The New York Times: მდიდარი ემიგრანტების რაოდენობა იზრდება – 2016 წელს სამშობლო 82 000 მილიონერმა დატოვა

The New York Times: მდიდარი ემიგრანტების რაოდენობა იზრდება – 2016 წელს სამშობლო 82 000 მილიონერმა დატოვა

access_time2017-02-27 20:30:37

იმიგრაციასთან დაკავშირებით დღეს ევროპასა და ამერიკასი სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. თუმცა იგივე ამერიკასა და ევროპაში იმიგრანტების ერთი განსაკუთრებული ჯგუფს ხელგაშლილები ხვდებიან - ესენი არიან მილიონრები. ასე იწყება გაზეთ The New York Times-ის სტატია, რომლის ავტორის რობერტ ფრანკის თანახმად, გასულ წელს რეკორდულად დიდი რაოდენობით, კონკრეტულად - 82,000 მილიონერი გადავიდა ამა თუ იმ ქვეყანაში საცხოვრებლად. კერძოდ, გაზეთის სტატიაში ვკითხულობთ:

 

 

"მართალია, ემიგრანტი მილიონერების რიცხვი ვერ შეედრება ვერც ზოგადად გლობალურ იმიგრაციას, თუ მსოფლიოში მილიონერთა საერთო რაოდენობას, მაგრამ მათ მიმართ დამოკიდებულება ბოლო დროს განსაკუთრებით გულთბილი გახდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ მათ გადმობირებას.
რა თქმა უნდა, ამგვარი დამოკიდებულება მკაფიო კონტრასტშია იმასთან, თუ როგორ ეკიდებიან სხვადასხვა ქვეყანაში ღარიბ იმიგრანტებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი გლობალური უთანასწორობა ნაკლებადაა შესამჩნევი, ისევე როგორც ჩამოყალიბება ახალი კულტურისა, რომელსაც შეადგენენ ფესვებდაკარგული, სხვაგან გამგზავრებული შეძლებული ადამიანები.

 

 

ამასთან დაკავშირებით, ინტერესმოკლებული არ არის ერთერთი ნიუ-იორკელი იურისტის ნათქვამი, რომლის ფირმა ეხმარება მდიდარ კლიენტებს რელოკაციაში, მთელს მსოფლიოში. "შეძლებულ ხალხს არ აქვს მშობლიური ქვეყანა. თავიანთ წარმატებას ისინი აღარ უკავშირებენ კონკრეტულად ერთ რომელიმე ქვეყანას. მათი აზრით, წარმატება განპირობებულია მათი ბიზნეს-სტრატეგიით, რომელიც სწორად იყო შერჩეული. გასაოცარია, თუ როგორ მატულობს იმ მდიდართა რაოდენობა, რომლებიც მობილურობით გამოირჩევიან" - დასძენს ამერიკელი იურისტი.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ მდიდრები ყოველთვის შეადგენდნენ მოუსვენართა კლასს. წარსულში მათი გადაადგილება ძირითადად განპირობებული იყო სეზონური ცვლილებითა და სოციალური კავშირებით. მაგრამ დღევანდელი სურათი განსხვავებულია. სულ უფრო მატულობს იმ მილიონერ ოჯახთა რაოდენობა, რომლებიც მოქალაქეობას იცვლიან, ბავშვებს საზღვარგარეთ უშვებენ, ან პერმანენტულად სახლდებიან მათ მიერ არჩეულ ქვეყანაში.

 

ამ ხალხის გადაადგილება იმდენად არაა განპირობებული ეკონომიკურად არასახარბიელო პერსპექტივითა თუ კონფლიქტებით. აქ უკვე სხვა ფაქტორები თამაშობს როლს. მილიონერი მიგრანტები თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლებს ეძებენ. მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური უსაფრთხოება და ცხოვრების სტილი. თანამედროვე ტექნოლოგია, გლობალური ბაზრების ზრდა, გლობალური ინვესტორების წარმოჩენა - ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო საერთაშორისო მილიონრების კლასის ჩამოყალიბებას, რომლებსაც საკუთარი ქვეყანა არ გააჩნიათ" - ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში.

 

 


გაზეთის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების თანახმად შეძლებულ ადამიანთა მიგრაცია 2013 წლიდან 60 პროცენტით გაიზარდა და გამორიცხული არ არის, რომ სულ მოკლე ხანში, ყოველწლიურად მილიონერთა მიგრაცია 100,000-ს გადააჭარბებს.

 

 

"ეს რა თქმა უნდა, ძალზე მცირე ნაწილია გლობალურად იმ 13 600 000 ადამიანთან შედარებით, რომლებსაც აქტივებიდან ვალდებულებათა გამოკლებით მინიმუმ ერთი მილიონი დოლარი რჩებათ მობილური კაპიტალის სახით.

 

 

მიგრაციის რუკაც იცვლება საკმაოდ სწრაფად. ავსტრალია გახდა ყველაზე პოპულარული მილიონერი იმიგრანტებისთვის. ამ მხრივ ქვეყანამ შეერთებულ შტატებსაც კი აჯობა. გასულ 2016 წელს, ავსტრალიამ მიიღო 11,000 უცხოელი მილიონერი იმ დროს, როცა შეერთებულ შტატებში 10,000 მილიონერი გადასახლდა. მესამე ადგილზეა კანადა, რომელმაც 8,000 მილიონერი მიიღო. კანადის შემდეგ მოდის გაერთიანებულ არაბთა ემირატები და ახალი ზელანდია.

 

 

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც მილიონერები ტოვებენ, ამ მხრივ, პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომელიც შარშან 12,000-მა მილიონერმა დატოვა. ჩინეთი მეორე ადგილზეა, მისი დატოვევაბა შარშან 9,000-მა მილიონერმა გადაწყვიტა, შემდეგ მოდიან ბრაზილია, ინდოეთი და თურქეთი.

 

 

ავსტრალია აღმოჩნდა განსაკუთრებით მიმზიდველი ჩინელი მილიონერებისთვის. ავსტრალია გეოგრაფიულად ძალიან შორსარაა ჩინეთიდან. ქვეყანა გამოირჩევა სასწავლებელთა ფართო არჩევანით, ეკოლოგიურად სუფთაა, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია. ავსტრალიაში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ითვალისიწინებს ფულის გადახდას ვიზაში. ეს პროგრამა უადვილებს შეძლებულ იმიგრანტებს ავსტრალიაში ჩასვლასა და იქაური მოქალაქეობის მიღებას.

 

 

2012 წლიდან ავსტრალიაში ასევე მოქმედებს პროგრამა, რომლის თანახმად, ქვეყანაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ, იმიგრანტს ეძლევა განსაკუთრებული ინვესტორის ვიზა. დღეისთვის, 1,300-მა უცხოელმა ისარგებლა ხსენებული პროგრამით. მათი რაოდენობის 90-თ პროცენტს ჩინელები შეადგენენ.

 

 

თუმცა მათთვის, ვისაც მხოლოდ ერთ მილიონ დოლარზე ნაკლები ინვესტირების საშუალება გააჩნია, მოქმედებს სხვა პროგრამა რომელიც შედარებით მეტ შეზღუდვას შეიცავს და ქვეყანაში შესასვლელი ვიზისთვის უფრო ხანგრძლივ ლოდინსაც ითვალისწინებს" - ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში.

 

 


ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up