The Sunday Times-მა დაასახელა რუსი ბიზნესმენები რომლებიც შესაძლოა Brexit-ს აფინანსებდნენ

The Sunday Times-მა დაასახელა რუსი ბიზნესმენები რომლებიც შესაძლოა Brexit-ს აფინანსებდნენ

access_time2019-11-11 23:15:06

გაზეთმა The Sunday Times დაასახელა რუსული წარმოშობის ბიზნესმენები, რომლებიც ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის მიერ რუსეთის მხრიდან ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში ფიგურირებენ.

 

კომიტეტის წევრებმა ანგარიშის მომზადების პროცესში გამოკითხეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ასევე დაინტერესდნენ Brexit-ზე გამართულ რეფერენდუმში რუსი ბიზნესმენების შესაძლო ჩარევის შესახებ.

 

The Sunday Times-ის ცნობით, ჩამონათვალში მყოფი ყველა ადამიანი მნიშვნელოვნად დაეხმარა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მმართველ პარტიას. სიაში სულ 10 ადამიანია, თუმცა გაზეთმა მხოლოდ სამი დაასახელა:

 

ალექსანდრ ტემერკო - 1990-იან წლებში ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და დაკავებული იყო სამხედრო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფით. მოგვიანებით ის ნავთობკომპანია ЮКОС-ის ხელმძღვანელობაში იყო. მიხეილ ხადარკოვსკის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, სადაც ის თაღლითობაში იყო ეჭვმიტანილი, ტემერკომ რუსეთი დატოვა. 2011 წლიდან ის ბრიტანეთის მოქალაქეა, ბორის ჯონსონს კი ახლო მეგობრად მოიხსენიებს. ბოლო 7 წლის განმავლობაში ტემერკომ კონსერვატიულ პარტიას 1.2 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესწირა.


 

ლუბოვ ჩერნუხინა - რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციის (VEB.RF) ხელმძღვანელის მეუღლე. გაზეთის ცნობით, ლუბოვ ჩერნუხინამ ბორის ჯონსონთან და დევიდ კემერონთან გოლფის სათამაშოდ 161 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ასეთი თამაშები ბრიტანეთში შემოწირულობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ასევე მან ხუთი წლის განმავლობაში 514 ათასი ფუნტი სტერლინგი შესწირა კონსერვატიულ პარტიას (ეს ადრეც იყო ცნობილი), ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან პარტიას გასულ წელს 450 ათასი ფუნტი შესწირა.

 

ალექსანდრ ლებედევი - უმსხვილესი ინვესტორი და რუსული მედიასაშუალება "ახალი გაზეთის" კერძო აქციონერი, ასევე ფლობს გაზეთებს Evening Standard-ი და Independent-ი. ანგარიშში წერია, რომ მისი ვაჟი ევგენი ლებედევი ხშირად ეპატიჟებოდა ბორის ჯონსონს იტალიაში თავის ციხე-სიმაგრეში. ბრიტანული მედია ხაზს უსვამს, რომ ლებედევი საბჭოთა კავშირის დროს კგბ-ში მუშაობდა.

 

ნოემბრის დასაწყისში ასევე ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ ბორის ჯონსონის მთავარ მრჩეველს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ.

 

წყარო: imedinews


თეგები:
The Sunday Times Brexit



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up