The Sunday Times: ჯეფ ბეზოსს და მარკ ცუკერბერგს უკვდავება სურთ

The Sunday Times: ჯეფ ბეზოსს და მარკ ცუკერბერგს უკვდავება სურთ

access_time2021-09-14 20:00:55

რას გააკეთებთ, თუ ისეთი მდიდარი ხართ, რომ შეგიძლიათ 100 წლამდე იცოცხლოთ და თქვენი ქონების მიზერული ნაწილიც კი ვერ დახარჯოთ? ალბათ იყიდით დროს. პირდაპირი გაგებით. Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „გაახალგაზრდავების“ კამპანიას უჭერს მხარს.



სტარტაპი სილიკონის ველიდან Altos Labs აპირებს დაადგინოს ადამიანის დაბერების მექანიზმი და ამის თავიდან არიდების შესაძლო გზები. ბეზოსი ერთადერთი მეწარმე არაა, რომელიც ასე შორს იყურება - Google-თან და Facebook-თან დაკავშირებული ადამიანები ასევე ინტერესდებიან სიკვდილით მანიპულირების ხელოვნებით.



რა არის ეს - კაცთმოყვარეობა და ალტრუიზმი, თუ სიკვდილის მოტყუების ამაო მცდელობა? 2016 წელს ბეზოსმა და PayPal-ის დამფუძნებელმა პიტერ ტილმა $116 მლნ ჩადეს სტარტაპში Unity Biotechnology, რომელიც დაბერების შეჩერებისთვის წამლების შექმნაზე მუშაობდა.



ამჯერად Altos Labs-ში ინვესტირებას რუსი მილიარდერი იური მილნერი გეგმავს.



წლების წინ სიცოცხლის გახანგრძლივების ინდუსტრია კვებითი დანამატებით, თმების ტრანსპლანტაციით, ბოტოქსით, სახის ძვირადღირებული მალამოებით ინტერესდებოდა. მაგრამ ბოლო წლების მანძილზე ხანგრძლივი სიცოცხლის ბიზნესმა ფარმაკოლოგიიდან მაღალ ტექნოლოგიებში გადაინაცვლა.



8 წლის წინ Google-ის დამაარსებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა $750 მლნ კვლევით კომპანია Calico Life Science-ში ჩადეს. კიდეც ერთი პროექტი - Chan Zuckerberg Initiative, რომელიც დააარსეს მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ პრისცია ჩანმა, 21-ე საუკუნის ბოლოს ყველა დაავადების პროფილაქტიკას ან მართვას გეგმავს.




იმის მიუხედავად, რომ კომპანიის დასახელებაში „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ არ ფიგურირებს, ცალსახაა, რომ საბოლოოდ მისი საქმიანობა, წარმატების შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად გაზრდის.



სიბერესთან მებრძოლი კომპანიის Youthereum Genetics-ის შემქმნელის იური დეიგინის თქმით, ბოლო ათწლეულის მანძილზე „სიბერის მკურნალობის“ ტექნოლოგიებში ბევრი სიახლე დაინერგა და ეს სექტორი აღმავლობას და ინვესტიციების ბუმს განიცდის.



ამ სფეროში ბევრი საინტერესო კვლევაა, რომელიც მეცნიერულ ფანტასტიკას უფრო მოგაგონებენ, ვიდრე მეცნიერებას - მაგალითად აბები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმიდან დაგროვილი ნაგავი გააქვს, პრეპარატები, რომლებიც ხანგრძლივი შიმშილობის ეფექტს ქმნიან, გენური თერაპია, უჯრედების გადაპროგრამირება და ა.შ.



დეიგინის აზრით, ერთ-ერთი ამ თეორიათაგან გარღვევას აუცილებლად მოახდენს და მისი აზრით კითხვა მხოლოდ ერთია - როდის მოხვდება ეს და რა იქნება გამოგონება, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს რადიკალურად შეცვლის.



და ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მილიარდერებს, რომლებიც უკვდავების რეცეპტს ეძებენ.



„მათ, მართლაც, ფულის გარდა დასაკარგი არაფერი აქვთ, ფული კი დიდი რაოდენობით შეიძლება დაკარგონ“, - მიიჩნევს დეიგინი.



წიგნის „როგორ დავხარჯოთ ტრილიონი“-ს ავტორი როუენ ჰუპერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოო მიზანი მიუღწეველი დარჩება, ახალი ტექნოლოგიები კაცობრიობას ძალიან გამოადგება, ისევე, როგორც ცივი ომის დროინდელმა შეიარაღების რბოლამ საბოლოო ჯამში კაცობრიობა სმარტფონების ტექნოლოგიამდე მიიყვანა.



„ჩვენ ვატარებთ უამრავ კვლევას უჯრედების ბიოლოგიის და გენეტიკის დარგში და ეს ძალიან ფასეული მასალაა. მაშინაც კი, თუ ის ვერ შექმნის - და ის ნამდვილად ვერ შექმნის სიცოცხლის ელექსირს, კაცობრიობას უამრავ სასარგებლო ტექნოლოგიას აჩუქებს“, - მიიჩნევს ჰუპერი.


thetimes.co.uk





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up