The New York Times: ჩინეთი ტაივანის მიკროსქემების წარმოებას უმიზნებს

The New York Times: ჩინეთი ტაივანის მიკროსქემების წარმოებას უმიზნებს

access_time2021-05-01 20:00:49

ამერიკის ავღანეთში და ერაყში წარუმატებელმა სამხედრო შეჭრამ, 2008-2009 წლების ფინანსურმა კრიზისმა, დღევანდელმა პანდემიამ და ამერიკის სამრეწველო ბაზის დანგრევამ ამერიკელების თვითდაჯერებულობა მნიშვნელოვნად შეარყიეს.



ასევე მსოფლიოს რწმენა და ნდობა ამერიკისადმი შესუსტდა და შედეგად ჩინეთი, რუსეთი და ირანი ვაშინგტონს საერთაშორისო არენაზე უპირისპირდება. ამ ვითარებაში ხშირად კითხვა ისმის - რამდენად ჰყოფნის შტატებს ენერგია, რესურსები და მოკავშირეები ახალი გეოპოლიტიკური შერკინებისთვის?

არის კი ამერიკა მზად მიიღოს გამოწვევა? რაც შეეხება აგრესიულ და სულ უფრო ნაციონალისტურ რუსეთს და ირანს, მათი აგრესიის შეჩერება გონივრულ ფასად და ტრადიციული მოკავშირეების მეშვეობით სრულიად შესაძლებელია.



თუმცა, ჩინეთი სულ სხვა საქმეა. პეკინი დღეს რეალურად ამერიკის სრულფასოვანი კონკურენტია სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი არსებობს - ჩინეთის მთავრობის და მაღალტექნოლოგიური კომპანიების ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ჩიპების და მიკროპროცესორების წარმოების აწყობა ვერ შეძლეს.



მაგრამ ჩინეთისგან სულ რამდენიმე კილომეტრში არის მსოფლიოში მიკროსქემების ყველაზე მსხვილი და მაღალტექნოლოგიური მწარმოებელი - Taiwan Semiconductor Manufacturing Company.



აშშ-ს კონგრესის კვლევითი ჯგუფის ინფორმაციით TSMC მსოფლიოში მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიების სამეულში პირველ ადგილს იკავებს -მე-2 და მე-3 პოზიციებზე Samsung და Intel არიან.



მიკროსქემების დამამუშავებლები, ისეთები, როგორც IBM, Qualcomm, Nvidia, AMD, და გარკვეულწილად Intel სადღეისოდ თავიანთი მიკროსქემების წარმოებისთვის სწორედ TSMC-ს და Samsung-ს იყენებენ.




თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის რომ 3 კომპანია, რომელიც TSMC-სთვის ინსტრუმენტებს და პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებენ - Applied Materials, Lam Research Corporation და KLA Corporation – სწორედაც ამერიკულია.



ასე რომ ამერიკას სერიოზული ბერკეტები გააჩნია იმისთვის, რომ TSMC-მა ჩინელების შეკვეთების შესრულება ვერ შეძლოს.



სწორედ ამიტომაც ჩინეთს დღეს ტაივანის დაპყრობა სურს, ამას არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული მოტივები გააჩნია - პეკინს სურს, რომ მიკროჩიპების წარმოებას მის ჯიბეში იყოს.


თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში ის, ვინც მიკროსქემების წარმოებას აკონტროლებს, ბევრი რამის გაკონტროლება შეუძლია.


ამიტომაც ბოლო წლებში ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის შესახებ სულ უფრო ხშირად საუბრობენ, თუმცა, ვაშინგტონს საკმარის ბერკეტები გააჩნია იმისთვის, რომ ეს საუბრები საბოლოოდ საუბრებად დარჩეს.


Nytimes.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up