The New York Times: კორონავირუსის ფონზე რუსეთში  ალკოჰოლიზმი იზრდება

The New York Times: კორონავირუსის ფონზე რუსეთში ალკოჰოლიზმი იზრდება

access_time2020-04-17 20:30:39

ახატ ასადულინი, რუსეთის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი  პაციენტების რაოდენობის მკვეთრ ზრდისთვის ემზადება, იმარაგებს წამლებს და ასე შემდეგ.  უბედურება, რომლისთვისაც ის ემზადება, არის არა კორონავირუსი, არამედ ალკოჰოლიზმი.მთელს მსოფლიოში აქტუალურია კარანტინში უსაქმოდ დარჩენილი ადამიანების მიერ ალკოჰოლის მოხმარების ზრდის საფრთხე, თუმცა, რუსეთში ეს მოლოდინები უკვე  რეალობად იქცა - ალკოჰოლის გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა, და მასთან ერთად - ყოფითი ძალადობა.

 

რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემცირება ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იყო. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში რუსები მოიხმარენ მესამედით ნაკლებ ალკოჰოლს, ვიდრე 2003 წელს.

 

თუმცა, კორონავირუსთან დაკავშირებით, საყოველთაო კარანტინის შემოღების შემდეგ ეს მავნე ჩვევა ბრუნდება - მარტის ბოლო კვირაში არყის გაყიდვები რუსეთში 65%-ით გაიზარდა. ამასთან, პირდაპირ კავშირშია ისიც, რომ კვლევითი ცენტრის  GfK-ს მონაცემებით, მკვეთრად გაიზარდა ნასვამი მამაკაცების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის სტატისტიკაც.

 

რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის - იაკუტიის  გუბერნატორმა აისენ ნიკოლაევმა განაცხადა, რომ ბევრი მოქალაქე კარანტინს  აღიქვამს  არა როგორც უსაფრთხოების ზომას, არამედ როგორც ხანგძლივ შვებულებას, ეს კი   პრობლემებს იწვევს.კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ქალაქ იაკუტსკში (მოსახლეობა 300 000 ადამიანი)  ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა. ანალოგიური ზომები მიღებულ იქნა რუსეთის რამდენიმე ათეულ რეგიონში.

 

 ექსპერტები და აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლის გაყიდვები მთელ ქვეყენაში უნდა აიკრძალოს  და არა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში. მათი აზრით, სიტუაციას  ასევე ართულებს  საბჭოთა დროიდან მასობრივად გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს ალკოჰოლი  ვირუსების წინაამღდეგ კარგი სამკურნალო საშუალებაა.

 


არასამთავრობო ორგანიზაცია „ფხიზელი რუსეთი“-ს ლიდერის სულტან ხამზატოვის თქმით, ისინი 2 კვირა  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისრტოსგან იმის საჯაროდ გამოცხადებას მოითხოვდნენ, რომ სინამდვილეში ალკოჰოლის მოხმარება პირიქით, მავნეა ვირუსთან ბრძოლისთვის.მხოლოდ 6 აპრილს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა,რომ ალკოჰოლით ვირუსის მკურნალობის მცდელობა დასრულდება დაავადების გართულებით იმ დონემდე, რომ პაციენტის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იქნება.

 

ექიმები შიშობენ, რომ ხანგძლივი თვითიზოლაციის ფონზე მოსახლეობაში გაჩენილი მოწყენილობა და შფოთვა წყალში ჩაყრის ალკოჰოლის მოხმარების შემცირების მრავალწლიან მცდელობებს.

 

სახურავი ჯერ ადგილზე, მაგრამ ქვაბში წყალი უკვე იწყებს დუღილს. ჩვენ ველოდებით მომართვების დიდ ტალღას, იმაზე მეტს, ვიდრე როგორც წესი არის იანვარში, ხანგძლივი სადღესასწაულო შვებულებების დროს. ოღონდ დღეს ალკოჰოლიზაციას ამძიმებს შიშები, დეპრესია, და მომავლის სრული გაურკვევლობა- მიიჩნევს ასატ ასადულინი.

 

ალკოჰოლის მოხმარების მკვეთრი ზრდა აღრმავებს ყოფითი და ოჯახური ძალადობის ისედაც უმწვავეს პრობლემას, რომელსაც მთავრობა არავითარ ყურადღებას არ აქცევს.

 

მოსკოველი ადვოკატის მარი დავტიანის თქმით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში,მას  რამდენიმე ქალმა მიმართა, რომელთა ისტორიები თითქმის იდენტურია - მეუღლემ პანდემიის შედეგად დაკარგა სამუშაო, დაიწყო აქტიური სმა და სიმთვრალეში სცემს ცოლს.კრიზისული ცენტრის მმართველი მარინა პისკლიაკოვას თქმით, მარტში ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შემოვიდა 2537 ზარი ოჯახური და ყოფითი ძალადობის მსხვერპლებისგან - ეს 25%-ით მეტია, ვიდრე თებერვალის მონაცემი. თანაც ამ ზარების დიდი ნაწილი  მარტის ბოლო კვირაზე მოდის.

 

სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება იმის შემდეგ, რაც უფრო ნათელი გახდება პანდემიის ეკონომიკური შედეგები. ეპიდემიის შემდეგ ჩვენ  გველოდება ალკოჰოლიზმის დიდი ტალღა  და ძალადობის მკვეთრი ზრდა. ეკონომიკა ზარალდება, ადამიანები კარგავენ სამსახურებს, ვარდებიან დეპრესიაში, ეძებენ შველას ალკოჰოლში, და ეს მხოლოდ დასაწყისია  - ამბობს ის.


წყარო: nytimes.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up