The New York Times: ამერიკა არჩევანის წინაშე დგას - ჯანმრთელობა თუ  სავსე საფულე?

The New York Times: ამერიკა არჩევანის წინაშე დგას - ჯანმრთელობა თუ სავსე საფულე?

access_time2020-05-04 20:00:02

ამერიკაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი დაიწყო, თუმცა, ამჯერად ბოლი სიტყვა არა პრეზიდენტს, არა კონგრესს და არა გუბერნატორებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებს ეკუთვნის - სამსახურებში სწორედ მილიონობით რიგითი თანამშრომელი უნდა გავიდეს.


ეს არაა მარტივი საკითხი - ადამიანები, ვისაც მუშაობის განახლების საშუალება მიეცათ, გადაწყვეტილების მიღებას ცდილობენ. რა გააკეთონ - სამსახურებში წავიდნენ, თუ სახლში დარჩნენ? თუ სამსახურში არ გავლენ, საბოლოოდ ან დაკარგავენ მას, ან სულ ცოტა ხანში შიმშილის ზღვაზე აღმოჩნდებიან.თუმცა, არც კორონავირუსი  გამქრალა  სადმე. ეპიდემიის სიმწვავე შემცირდა, მაგრამ ინფიცირებაც და სიკვდილიანობაც გრძელდება.


ამერიკელთა დიდ უმრავლესობა კარანტინს და კორონავირუსის გავრცელების წინაამღდეგ მიღებულ ზომებს, მხარს დღესაც უჭერს.თუმცა, უმუშევრობის შემწეობებზე განაცხადების დიდი რაოდენობა ნათლად მეტყველებს  იმაზე, რომ ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის უმუშევრობა და უსახსრობა სერიოზული პრობლემა გახდა.


დონალდ ტრამპს და შტატების გუბერნატორებს შორის ეკონომიკის გახსნის ვადებზე ნამდვილი სიტყვიერი ომი გაჩაღდა. თანაც, ეს დაპირისპირება პარტიულ ჩარჩოებს გასცდა. განსხვავებული მიდგომები ორივე პარტიაში არსებობს.მეტიც,რიგით ადამიანებსაც კი არაერთგვაროვანი აზრი აქვთ. უმრავლესობა ფინანსურ პრობლემებს და დაავადების წინაშე შიშს შორის იხლიჩება. ეს უკვე ტეხასში გამოჩნდა, სადაც 1 მაისიდან მაღაზიები, რესტორნები, ეკლესიები და ადამიანთა მასობრივი შეკრების სხვა ადგილები გაიხსნა. ხელმძღვანელები თანამშრომლებისგან სამსახურში უპირობოდ გამოცხადებას მოითხოვენ, თუმცა, დასაქმებულთა ნაწილმა სახლში დარჩენა და შვებულების აღება არჩია.ეს განსაკუთრებით იმათ ეხება, ვინც ასაკოვან და ავადმყოფ ადამიანებთან ცხოვრობს. მათ არა საკუთარი, არამედ რისკ-ჯგუფში შემავალი ნათესავების ჯანმთელობის საკითხი ადარდებთ.


წესით, პირბადეების ტარება სავალდებულოა მთელ ამერიკაში, თუმცა, იმის, რომ ეს ვალდებულება იქნება ყველა მოქალაქის მიერ ზედმიწევნით შესრულებული, დასაქმებულებს არ სჯერათ.განსაკუთრებით, ეს რესტორნებს, ბარებს, ფიტნეს-ცენტრებს და სხვა ხალხმრავალ ადგილებს ეხება. იქ პირბადით დიდხანს ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია.


შემწეობის მიღება დამოკიდებულია არა მხოლოდ სამსახურში სიარულზე, არამედ სამსახურის არსებობაზე, რაც ამ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. ადამიანი, ვისაც შეუძლია მუშაობის განახლება, შემწეობას ვერ მიიღებს მაშინაც კი, თუ ის სამსახურში ინფექციის შიშით არ ივლის.



შემწეობების გაცემამ ეპიდემიის პიკის პერიოდში, ამერიკელებს გადარჩენის, შიმშილის, კომუნალური და საცხოვრებლის გადასახადების გასტუმრების პრობლემა მოუხსნა. თუმცა, ისინი, ვინც სამსახურში არ გავა, ხელფასსაც და შემწეობასაც დაკარგავს. რეალური პრობლემები და ნამდვილი გაჭირვება სწორედ მაშინ დაეწყებათ.ცალკეული შტატების პოზიციები ამ საკითხებში განსხვავებულია. ზოგიერთი მოქალაქეების შიშებს უფრო გაგებით ეკიდება.


სამხრეთის შტატის გუბერნატორი კრისტი ნოემი მიიჩნევს, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის საბოლოო ჯამში, თავად ადამიანებმა უნდა იზრუნონ. „მათ შეუძლიათ სამსახურში გასვლას და სახლში დარჩენას შორის არჩევანი თავად გააკეთონ. ჩვენ არავის არაფერს დავაძალებთ“- განაცხადა ნოემმა.


თუმცა, ჯერ გაურკვეველია ამ ადამიანების მიერ შემწეობის მიღების გაგრძელების საკითხი. ნორმა, რომლის მიხედვითაც, ადამიანი, რომელიც სამსახურში გასვლაზე უარს აცხადებს, ვერც შემწეობას მიიღებს, ყველა შტატში ერთნაირად მოქმედებს.იმის მიუხედავად, რომ ბევრ შტატში ბიზნესმა  საქმიანობის განახლების უფლება მიიღო, მათი ნაწილი მუშაობას ჯერაც ვერ იწყებს. პირველ რიგში იმის გამო, რომ  დაცვის ინდივიდუალური საშუალებები თითქმის არსად არ იყიდება.


რეზინის ხელთათმანების, პირბადეების, და სადეზინფექციო ხსნარების ძებნაში ადამიანები აფთიაქიდან აფთიაქებში საათობით დარბიან, თუმცა, ვერაფერს პოულობენ. მათ გარეშე კი მუშაობა აკრძალულია.ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია პატარა ქალაქებში, სადაც ამდენი პირბადე და ხელთათმანი მათი არსებობის დღიდან არ გაყიდულა.


ბევრი ფიქრის შემდეგ ამერიკელთა უმრავლესობა მუშაობას უბრუნდება. მათ ისეთი მკაცრი ზომების მიღება უწევთ, რომლებზეც აქამდე არავის არ უფიქრია.მაგალითად, სილამაზის სალონში ყველა თანამშრომელი მხოლოდ ხელთათმანების და პირბადეებით მუშაობს, ასევე სახეზე უკეთია სპეციალური ეკრანი, რომელიც მას ინფექციისგან იცავს. კლიენტები გარეთ რიგში დგანან, სალონში შესვლის შემდეგ, მათ სიცხეს უზომავენ, კორონავირუსის სიმპტომებზე გამოკითხვას ატარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ემსახურებიან. 


კლიენტის წასვლის შემდეგ, სავარძელი და სამუშაო ადგილი სპეციალური ხსნარით დეზინფიცირდება, იცვლება ყველა პირსახოცი და ხელთათმანები, შემდეგ  შემოდის ახალი კლიენტი და ყველაფერი თავიდან იწყება.. თუმცა, ამის მიუხედავად, თითქმის ყველას ეშინია  იმის, ძალიან ნაადრევი ხომ არა არის შეზღუდვების მოხსნა?


წყარო: nytimes.com 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up