კრისტოფერ უოლასის, იგივე The Notorious B.I.G.-ის პლასტმასის გვირგვინი აუქციონზე რეკორდულ თანხად, $597,750-ად გაიყიდა.
გინესის რეკორდების ინფორმაციით, ჰიპ-ჰოპის საკულტო ფიგურის, The Notorious B.I.G.-ის გვირგვინმა ყველანაირი რეკორდი დაამყარა და გახდა ყველაზე ძვირადღირებული სამოსი/გვირგვინი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.
აღნიშნული ფოტო, სადაც „ბიგის“ გვირგვინი უკეთია 1997 წელს არის გადაღებული. აუქციონზე გვირგვინის გასაყიდ სავარაუდო თანხად $200,000-300,000-ს მოიაზრებდნენ, თუმცა შედეგმა ყველა გააოცა.
imedinews.ge