The New York Times: ბიზნეს კომპანიები თანამშრომლებს უთვალთვალებენ

The New York Times: ბიზნეს კომპანიები თანამშრომლებს უთვალთვალებენ

access_time2020-05-06 20:00:27

ყოველ წუთს ათობით კომპანია  ძირითადად კერძო და არარეგულირებადი, ათობით მილიონი ადამიანის გადაადგილებას აფიქსირებს.ამ ინფორმაციას მონაცემთა უზარმაზარ ბაზებში ინახავენ. ერთ-ერთმა ასეთმა კომპანიამ  ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემას ასეთ ბაზასთან წვდომის საშუალება მისცა. ფაილი 12 მლნ. ამერიკელის მიერ 2016-2017 წლებში მობილური ტელეფონებიდან განხორციელებული 50 მლრდ. ზარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა - ვინ, სად, და ზუსტად რომელი ადგილიდან დარეკა.


ჟურნალისტებმა ეს მონაცემები დეტალურად შეისწავლეს. მათ მოახერხეს ისეთი ცნობილი ადამიანების, როგორც არნოლდ შვარცნეგერი, ჯონი დეპი, და ტაიგერ ვუდსი, სტუმრების ვინაობის და მათი მარშრუტების დადგენა. გამოცემის რედაქციამ ასევე Microsoft-ის ერთ-ერთი ინჟინრის ხშირი სტუმრობა Amazon-ის ოფისში დააფიქსირა. ერთი თვის შემდეგ ეს თანამშრომელი სამუშაოდ სწორედ Amazon-ში გადავიდა.რამდენიმე წუთში ჟურნალისტებმა მისი ვინაობაც დაადგინეს - Amazon Prime Air-ის უპილოტო მიწოდების განყოფილების უფროსი ბენ ბრაილი, რომელმაც სამუშაო ადგილის შეცვლა დაადასტურა.


აღსანიშნავია რომ The New York Times-ის გუნდმა ეს მონაცემთა ბაზა არა სატელეკომუნიკაციო გიგანტის, არამედ მცირე კომპანიისგან მიიღო, რომელიც ინფორმაციას თავიანთ კლიენტებზე მათ მობილურ ტელეფონებში დაყენებული პროგრამებიდან იღებდა. ამერიკელთა დიდ უმრავლესობას ამ და სხვა ასეთი უცნობი კომპანიების შესახებ არც კი სმენიათ.თუმცა, მათთვისაც კი მილიონობით ამერიკელის ცხოვრება გაშლილი წიგნივითაა.  იმ ადგილებს, სადაც კლიენტები დადიან, ისინი ყოველდღე ხედავენ  და ხშირად ეს არის ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება არავის სურს. ადამიანები არა მხოლოდ სამსახურში და რესტორნებში, არამედ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სარეაბილიტაციო კლინიკებში  და საყვარლებთან დადიან.


აქ საუბარია მცირე კომპანიების შესაძლებლობებზე. წარმოიდგინეთ დიდი სატელეკომუნიკაციო გიგანტებს რა შეუძლიათ.. არაა საჭირო დიდი ფანტაზია ამის წარმოსადგენად.  ეს სისტემაა ავტორიტარულ ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთში. ლოკაცია ძირითადად სამარკეტინგო მიზნებში გამოიყენება. პირად მონაცემებს სარეკლამო კომპანიები, ფინანსური ორგანიზაციები და უძრავი ქონების ინვესტორები ყიდულობენ. ეს ინფორმაცია ბიზნეს მიზნებისთვის გამოიყენება, თორემ  მყიდველებს მათი კლიენტების შესახებ პირადი ინფორმაცია საერთოდ არ აინტერესებთ. მაგალითად, კომპანია Foursquare-მა ერთ-ერთი კაფეს სტუმართა რაოდენობის ცვლილების გაანალიზებით, მისი გაყიდვების შემცირება იწინასწარმეტყველა.შტატებში დღეს ასეთი ტიპის ინფორმაციის გაყიდვა სრულიად ლეგალურია. კანონი, რომელიც კრძალავს პირადი მონაცემების გადაცემას მესამე პირისთვის, არ არსებობს.



საბოლოო ჯამში, მხოლოდ თავად კომპანიის წესიერებაზე და ეთიკაზეა დამოკიდებული, უცხო ადამიანებისთვის თქვენი ცხოვრების განრიგი ცნობილი გახდება თუ არა. ინფორმაციის უცხოური სპეცსამსახურის აგენტებისთვის გადაცემა, ან არაკეთილსინდისიერ ბიზნეს პარტნიორზე თვალთვალი. ეს ყველაფერი დღეს ისეთი მარტივი და ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს. სავარაუდოდ, ბიზნესი ბიზნესია და კომპანიები თავიანთი შესაძლებლობების გამდიდრების მიზნის გამოყენებას ნებაყოფლობით არასდროს შეწყვეტენ, ამიტომაც სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს უნდა ჩაერიოს.


დღეს საზოგადოება მის მიერვე შექმნილი მიყურადების ყველაზე სრულყოფილი სისტემის პირობებში ცხოვრობს. ტექნოლოგიური პროგრესის და გამდიდრების სურვილის წყალობით, დღეს თქვენს ცხოვრებაზე დეტალური ინფორმაციის რამდენიმე წუთში მიღება თითქმის ყველას შეუძლია.


წყარო: RBC.RU

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up