The Guardian-მა ცუკერბერგის უარის გამო ინტერვიუ მის ბოტთან ჩაწერა

The Guardian-მა ცუკერბერგის უარის გამო ინტერვიუ მის ბოტთან ჩაწერა

access_time2019-12-23 23:55:07

ადრე Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ინტერვიუების მიცემა არ უყვარდა, თუმცა Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალისა და მომხმარებელთა ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, მას კომფორტის ზონიდან გასვლა მოუწია.

 

გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ცუკერბერგი გამოვიდა აშშ-ის კონგრესის წინაშე და ბევრ ამერიკულ მედიასაშუალებას მისცა ინტერვიუ, თუმცა ბრიტანულ The Guardian-თან საუბარი არ ისურვა.

 

ამიტომაც The Guardian-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს მათთვის საინტერესო შეკითხვები ხელოვნური ინტელექტისთვის სახელწოდებით Zuckerbot-ისთვის დაესვათ. გაზეთის ავტორების განცხადებით, მიღებული "ექსკლუზიური ინტერვიუ" გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე ყველაფერი, რაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ცუკერბერგთან დაკავშირებით წავიკითხეთ.

 

Zuckerbot ეს არის კლავიატურა, რომელიც იყენებს სიტყვების პროგნოზირების პროგრამას (მაგალითად, მობილურებზე მესიჯების აკრეფის დროს, სიტყვის დასაწყსისს დაწერის მომენტში მობილური სავარაუდო სიტყვებს გვთავაზობს). ის ჩიკაგურმა სტუდია Botnik-მა შექმნა, რომლის ნეიროსისტემამაც 2017 წელს "ჰარი პოტერის" მოტივების მიხედვით, მოთხრობა დაწერა.

 

Zuckerbot-მა შეისწავლა ცუკერბერგის ინტერვიუ, გამოსვლა, პოსტები და მიცემული ჩვენებები (200 ათას სიტყვაზე მეტი), რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აი რამდენიმე კითხვა-პასუხი ინტერვიუდან:

 

- რის შესახებ ისაუბრეთ ტრამპთან საიდუმლო ვახშმობის დროს?

 

- საერთოდაც, რა არის უსაფრთხოება? შესაძლებელია თუნდაც მცირე საიდუმლოს შენახვა? ხვდებით? მგონი პასუხი ნათელია, ან შეიძლება არც. მე თქვენ რამდენიმე სიტყვას ჩაგჩურჩულებთ, როგორც მას და კონგრესს ჩავჩურჩულე. არ ელოდოთ, რომ იმ საიდუმლოს გაგიმხელთ, რაც მათ გავანდე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიან ინფრასტრუქტურას გამოვიყენებთ.

 

- გვითხარით, რეალურად რას ფიქრობთ ელიზაბეთ უორენზე (ცუკერბერგმა 2019 წლის ივლისში თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მასაჩუსეტსის სენატორი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ელიზაბეთ უორენი მისი კომპანიის გახლეჩვას ცდილობს)?

 

- ჩემს მეუღლეს ვთხოვე მოეწოდებინა ინფორმაცია პირველ წყაროებიდან თუ რას ვფიქრობ ქალებზე. მან მითხრა, რომ ის ნამდვილად კარგი ადამიანია, ყველა გოგონასთვის გოგონა, სხვადასხვა იდეით სავსე, კულტურული, ნიჭიერი, შეუძლია შენობიდან უსაფრთხოდ გაიყვანოს ბავშვები. მომწონს მე ის უფრო მეტად ვიდრე კაცი კანდიდატები? ის არ არის ყველაზე მდიდარი და ეს ნორმალურია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მოხალისეების ნერვებზე გავლენას ახდენს.

 

Imedinews.ge





ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე ბრუნდება. ცნობისთვის, „აია“ 1953 წელს, ქალაქ ქუთაისში გამოჩნდა. ბრენდი ქუთაისში მოღვაწე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...


მსგავსი სიახლეები

up