The Telegraph: 2050 წლისთვის ბრიტანეთი ევროპაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფო გახდება

The Telegraph: 2050 წლისთვის ბრიტანეთი ევროპაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფო გახდება

access_time2017-03-08 20:30:45

21-ე საუკუნის შუა პერიოდში გერმანია და საფრანგეთი დაკარგავენ ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნების სტატუსს და მას ბრიტანეთს დაუთმობენ. ამისთვის სამეფოს აქვს 2 საფუძველი - 1976 წლიდან ბრიტანეთში იბადება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე კვდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 65 მლნ.-ს. ხოლო 2045 წელს ის გაიზრდება 76 მლნ.-მდე.

 

სიცოცხლის ხანგძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია ჯანდაცვის მაღალ ხარისხზე და ცხოვრების უფრო ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე. სავარაუდოდ, 2015 წელს დაბადებული გოგოები საშუალოდ იცხოვრებენ 82,8 წელს, ბიჭები - 79,1-ს. ეს ნიშნავს, რომ 2045 წლისთვის 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობა მიაღწევს მთლიანი მოსახლეობის მესამედს.


ამჟამად ბრიტანეთი იკავებს ევროპში მესამე ადგილს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გერმანიის და საფრანგეთის შემდეგ, თუმცა მოსახლეობის ზრდის შედეგად 2050 წელს ბრიტანელების რაოდენობა მიაღწევს 77 მლნ. ადამიანს და ამ მაჩვენებლით გაერთიანებული სამეფო დაიკავებს ევროპაში პირველ ადგილს.

 

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სიცოცხლის ხანძლივობის ზრდის გამო, ქვეყანაში შემცირდება შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების რაოდენობა.

 


მოსახლეობის ზრდაზე ასევე მოქმედებს იმიგრაცია. 2015 წელს ბრიტანეთში საცხოვრებლად გადავიდა 631 500 ადამიანი, ხოლო ქვეყანა დატოვა 250 000-მა ბრიტანელმა. საშუალოდ, 2005-2015 წლებში ქვეყნის მოსახლეობის ზრდამ შეადგინა 250 000 ადამიანი წელიწადში - აქედან მხოლოდ 50 000 მოდის ბუნებრივ ზრდაზე, 200 000 - იმიგრანტებზე.

 

მოსახლეობის ზრდას აქვს დადებითი გავლენა ეკონომიკაზე, რადგანაც იზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა, თუმცა ამავე დროს, ის ახდენს მძიმე ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე. 2016 წელს შრომისუნარიანი ასაკის 1000 მოქალაქეზე მოდიოდა 308 პენსიონერი, 2037 წელს - უკვე იქნება 365.

 

„მოსახლეობის ზრდა ნიშნავს იმას, რომ იქნება ნაკლები შრომისუნარიანი ადამიანი და მეტი საპენსიო ასაკის. ამავე დროს, ის იწვევს შრომითი რესურსების ზრდას, ასევე ზეწოლას უძრავი ქონების, ჯადაცვის და განათლების სისტემებზე" - აცხადებენ ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

 

 

ავტორი: The Telegraph



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up