ, თუმცა, ეს გეგმები შესაძლოა უნგრეთმა ჩაშალოს.

 

ბუდაპეშტი ლუკაშენკოს საქციელით ევროპელების აღშფოთებას სრულად იზიარებს. და ზოგადად სანქციების წინაამღდეგი არაა, თუმცა, მიიჩნევს რომ სანქციები კონტრპროდუქტიულია, ყველაზე მეტად ბელორუს ხალხს დააზარალებს და რუსეთის გავლენას ქვეყანაში გაზრდის.

 

ამ არგუმენტს ევროპის დედაქალაქებში გარკვეული წონა აქვს.

 

თუმცა, სისასტიკის მასშტაბმა, რომელიც ლუკაშენკოს თავისი ხალხის წინაამღდეგ გამოავლინა და მასიურმა ელექტორალურმა თაღლითობამ შესაძლოა ევროკავშირის ბელორუსი ლიდერის მიმართ რბილი თამაშის შესაძლებლობა წაართვას.

 

არაა გამორიცხული, რომ ევროპელი ლიდერებმა ჩათვალონ, რომ კონტინენტზე ასეთ დიქტატორს მეტს ვერ აიტანენ.

 

telegraph.co.uk


მომაზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up