„ტრანსანატოლური გაზსადენი“ (TANAP)- არის თურქეთის, აზერბაიჯანის, და საქართველოს მჭიდრო, და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი“ - წერს თურქეთის პრეზიდენტი სტატიაში -TANAP: მშვიდობის და რეგიონული თანამშრომლობის პროექტი“.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბოლო 2 ასწლეულის მანძილზე კონფლიქტების და ომების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ენერგორესურსების ხელში ჩაგდება.
„ამ კონფლიქტებმა ჩვენს რეგიონზე, მათ შორის თურქეთზე და საქართველოზე, ნეგატიური გავლენა მოახდინა. იმის მიუხედავად, რომ ორი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მარაგები დიდი არ არის. გარკვეული ძალების მხრიდან ენერგორესურსებზე კონტროლის დამყარებისთვის კონფლიქტების და წინაამღდეგობების გაჩაღების მცდელობებზე ყველაზე ღირსეული პასუხი გახდა გაზსადენ TANAP-ის პროექტი, რომელიც რეგიონში მშვიდობას და თანამშრომლობას ხელს შეუწყობს“ - წერს რეჯეფ ტაიპ ერდოგანი.
ის ასევე ყურადღებას სხვა წარმატებულ სამმხრივ პროექტებზე ამახვილებს.
„2006 წელს ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ამოქმედდა, 2007 წელს- გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი. სამივე ქვეყნის ძალისხმევამ ახალი პროექტის - ტრანსანატოლიური მილსადენის რეალიზება შესაძლებელი გახადა. პირველ ნაბიჯი იყო 2011 წლს 25 ოქტომბერს სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერა. გაზსადენი 3 წელიწადში აშენდა, აზერბაიჯანული გაზი კი მისი მეშვეობით თურქეთამდე 2018 წლის 12 ინვისისთვის ჩავიდა. 2019 წლის 30 ნოემბერს აღნიშნული გაზსადენის ევროპასთან დამაკავშირებელი მონაკვეთიც გაიხნა“ - წერს პრეზიდენტი.
თურქეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუვნელყოფის საქმეში გაზსადენი TANAP დიდ წვლილს შეიტანს.ერდოღანმა გაზსადენს „ენერგეტიკული დიდი აბრეშუმის გზა“ უწოდა.
წყარო: haqqin.az
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ