The Heritage Foundation-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით „მეტი დემოკრატია და ღია ბაზრები საქართველოს წინსვლის გზაა“. სტატიის ავტორები ენტონი კიმი და მამუკა წერეთელი აღნიშნავენ, რომ შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ძლიერი თანამშრომლობის გზით საგრძნობლად გააღრმავეს პარტნიორობა გასული სამი ათწლეულის განმავლობაში.
„საქართველომ მნიშვნელოვანი სამხედრო წვლილი შეიტანა ერაყსა და ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმღვანელობით წარმოებულ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა, მეტის გაკეთება შესაძლებელია და აუცილებელია აშშ-საქართველოს ურთიერთობების დასაწინაურებლად. ორი დიდი ხნის პარტნიორი ერთმანეთისგან ბევრ სარგებელს მიიღებს, თუ მეტად ითანამშრომლებენ დემოკრატიისა და ღია ბაზრების ღირებულებების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკის მზარდი ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ზიარ ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს ეფუძნება, სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის.
„ამერიკის მზარდი ურთიერთობა სტრატეგიულ ადგილას მყოფ საქართველოსთან ზიარ ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს ეფუძნება. ის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის. წარსულის კრიზისებისა და გამოწვევების მსგავსად, საქართვლო ამჟამინდელი პანდემიის დროსაც ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატებისთვის საიმედო მოკავშირეა. ქვეყანა გეო-პოლიტიკურად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმყოფება და გამოკვეთილად ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განვითარებადი ეკონომიკის მქონეა მსოფლიოში. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ სამი ათწლეულის განმავლობაში წარმოებული ძლიერი თანამშრომლობის გზით საგრძნობლად გაზარდეს პარტნიორობა. მაგალითად, საქართველომ მნიშვნელოვანი სამხედრო წვლილი შეიტანა ერაყსა და ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმღვანელობით წარმოებულ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა, მეტის გაკეთება შესაძლებელია და აუცილებელია აშშ-საქართველოს ურთიერთობების დასაწინაურებლად. ორი დიდი ხნის პარტნიორი ერთმანეთისგან ბევრ სარგებელს მიიღებს, თუ მეტად ითანამშრომლებენ დემოკრატიისა და ღია ბაზრების ღირებულებების გასაძლიერებლად“, - წერენ სტატიის ავტორები.
imedinews.ge