The New York Times: შესუსტებული იუანი ჩინურ წარმოებას უკვე პრობლემებს უქმნის

The New York Times: შესუსტებული იუანი ჩინურ წარმოებას უკვე პრობლემებს უქმნის

access_time2017-03-02 20:30:20

გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა კით ბრადშერის სტატია, რომლის თანახმად, ჩინეთის ეროვნული ვალუტა - იუანის საკითხი დღის წესრიგში დადგება ჩინელი კანონმდებლებისთვის, რომლებიც ამ დღეებში პეკინში იკრიბებიან მორიგ ყოველწლიურ ყრილობაზე. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა თავის წინასაარჩევნო კამპნიისას და შემდგომ, არაერთგზის გააკრიტიკა ჩინეთი იმის გამო, რომ პეკინი წლების განმავლობაში იყენებდა ხელოვნურად გაიაფებულ საკუთარ ვალუტას, რათა ამ გზით დახმარებოდა ჩინურ ბიზნესს და ამერიკისთვის მოეპარა სამუშაო ადგილები.

 

 

ამასთან დაკავშირებით, სტატიის ავტორი სწერს: "დონალდ ტრამპს ჯერ-ჯერობით არავითარი კონტრზომები არ მიუღია ჩინეთის წინააღმდეგ, რომელსაც ვალუტით მანიპულატორს უწოდებდა კამპანიის მსვლელობაში. ამასობაში, ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ თეტრი სახლის ადმინისტრაცია ჩინეთის სავალუტო პოლიტიკის სტანდარტულ შემოწმებას ჩაატარებს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ტრამპი მაინც აგრძელებს მწვავე რიტორიკას ჩინეთის მისამართით.

 


ინვესტორები და ეკონომისტები ელოდებინა, რომ საბაზრო ძალები კიდევ უფრო შეასუსტებს იუანს. ამის გამო, ჩინეთი დადგება საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე. თუკი პეკინმა დაუშვა მისი ვალუტის შესუსტება, საფრთხის წინაშე დადგება ვაშინგტონთან ურთიერთობა.

 


მეორე მხრივ, სუსტი ვალუტა დაეხმარება ჩინურ საწარმოებს. მიუხედავა ამისა, ეკონომისტები და ბიზნეს-წრეები ბოლო დროს აზრს იცვლიან - თუ სინამდვილეში რას ნიშნავს სუსტი იუანი ჩინური კომპანიებისთვის. ამბობენ, რომ სუსტი ვალუტა უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე სასარგებლო ჩინური წარმოებისთვის.
ჩინელი ჩინოვნიკები, რომლებსაც მკაცრი კონტროლის ქვეშ აქვთ ეროვნული ვალუტა, როგორც ჩანს, საკმაოდ აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას. ისინი ცდილობენ არ დაუშვან იუანის კურსის დაცემა 2008 წლის მაისის დონემდე, როცა ერთი დოლარი 7 იუანი ღირდა. უნდა ითქვას, რომ ჩინეთის უზარმაზარი სავალუტო რეზერვებიდან დაახლოებით ერთი ტრილონი დოლარი იქნა ამოღებული ეროვნული ვალუტის კურსის შესაკავებლად ამჟამინდელ დონეზე.

 

 

ჩინური იუანი განიცდის ზეწოლას რამდენიმე მიზეზის გამო. რიგითი ჩინელები და კომპანიები თავიანთ კუთვნილ ფულად თანხებს საზღვარგარეთ გზავნიან, რათა მოუძებნონ უფრო სტაბილური ადგილები შესანახად. მხედველობაშია მისაღები ჩინეთის ამჟამინდელი ეკონომიკური შენელება" - ნათქვამია გაზეთის სტატიაში.


 

 

ამასთან, როგორც გაზეთი წერს ჩინეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს მკაცრად გააკონტროლოს ის ფულადი ნაკადები, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს კვეთენ. მაგრამ, მილიარდობით დოლარი არალეგალურად გააქვთ ნახევრად ავტონომიურ ჰონგ-კონგში და უკვე შემდგომ - საზღვარგარეთ. ცხადია, ეს ასუსტებს ჩინეთის ეროვნულ ვალუტას, რამაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტი ჩინელი შეიძლება აიძულოს - გაგზავნოს ფული საზღვარგარეთ. სულ უფრო მეტად კარგავენ ჩინელები რწმენას იუანის სტაბილურობაში.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ სუსტი იუანი სულ უფრო მეტად უძნელებს ჩინურ კომპანიებს საზღვარგარეთ აღებული ვალების დაფარვას. არადა, ხსენებული ვალების დაფარვა მეტად აუცილებელია ახალი სესხების მიღებისთვის. გარდა ამისა, სუსტი ეროვნული ვალუტა ხელს აღარ უწყობს ჩინეთის კონკურენტუნარიანობასაც, რამეთუ დღეს მსოფლიო წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილია უკვე თავმოყრილი ჩინეთში. თუნდაც ერთი მაგალითი ავიღოთ, ფანჯრებზე დასადგმელი აირკონდიციონერები. მსოფლიოში მათი საერთო რაოდენობის 4/5 ჩინეთში იწარმოება. ან რა სარგებელი უნდა მოუტანოს სუსტმა ვალუტამ რომელიმე ჩინურ კომპანიას თუკი მისი კონკურენტები ასევე იმავე ვალუტას იყნებენ?

 

 

დღევანდელი ვითარება დინამიურად განსხვავდება იმ სურათისგან, რომელიც ათი წლის წინ იყო. პეკინი იმ დროს ხელოვნურად აიაფებდა ეროვნულ ვალუტას დოლართან მიმართებაში, რაც მაშინ მეტად მომგებიანი იყო ჩინური კომპანიებისთვის. იაფი და სტაბილური ვალუტა იყო ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ბევრმა მსოფლიო ბრენდმა ჩინეთში საწარმოები გახსნა. ამ დინამიკამ ჩინეთს შეუქმნა ათობით მილიონი სამუშაო ადგილი. შედეგად, ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ამერიკის ეკონომიკის შემდეგ უძლიერესად გადაიქცა.

 

 

მაგრამ, დღეს ეროვნული ვალუტის ხელოვნური გაიაფების პოლიტიკა აღარ მუშაობს ჩინური წარმოების სასარგებლოდ, იმდენად გაიზარდა ჩინელი მუშებისა და მუშა-მოსამსახურეების ხელფასები. ამის პირდაპარი შედეგია ის გარემოება, რომ ჩინეთის ეკონომიკა შენელებას განიცდის" - ნათქვამია გაზეთ The New York Times-ის სტატიაში.

 


ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 



„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up