The New York Times: ევროზონა თანახმაა, რომ საბერძნეთს დამატებითი ფინანსური დახმარება გამოუყოს

The New York Times: ევროზონა თანახმაა, რომ საბერძნეთს დამატებითი ფინანსური დახმარება გამოუყოს

access_time2017-02-21 20:00:33

გასულ კვირას, ათენში ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ მოლაპარაკებათა დაწყებაზე. მოლაპარაკებები მომდევნო კვირას დაიწყება და შეეხება საბერძნეთისთვის ვალის დაფარვას შედარებით შეღავათიან პირობებს. ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ The New York Times-ის სტატიაში, რომლის ავტორის ჯეიმს კანტერის თანახმად, საბერძნეთისთვის ხსენებული შეღავათი მეტად მნიშვნელოვანია მის მიმართ გატარებული მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის შესარბილებლად, რომელიც წლების განმავლობაში ამუხრუჭებს ქვეყნის ეკონომიკას.

 

"შეთანხმებამ ვერ მოიცვა მთლინობაში გარიგება, რამეთუ მოუგვარებელი რჩება საბერძნეთში პენსიების საკითხი და შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული უთანხმოება. მიუხედავად ამისა, ეს გარღვევა საკმაოდ დადებითი ნიშანია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს ქრისტინა ლაგარდს შორის. ეს შეხვედრა ამ დღეებში გაიმართება. როგორც ცნობილია, მერკელსა და ლაგარდს შორის განსხვავებული პოზიციებია საბერძნეთისთვის ვალის შემსუბუქების საკითხში.

 


საბერძნეთს აღარ სჭირდება ვალის მორიგი მნიშვნელოვანი დაფარვა ამ წლის ზაფხულამდე, მაგრამ ახლოვდება არჩევნები საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. ბუნებრივია, საბეძნეთისთვის ფინანსური შეღავათები შეიძლება გახდეს პოლიტიკური საკითხი ხსენებულ ქვეყნებსა და საერთოდ მთელს ევროპაშიც. ევროპელი ოფიციალური პირები განსაკუთრებით ცდილობენ თავი აარიდონ კიდევ ერთ შესაძლო სერიოზულ კრიზისს, თუნდაც იმიტომ, რომ სალაპარაკო არ მისცენ უკიდურესად მემარჯვენე პარტიებს არჩევნების მსვლელობაში.

 

ევროჯგუფის პრეზიდენტის ჯეროენ დიჯსელ-ბლოემის განცხადების თანახმად, საბერძნეთის კრედიტორთა წარმომადგენლები სულ მოკლე დროში შეიკრიბებიან ათენში. ამასთან დაკავშირებით, ევროჯგუფის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა. ლაპარაკია ევროზონის 19 ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეკრებაზე და ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა საბერძნეთის კრიზისის მოგვარებაში, წლების განმავლობაში რომ გრძელდება.

 

საბერძნეთის ფინანსური მდგომარეობა ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც თავი იჩინა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა. მას აქეთ, ქვეყანა ფინანსურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მაგრამ ამ დახმარების სანაცვლოდ, კრედიტორებმა საბერძნეთისგან ბიუჯეტის გამკაცრება მოითხოვეს, რაც საჭირო იყო ქვეყნის ვალის დასაფარად. ეს უკანასკნელი ამჟამად 180 პროცენტს აღწევს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ამის გამო იყო, რომ საბერძნეთში მნიშვნელოვნად შემცირდა პენსიები და სხვადასხვა სოციალური პროგრამები. გარდა ამისა, შესამჩნევად გაიზარდა იმ ბერძენ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც გადასახადებს იხდის" - ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

სოციალური პროგრამების შემცირებამ მნიშვნელოვნად აზარალა ბერძნები, ქვეყნის ეკონომიკაც დაღმავლობას განიცდის. უმუშევრობამ 25 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ფინანსური კრიზისის დაწყებიდან ეკონომიკის მოცულობამ ერთი მეხუთედით იკლო. როგორ უკვე ქვეყნის ოფიციალური პირები აღიარებენ, ბერძენ პენსიონერებს ძლივს ყოფნით სახსრები ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

 

უნდა აღინიშნოს, რომ "ქამრების მოჭერის" პოლიტიკის თაობაზე აზრთა სხვაობამ იჩინა თავი საბერძნეთის ორ ძირითად კრედიტორს შორის. ესაა გერმანია და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. საკითხავია, ეს უკანასკნელი აპირებს თუ არა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისთვის რიგით უკვე მესამე ფინანსური დახმარების პროგრამაში. თუმცა, სავალუტო ფონდს საჭიროდ მიაჩნია საბერძნეთისთვის გარკვეული შეღავათების გაწევა მისი ვალის შემსუბუქების კუთხით.

 

ბერლინი და ევროზონის სხვა წევრი-ქვეყნები არ გამოთქვამენ სურვილს საბერძნეთს ვალი შეუმცირონ. როგორ ითქვა, ვალის შემცირება ევროზონაში გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე მოხდება.

 

მეორეს მხრივ, როგორც ამას ევროჯგუფის პრეზიდენტი ამბობს, მკაცრი საბიუჯეტო ზომებიდან სტრუქტურულ რეფორმებზე გადასვლა საჭიროა ფინანსურ დახმარებაში სავალუტო ფონდის ჩართვის მიზნით.

 

უნდა ითქვას, რომ საბერძნეთის მთავრობა მიესალმა იმას, რასაც მან "პოლიტიკური შეთანხმება" უწოდა. განცხადების თანახმად, ათენისთვის მისაღებია კრედიტორთა მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილების გატარებაზე. როგორც ითქვა, ხსენებული ცვილებები კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ცვლილებები ძალაში შევა მანამ, სანამ საბერძნეთისთვის რიგით მესამე ფინანსური დახმარება ამოიწურება მომდევნო წლის ბოლოს.

 

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდმა დადებითი შეფასება მისცა ათენში დაგეგმილ შეხვედრას. ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ საბერძნეთი პროგრესულად ასრულებს მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს. სავალუტო ფონდი აპირებს ჩაერთოს მოლაპარაკებებში რეფორმის გატარების თაობაზე" - ნათქვამია გაზეთ The New York Times–ის სტატიაში.

 


ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up