The Guardian: ბრექსიტმა ბრიტანეთი სატვირთო ტრანსპორტის გარეშე დატოვა

The Guardian: ბრექსიტმა ბრიტანეთი სატვირთო ტრანსპორტის გარეშე დატოვა

access_time2021-09-04 18:00:16

ბრიტანეთში ბოლო პერიოდში ინფლაცია მნიშვნელოვნად იზრდება,რისი ერთ-ერთი მიზეზი მძღოლების დეფიციტი გახდა.

კვლევითი ცენტრის NielsenIQ-ს ინფორმაციით,  ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მძღოლები მართვის მოწმობების ვადის გაგრძელებისთვის აუცილებელ ტესტირებას ვერ გადიან, რადგან პანდემიის გამო ქვეყანაში თითქმის ყველა ავტოსკოლა დაკეტილია. გარდა ამისა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კორონავირუსით არ არის გამოწვეული, არის ის, რომ მიგრანტებს, რომლებიც ბრიტანეთში სატვირთო ტრაილერების მძღოლებად მუშაობდნენ, ბრექსიტის გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ.

ლოგისტიკაში კადრების დეფიციტმა მომარაგების ჯაჭვში წყვეტა გამოიწვია, რის გამოც ელექტროტექნიკის წარმოება შემცირდა - რომელიც ჩიპების გლობალური დეფიციტის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში იყო . ამის გამო ელექტრონიკა გაძვირდა, რამაც არასასურსათო საქონელზე წინა თვესთან შედარებით ფასების 0.7% - ით მატება გამოიწვია, რაც აგვისტოში ივლისთან შედარებით ზოგადი ფასების 0,4%-ით ზრდის მიზეზი გახდა.

„მთავრობის სწრაფი და ეფექტური ქმედებების გარეშე, ბრიტანელებს ამ ყველაფრის ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ“ - განაცხადა ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის ასოციაციის პრეზიდენტმა ჰელენ დიკინსონმა.



მან მთავრობისგან სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის გამოცდების რაოდენობის გაზრდა, მათი სწავლების ფინანსირების წესის შეცვლა და ევროკავშირის მოქალაქე-მძღოლებისთვის დროებითი ვიზების გაცემა მოითხოვა. მისი თქმით, ასეთი გზით შესაძლებელი იქნება პერსონალის დეფიციტის დაძლევა, და მომარაგების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რაც ბრიტანეთში დღეს ხდება მხოლოდ დასაწყისია - მიიჩნევს დიკინსონი.

„თუ მთავრობა არაფერს არ მოიმოქმედებს, შობის წინა პერიოდში ვითარება კიდევ უფრო გართულდება. არჩევანიც შემცირდება და თითქმის ყველა საქონელზე ფასები გაიზრდება.-  ეს გაფრთხილება მას შემდეგ ჟღერს, რაც სათამაშოების რითეილერმა    The Entertainer-მა განაცხადა, რომ მომარაგების ჯაჭვში წყვეტის, მუშახელის უკმარისობის, და სატრანსპორტო დანახარჯების ზრდის გამო, 18 თვის მანძილზე ფასები შესაძლოა 10%-ით გაიზარდოს. სუპერმარკეტების ქსელმა Iceland-მა გააფრთხილა მომხმარებლები, რომ მძღოლების დეფიციტმა შესაძლოა საშობაო განწყობები გააფუჭოს.

ინფლაციის მიუხედავად, ბრიტანეთის სავაჭრო ქსელებში ფასები 2020 წელზე დაბალ ნიშნულზეა. აგვისტოს დასაწყისში, მძღოლების კრიზისამდე, ქვეყანაში 0,8%-ანი დეფლაცია დაფიქსირდა. ის რაც დღეს ხდება, მხოლოდ პირველი ეტაპია. „ჩვენ გვაქვს იმის ნიშნები, რომ სატრანსპორტო დანახარჯების ზრდა პროდუქციაზე ფასების მატებას იწვევს.თუ მთავრობამ კონკრეტული ზომები არ მიიღო, მომავალში ეს ტენდენცია მხოლოდ გაგრძელდება.“ - ამბობს ჰელენ დიკინსონი. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ბევრი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. ფასების მკვეთრი ზრდა ეკონომიკური სტიმულირების უპრეცედენტო მასშტაბების ფინანსურმა პროგრამებმა გამოიწვიეს. მაგალითად, ევროზონაში ინფლაციამ 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ევროსტატის პროგნოზით 2021 წლის აგვისტოში ინფლაციის დონე 3% იქნება, მაშინ როდესაც ივლისში - 2,2%.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ,





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up