The Guardian: აშშ-ში 2020 წელს სიკვდილიანობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

The Guardian: აშშ-ში 2020 წელს სიკვდილიანობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

access_time2020-12-25 20:00:01

სავარაუდოდ, 2020 წელი სიკვდილიანობის კუთხით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე იქნება - თუ არ ჩავთვლით ომების პერიოდებს.

ჯანდაცვის დარგში ექსპერტები აცხადებენ, რომ 2020 წელს შტატებში სიცოცხლის ხანძლივობა სავარაუდოდ, 3 წლით შემცირდება.

საბოლოო მონაცემები სიკვდილიანობის თაობაზე რამდენიმე თვეში გამოცხადდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ამ წელს აშშ-ში 3,2 მლნ.-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება. ეს კი ნიშნავს, რომ ეს პირველი წელია შტატების ისტორიაში, როდესაც სიკვდილიანობამ 3 მლნ.-ს გადააჭარბა.

სავარაუდოდ, ზრდა 15% იქნება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1918 წლის შემდეგ, როდესაც ასობით ათასი ამერიკელი პირველ მსოფლიო ომში და გრიპის ეპიდემიის დროს დაიღუპა.

დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის სამსახურის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის რობერტ ანდერსონის თქმით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგძლივობა 3 წლით შემცირდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შტატებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 18 მლნ.-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 320 000-ზე მეტი ადამიანი. შედარებისთვის - ამერიკაში 2019 წელს გულის დაავადებებისგან 659 000, ხოლო კიბოსგან 600 000 ადამიანი გარდაიცვალა.

სიკვდილიანობის მესამე ძირითადი მიზეზი უბედური შემთხვევები იყო - 173 000 ადამიანი. 2020 წელს მე-3 ადგილი კორონავირუსმა დაიკავა.

პანდემია არსად გამქრალა, და ის ჩვეულებრივად გრძელდება, და სხვადასხვა მოდელების პროგნოზით, მარტისთვის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 500 000-ს გადააჭარბებს.


რობერტ ანდერსონის თქმით, აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, სიცოცხლის ხანგძლივობა 1,5 წლით უკვე შემცირდა, და ეს მხოლოდ დასაწყისია.

„აგვისტოს შემდეგ პანდემია არათუ არ შესუსტდა, არამედ გაგრძელდა. დღეს ჩვენ მეორე ტალღის პირობებში ვიმყოფებით, დაინფიცირება და სიკვდილიანობა არ მცირდება, ამიტომაც, წლის ბოლომდე სიცოცხლის ხანგძლივობის შემცირება 3 წლამდე გაიზრდება“ - განაცხადა მან.

ანდერსონის თქმით, ეს ყველაზე მასშტაბური შემცირება იქნება 1943 წლიდან, როდესაც მე-2 მსოფლიო ომის დროს ასობით ათასი ახალგაზრდის დაღუპვამ ეს მაჩვენებელი 2, 9 წლით შეამცირა.

თუმცა, მოსალოდნელი ვარდნა გაცილებით მცირეა, ვიდრე 1918 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომის და გრიპის ეპიდემიის შედეგად სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 11,8 წლით შემცირდა.

ეს უზარმაზარი ციფრი იმან გამოიწვია, რომ გრიპი განსაკუთებით საშიშია ბავშვებისთვის, რომელთა დიდი რაოდენობით გარდაცვალებამ სიცოცხლის ხანგძლივობის არაპროპორციული შემცირება გამოიწვია.

ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის დემოგრაფის კენეტ ჯონსონის თქმით, პანდემიის შედეგად სიკვდილიანობა შობადობას რეგიონების 50%-ში გადააჭარბებს.

„დღეს ბავშვების გაჩენისგან ყველა თავის იკავებს. საავადმყოფოები გაჭედილია, ადამიანები მასობრივად კვდებიან. ასეთ მდგომარეობაში ბავშვების გაჩენა არავის  სურს“ - ამბობს ჯონსონი.



The guardian.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
აშშ coving 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up