ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სკოლები მომდევნო კვირებში გაიხსნება. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს. ამ დროისათვის სასწავლო პროცესი ნაწილობრივ უკვე აღდგა დანიისა და ნორვეგიის სკოლების დაწყებით საფეხურებზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები 11 მაისიდან გაიხსნება. რაც შეეხება გერმანიას, ქვეყანაში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება, სადაც თითოეული კლასი რამდენიმე ჯგუფად გაიყოფა და გაკვეთილები მათ ცალკე ჩაუტარდებათ.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების უმეტესობა ევროპის ქვეყნებში სასწავლო პროცესის აღდგენას სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, სკოლის მოსწავლეებს შორის დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის გაკონტროლება რთული იქნება, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
IPN