The Telegraph - ბიძინა ივანიშვილი COVID-19-თან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი დონორია

The Telegraph - ბიძინა ივანიშვილი COVID-19-თან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი დონორია

access_time2020-04-29 11:18:25

„ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია“ - წერს გამოცემა The Telegraph სტატიაში სათაურით „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.


„მიუხედავად მსოფლიოს ზოგიერთი ფილანთროპის მიერ ექვს და შვიდნიშნა შეწირულობისა, სულ მოსახლეზე შეფარდებით კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, არც კი გსმენიათ. 64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს“ - წერს სტატიის ავტორი, გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი.


ავტორის თქმით, ხსენებულ სიაში, CIA World Factbook-ის ერთ სულ მოსახლეზე გათვლებისა და შენატანების შესახებ Forbes-ის მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, მეტსახელად Twiggy, რომელმაც გაიღო 25,5 მილიონი დოლარი, ანუ 3,93 დოლარი სულ მოსახლეზე. მესამე ადგილზეა Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.


„Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა, რომელთა შენატანი 255 მილიონ დოლარს შეადგენს, სიაში მე-9 ადგილზე არიან. მას მოყვება Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და ტექნოლოგიური კომპანიის Dell Inc მფლობელი მაიკლ დელი (100-100 მილიონი დოლარი). დონორების სიაში მხოლოდ 2 ბრიტანელია: Bet365-ის დამფუძნებელი დენის კოუტსი (12,6 მილიონი დოლარი) და ვესტმინსტერის ჰერცოგი (15 მილიონი გირვანქა სტერლინგი). ქალები სიაში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ლინ შუსტერმანითა და მისი ქალიშვილი - სტეისით, რომლებიც როტშილდის დინასტიის შთამომავლები არიან და ამჟამად ხელმძღვანელობენ ნავთობისა და გაზის კომპანიას Samson Energy-ს“ - ნათქვამია სტატიაში.



როგორც ავტორი აღნიშნავს, ისინი არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.



წყარო: The Telegraph




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up