The Guardian: ამერიკაში სურსათის 40%-ზე მეტი ნაგავში იყრება

The Guardian: ამერიკაში სურსათის 40%-ზე მეტი ნაგავში იყრება

access_time2016-07-18 13:30:06

ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა გარდიანი აცხადებს, რომ ამერიკაში ყოველწლიურად ნაწარმოები საკვები პროდუქტის თითქმის ნახევარი ნაგავში იყრება, რაც ყოველწლიურად 60 მილიონ ტონას და 160 მილიარდი დოლარის ღირებულებას უდრის. გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, გადაყრილი საკვები პირველ ადგილს იკავებს ამერიკულ ნაგავსაყრელებზე. 


რა არის ამის მიზეზი? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამერიკაში საკვები პროდუქტები ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით ბევრად იაფია, რასაც ხელს უწყობს მარცვლეულის, ხორცის, რძის და სოიოს სუბსიდირება. თუმცა ეს ყველაფერს არ ხსნის. მკვლევარების აზრით კულტურული ფაქტორებიც უმნიშვნელოვანესია. გარდა იმისა, რომ ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა მათ ასევე ახასიათებთ გაყვითლება, დაჭკნობა და ფერის დაკარგვა. ამ ყველაფერს კი ამერიკელი მყიდველი არ ეგუება. როგორც ირკვევა, საკვების ყიდვისას და მოხმარებისას ამერიკელები დიდ ყურადღებას აქცევენ მის ესტეთიკურ მახასიათებლებს. 


ყოველწლიურად ოთხსულიანი ამერიკული ოჯახის საკვების დანაკარგი საშუალოდ 1600 დოლარამდე აღწევს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით მსოფლიოში სურსათის ერთი მესამედი იკარგება ან იფლანგება, ეს რაოდენობა დაახლოებით 3 ტრილიონ დოლარს უდრის. 



გასულ წელს, ობამას ადმინისტრაციამ გამოაცხადა საჯარო-სახელმწიფო კამპანია, რომლის მიზანია 2030 წლისთვის განახევრდეს ორ მილიონზე მეტი კალორია, რომელსაც ამერიკელები ყოველ წლიურად ყრიან. კამპანია ყურადღებას ამახვილებს სურსათ წარმოების ეფექტურობის გაზრდაზე, გადამუშავებაზე, საკვების ეტიკეტის შიფრებზე. ასევე კამპანიის მიზანია მოინახოს ეფექტური გზები ყოველი ექვსიდან ერთი მშიერი ამერიკელის გამოკვებისთვის. ამასთან ერთად ისეთი სტარტ-აპები, როგორიცაა სანფრაცისკოს სანაპირო ზონაში მდებარე “Imperfect Produce”, ახდენენ გარეგნულად არცთუ მიმზიდველი, თუმცა სხვა მხრივ მოხმარებადი საკვების ფასდაკლებით მიწოდებას.


გასულ წელს საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც დიდ სუპერმარკეტებს ეკრძალებათ საკვების გადაყრა და მოეთხოვებათ მათი კომპოსტირება ან საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადაცემა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით საშუალო ფრანგი მოქალაქე 20-30 კილოგრამ საკვებს ყრის წელიწადში. აქედან კი 7კგ შეფუთულია. ამის ერთიანი ეროვნული ხარჯი კი 20 მილიარდ ევროს შეადგენს. მომხმარებლების, მაღაზიების და რესტორნების მიერ ყოველწლიურად დაახლოებით 7.1 მილიონი ტონა საკვები იფლანგება.



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up