The New York Times: რუსული კიბერ-დანაშაული – ახალი გლობალური საფრთხე

The New York Times: რუსული კიბერ-დანაშაული – ახალი გლობალური საფრთხე

access_time2021-08-03 19:00:32

ბოლო 10 წლის მანძილზე კიბერ-დანაშაული იმდენად სერიოზული პრობლემა გახდა, რომ ეს თემა პუტინის და ბაიდენის შეხვედრაზეც კი განიხილეს.

 

თუ 10 წლის წინ ეს ჭკვიანი პროგრამისტებისთვის გართობის და თვითდამკვიდრების საშუალება იყო, ხოლო გამოსასყიდი რამდენიმე ასეულ დოლარს არ აღემატებოდა, დღეს ყველაფერი სხვანაირადაა - ამერიკული ნავთობსადენის  Colonial Pipeline-ის მმართველმა რუსულ ჰაკერულ ჯგუფ DarkSide-ს $5 მლნ, ხორცის გადამამუშავებელმა კომპანიამ JBS-სმა რუსულ კიბერ-ბანდა  Revil-ს $11 მლნ გადაუხაზეს.

 

და ეს სხვადასხვა მასშტაბის ჰაკერული შეტევების მხოლოდ მცირე ნაწილია. კიბერ-დანაშაულებრივი ჯგუფები ძალიან მცირეა, თუმცა, მათ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება და სტრატეგიული ობიექტების ქსელებში შეღწევა შეუძლიათ.

 

მასშტაბური შეტევები მსოფლიოსთვის ალ იმალება, თუმცა, ჰაკერების მთავარი სამიზნე - მცირე და საშუალო ბიზნესია და ამ სეგმენტზე თავდასხმები ფართო საზოგადოებისთვის თითქმის შეუმჩნეველი რჩება.

 

FBI-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის მანძილზე შტატებში 2 474 კიბერშეტევა დაფიქსირდა, რეალობა კი სავარაუდოდ გაცილებით უფრო მასშტაბურია. მონაცემთა გადამუშავების გერმანულმა კომპანიამ Statista-მ დაითვალა, რომ  2020 წელს მსოფლიოში 304 მლნ კიბერშეტევა განხორციელდა, რაც 62%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს.

 

კიბერ-დამნაშავეთა ჯგუფების დიდი ნაწილის სამშობლო რუსეთია. ასევე მრავალი ჰაკერული ჯგუფი ჩინეთში, ირანში და ჩრდილოეთ კორეაში მოქმედებენ. ამ ქვეყნებს ავტორიტარული მმართველობა აერთიანებს და  გამორიცხულია იქაურმა სპეცსამსახურებმა ამ ჯგუფების თაობაზე არაფერი იცოდნენ.

 

მათი დახურვა და ნეიტრალიზება ერთ წამშია შესაძლებელი და თუ ეს მაინც არ კეთდება - ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მთავრობები მათ თავისი მიზნებისთვის იყენებენ.


 

ცხადია, კიბერ-დანმაშავეები არ უტევენ თავიანთ ქვეყნებს - მაგალითად REvil-ის პროგრამა ისეა დაწერილი, რომ ის გვერდს უვლის კომპიუტერებს, რომელთა ენა რუსული, უკრაინული, ბელარუსული, ტაჯიკური, სომხური, აზერბაიჯანული, ქართული, ყაზახური,  უზბეკური, თათრული, რუმინული ან სირიულ-არაბულია.

 

დამნაშავეთა დადგენა რთული არაა - აშშ-ს მთავრობას ამისთვის ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნია. პრობლემა სულ სხვაა - ყველაზე რთულია აიძულო პუტინი მათ წინაამღდეგ იმოქმედოს. ბაიდენმა მასთან შეხვედრის დროს რუსეთში მოქმედი ჯგუფის განეიტრალება მოითხოვა და ასევე დაასახელა 16 დარგი, რომელზეც შეტევა საპასუხო ზომებს გამოიწვევს.

 

მაგრამ 2 კვირის შემდეგ  REvil-მა ისტორიაში ყველაზე ძლიერი კიბერ-შეტევა პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკულ კომპანია Kaseya-ზე მიიტანა, რამაც ათასობით ბიზნეს-კომპანია დააზარალა.

 

ამის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბაიდენს კითხვა დაუსვა - „მზად ხართ საპასუხო მოქმედებებისთვის?“, რაზეც მან დადებითად უპასუხა. რამდენიმე დღეში REvil ინტერნეტიდან გაქრა.

 

სანამ ჰაკერები დასავლეთის ქვეყნებს უტევენ, პუტინს მათი დახურვის მიზეზი არ გააჩნია - თანაც საუბარია კერძო ჯგუფებზე, რომელთა ქმედებაზე კრემლი ოფიციალურად პასუხისმგებელი არაა.

 

როდესაც საქმე რუსეთთან გაქვთ, წითელი ხაზების გავლება, როგორც წესი, არ მუშაობს - გზავნილის მიტანა უმჯობესია პირადად, კერძო საუბრებში, იმისთვის, რომ პუტინს ოფიციალურად დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ დასჭირდეს.

 

შესაძლოა, ბაიდენმა ასეთი მესიჯი პუტინამდე უკვე მიიტანა და ამ შემთხვევაში ის საპასუხო მოქმედებებისთვის მზად უნდა იყოს.

 

თუ რუსი ჰაკერების პრობლემა არ გადაწყდა, შემდგომი ესკალაცია და კიბერ-დანაშაულის ზრდა გარდაუვალია. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ აქ საუბარია არა გეოპოლიტიკაზე ან სტრატეგიულ ურთიერთობებზე, არამედ ორგანიზებული დანაშაულის ახალ და ძალიან საშიშ ფორმაზე.

 

მას ყველა მთავრობა უნდა ებრძოდეს და თუ პუტინი ამას არ დათანხმდება, მან უნდა იცოდეს, რომ თანამზრახველად ჩაითვლება და შესაბამისად დაისჯება.

 

nytimes.com





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up