The Guardian: 178 წლის ბრიტანული ტუროპერატორი Thomas Cook-ი ინტერნეტმა გააკოტრა

The Guardian: 178 წლის ბრიტანული ტუროპერატორი Thomas Cook-ი ინტერნეტმა გააკოტრა

access_time2019-09-30 20:00:17


წარუმატებელმა შერწყმამ, უზარმაზარმა ვალებმა და ინტერნეტ-რევოლუციამ ერთ დროს პატივცემული ტურისტული კომპანია Thomas Cook-ი სიკვდილის ზღვაზე დააყენა.


რატომ გაკოტრდა ბრიტანეთის უძველესი ტურისტული კომპანია, რომელმაც 178 წელი იარსება?


ოფიციალურად კომპანიამ ვერ აიღო გადარჩენისთვის საჭირო სესხი - 200 მლნ. ფუნტი. მას უარი უთხრა შოტლანდიის სახელმწიფო ბანკმაც კი.


თუმცა, რეალურად, პრობლემები დიდ ხნის წინ გამოჩნდა - კომპანიის საქმეები ცუდად 2007 წელიდან, წარუმატებელი შერწყმის შედეგად წავიდა, ამას დაემატა კატასტროფული ვალები და ინტერნეტ-რევოლუცია - შვებულებების დაჯავშნაში.


ბრექსიტის გამო არსებულმა გაურკვევლობამ ტურისტული ინდუსტრიის ვეტერანის გაკოტრება დროის საკითხად აქცია.


ჯერ კიდევ მაისში Thomas Cook-მა განაცხადა, რომ 1,5 მლრდ. ფუნტით იმის შემდეგ დაზარალდა, რაც კომპანიამ შემოიერთა სააგენტო MyTravel. მენეჯმენტი ელოდა, რომ ამ შერწყმის შედეგად შეიქმნებოდა ევროპული მასშტაბის გიგანტი, რომელიც მოახერხებდა ინტერნეტ-კონკურენტებთან ბრძოლას. თანაც ეს შესაძლებელს გახდიდა წელიწადში 75 მლნ. ფუნტის დაზოგვას.


თუმცა, გეგმები ვერ შესრულდა - გარიგებამ Thomas Cook-ს მხოლოდ ვალები მოუტანა - 6 წლის მანძილზე პარტნიორმა მხოლოდ ერთხელ ნახა მოგება.


Thomas Cook-ი არ გაკოტრებული იმის გამო, რომ ბრიტანელები ნაკლებად ისვენებენ უცხოეთში - პირიქით, 2018 წელს ქვეყნის გარეთ შვებულება ბრიტანელთა 60%-მა გაატარა - 1 წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 57%-ს. შეიცვალა დასვენების ადგილები და მეთოდები - საზღვაო დასვენება ჩაანაცვლა უქმე დღეების ტურებმა.


ამ ცვლილებებით ყველაზე მოგებულები დარჩნენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Ryanair - და easyJet, და ასევე პორტალი Airbnb — მათი კლიენტები ტურებს ონლაინ უკვეთავენ.


კომპლექსური ტურების ტრადიციულმა ტურისტულმა კომპანიებმა წააგეს ვირადღირებული ოფისებით პრესტიჟულ უბნებში - მაგალათად, Thomas Cook-ს აქვს 560 ასეთი წარმომადგენლობა.



ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, ტურისტული სააგენტოების მომსახურეობით სარგებლობს მხოლოდ ყოველი მეშვიდე ბრიტანელი - როგორც წესი, მათი უმრავლესობა 65 წელზე უფროსია და ისინი ითვლებიან ღარიბ ფენად, რომლებიც ამ გზით ცდილობენ ფულის დაზოგვას.


მზგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა Thomas Cook-ის უმსხვილესი კონკურენტი - ინგლისურ-გერმანული ჯგუფი Tui. 2019 წელს მან მოგების მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა, თუმცა, Tui-ს ნაკლები ვალები აქვს, თანაც ფლობს რამდენიმე სასტუმროს და საკრუიზო გემს, ამიტომაც აქვს გადარჩენის შანსი.


Thomas Cook-ის პრობლემებზე გავლენა იქონია ასევე კლიმატურმა ცვლილებებმა - 2018 წლის მაისში ევროპა მოიცვა ანომალურმა სიცხემ და ბევრმა ადამიანმა არჩია სახლში დარჩენა, რამაც მიაყენა სერიოზული ზიანი ტურისტულ ინდუსტრიას.


2019 წელს Thomas Cook-მა მოგების კატასტროფული შემცირება ახსნა ასევე ბრექსიტის ირგვლივ გაურკვევლობის ზრდით და უცხოეთში ბრიტანული ფუნტის მსყიდველობითი უნარის შემცირებით.


კომპანია ერთხელ უკვე იყო კლინიკური სიკვდილის ზღვარზე 2010 წელს, როდესაც ვალმა მიაღწია 1,1 მლრდ. ფუნტს, თუმცა მაშინ გადარჩენა ახალი ვალების აღებით მოხერხდა.


2011 წლიდან კომპანიამ მხოლოდ სესხების პროცენტების სახით გადაიხადა 1,2 მლრდ. ფუნტი, რაც ნიშნავს იმას, რომ 11 მლნ. კლიენტის გადახდილი ფული, ფაქტობრივად, კრედიტორების ჯიბეებში წავიდა.


დაახლოებით 2 წელი Thomas Cook-ს ჰყავდა მდიდარი პარტნიორი - ჩინური Fosun International, რომელმაც 2015 წელს შეიძინა ბრიტანული გიგანტის აქციების პაკეტი.


ჩინელები აპირებდნენ დიდი კონგლომერატის შექმნას, რომელშიც უკვე შედიოდნენ ფრანგული Club Med და კანადური Cirque du Soleil.


2019 წლის აგვისტოში Thomas Cook-მა გამოაქვეყნა დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის დეტალები - კერძოდ, ჩინელები 450 მლნ. ფუნტად ყიდულობდნენ ბრიტანული ტუროპერატორის აქციების საკონტროლო პაკეტს და იზრუნებდნენ 1,7 მლრდ. ფუნტის ვალების ჩამოწერაზე.


ამ დღეებში ეს გარიგება ჩაიშალა - Fosun International-მა ვერ აიღო თავის თავზე ასეთი დიდი ხარჯები სამომავლო პერსპექტივების სრული გაურკვევლობის პირობებში.


გასაკვირი არაა, რომ ყველაფერი დასრულდა სექტემბერში - როგორც ტუროპერატორების უმრავლესობა, Thomas Cook-იც იღებდა ძირითად შემოსავლებს წლის პირველ ნახევარში, როდესაც იგეგმება საზაფხულო შვებულებები. შემოდგომაზე და ზამთარში კი პირიქით - ხარჯების პერიოდია. შესაბამისად, მენეჯმენტმა სწორად გათვალა, რომ წლის პირველ ნახევარში მიღებული ზარალი მხოლოდ გაიზრდება შემოდგომა - ზამთრის სეზონზე.


თუ გაკოტრებაა - საუკეთესო დრო სწორედ სექტემბერია.


ერთი სიტყვით, 178 წლის, უძველესი ტუპოპერატორი გაკოტრდა. რა იქნება მომავალში? ბევრი საუბრობს ნაციონალიზაციაზე, თუმცა კრიტიკოსების აზრით, კომპანიის გადასარჩენად საჭიროა გამოცხადებულ 200 მლნ. ფუნტზე გაცილებით მეტი.


თუმცა, დებატები ამ თემაზე დაასრულა სახელმწიფომ - მთავრობამ, განაცხადა, რომ ეს არის კომერციული საკითხი და ხელისუფლება ვერ ჩაერევა ერთი კერძო ერთი კერძო კომპანიის საქმეებში.


მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეუძლია მთავრობას - ეს არის Thomas Cook-თან დაკავშირებული ავიაკომპანია Monarch-ს გაკოტრების შედეგად მისი კლიენტებისთვის კომპენსაციის გადახადა და დახმარების გაწევა სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მხრიდან.


70 წლის წინ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო - Thomas Cook ითვლებოდა ბრიტანული საზოგადოების განუყოფელ ნაწილად და მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გაკოტრებული კომპანია მართლაც გადაარჩინა სახელმწიფომ - სწორედ ნაციონალიზაციის გზით.


კომპანია 1972 წლამდე იმყოფებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, როგორც ბრიტანეთის რკინიგზის ნაწილი.



დღეს კი კომპანია, რომელიც გადაურჩა 2 მსოფლიო ომს და ვერავინ ვერ დაითვლის რამდენ ეკონომიკურ კრიზისს - საბოლოოდ ცვალებადმა მოდამ და ინტერნეტმა მოკლა. ხოლო ვალების გასტუმრების მცდელობამ დააჩქარა ევროპის უძველესი ტუროპერატორის გარდაუვალი აღსასრული.


თეგები:
Thomas Cook



კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up