The Financial Times–მა Brexit-ის პირველი კორპორატიული მსხვერპლი დაასახელა

The Financial Times–მა Brexit-ის პირველი კორპორატიული მსხვერპლი დაასახელა

access_time2016-06-28 09:58:11

მსოფლიოში უმსხვილესი და უძველესი სადაზღვევო ბაზარი (რომელსაც ზოგჯერ შეცდომით კომპანიას უწოდებენ) Lloyds of London–ი, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პირველი მსხვერპლი იქნება. ამის შემდეგ გამოცემა The Financial Times–ი წერს და აღნიშნავს, რომ ლონდონში მომუშავე დამზღვევი უკვე ემზადება საკუთარი საქმიანობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისთვის.

 

საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები Lloyd's of London–ის უპირატესობად ევროკავშირის ბაზარზე პირდაპირ წვდომას ასახელებდნენ, თუმცა გასულ შაბათ–კვირას ევროკავშირის ხელმძღვანელობამ მიანიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი, სავარაუდოდ, დაკარგავს ამ უფლებას.


Lloyd's of London–ის სადაზღვევო პრემიების დაახლოებით 11% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. მისი ხელმძღვანელობა აქტიურად უჭერდა მხარს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.



24 ივნისს შვეიცარიის საინვესტიციო ბანკის Julius Baer–ის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტიან გატიკერმა განაცხადა, რომ Brexit–მა ინვესტორები ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და ბაზრის რეაქცია ტალღოვანი იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 51,9 %–მა მხარი დაუჭირა ქვეყნის მიერ ევროკავშირის დატოვებას.

 

Lloyds of London–ი არის მოედანი, რომელზეც რისკების შემფასებლებლები ხვდებიან ბროკერებს ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რომლებიც დაზღვევასა და გადაზღვევას ეხება. 




თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up