The New York Times: ამერიკის შრომის ბაზარი უმძიმეს მდგომარეობაშია

The New York Times: ამერიკის შრომის ბაზარი უმძიმეს მდგომარეობაშია

access_time2020-12-22 19:00:28

პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის წელიწადია გასული, თუმცა, მისი გავლენა აშშ-ს ეკონომიკაზე დღემდე ბოლომდე გაურკვეველი რჩება. მნიშვნელოვანი ინდიკატორები ურთიერთსაწინააღდმეგოა - ერთის მხრივ,  ზოგიერთი კომპანია დიდ მოგებაზე საუბრობს, მეორეს კი, უმუშევრობა შტატებში 2019 წლის თებერვალთან შედარებით 10 მლნ. ადამიანით გაიზარდა.

 

გასულ   კვირას მილიონზე მეტმა ამერიკელმა შესაბამის ფედერალურ და ადგილობრივ ორგანოებს უმუშევრების შემწეობის მიღების თხოვნით მიმართა.

 

ეკონომისტების დიდი ნაწილი ვითარების შეფასებისას ყურადღებას რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს.

 

თებერვლიდან ნოემბრამდე დასაქმებულთა რაოდენობა 4 მლნ.-ით შემცირდა. ამ ეტაპზე მათი დიდი ნაწილი სამსახურს არც ეძებს და ამიტომაც უმუშევრად არ ითვლება. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის გაუმჯობესება სინამდვილეში არა დასაქმების ზრდას, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებას ნიშნავს.

 

სამუშაოს დაკარგვა ქალებს კაცებზე მეტად შეეხო, რადგანაც, მათ შვილების მოვლა და საოჯახო საქმეებიც ეკისრება, საბოლოოდ კი ეს მათ კარიერაზე უარყოფითად აისახება.

 

ბევრ ქალს სამუშაოს და შვილების მოვლას შორის არჩევანის გაკეთება უწევს  იმიტომ, რომ მათ ძიძის აყვანის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ, თანაც ეპიდემიის დროს სახლში უცხო ადამიანის შემოშვება არ სურთ. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი შავკანიანი ქალებისთვის - განაცხადა შრომის საკითხების ექსპერტმა ჯანელ ჯონსონმა.

 

ყველაზე კრიტიკულ თვეებთან შედარებით უმუშევრობა მართლაც შემცირდა, თუმცა, პანდემიამდელ დონესთან ჯერ ახლოსაც არ მისულა.

 


განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი შავკანიან მამაკაცებს შორის - ის 11,3%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც თეთრებს შორის  - 6%-ს.

 

უმუშევრობასთან ერთად სიღარიბეც იზრდება. ეკონომისტის კეტრინ ედვარდსის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია საცხოვრებლის ქირის ფასის ზრდა.

 

მცირე შემოსავლების მქონე ადამიანები სამუშაოს უფრო ხშირად კარგავენ, ვიდრე მაღალშემოსავლიანები, შესაბამისად, ისინი ბინების ქირას ვერ იხდიან. ამიტომაც დღეს 18-29 წლის ასაკის ამერიკელთა 52% მშობლებთან ცხოვრობს - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დიდი დეპრესიის პერიოდის შემდეგ - განაცხადა უძრავი ქონების ექსპერტმა სიუზად უოქტერმა.

 

მისი თქმით, ქონებრივი და ფინანსური უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზრდება ქირის ზრდის და ხელფასების შემცირების ფონზე.

 

უძრავი ქონება გაძვირდება, შემოსავლები შემცირდება, შესაბამისად, იპოთეკა ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება. გაძვირებული ქირის გადასახადის გამო საშუალო ფენა დანაზოგებს ვერ შექმნის, და ბინის ყიდვისთვის აუცილებელი პირველადი შენატანისთვის ფულს ვერ მოაგროვებს - მიიჩნევს ექსპერტი.

 

თუმცა, ბოლო პერიოდში დადებითი ტენდენციების გამოჩნდა.

 

Barclays-ის ანალიტიკოსის მაიკლ გაპენის თქმით, პანდემიის დროს ამერიკის ეკონომიკამ, ყველა პრობლემის მიუხედავად, მდგრადობა გამოავლინა.

 

„პანდემიის ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახდა ახალი ბიზნესები, რომლებიც თვითდასაქმებულებმა შექმნეს. მართალია, ამ ფირმების ზომა დახურული კომპანიების ზომას ვერ შეედრება, თუმცა, არსებული ვითარებაში ესეც დიდი წინსვლაა - უმუშევრად დარჩენილი ადამიანები სახლებში არ სხედან, და საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე თავად ზრუნავენ“ - ამბობს გაპენი.

 

თუმცა, გარკვეული ოპტიმიზმის მიუხედავად, ყველა ეკონომისტი ცალსახად აღიარებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ მოქალაქეებს და ბიზნესს მდგომარეობა უნდა შეუმსუბუქოს.

 

 ფინანსური დახმარების პაკეტების მოქმედება დეკემბრის ბოლოს სრულდება, ხოლო ახალი პროგრამის მიღებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მილიონობით ადამიანი და ათასობით მცირე კომპანია დღეს გადარჩენისთვის იბრძვის.

 

nytimes.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
nytimes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up