The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

access_time2020-07-06 20:00:10

2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით დაგვამახსოვრა.


ამერიკა, რომლის შიდსთან და ებოლასთან ბრძოლაში აშკარა ლიდერი იყო, დღეს საკუთარ შიდა პრობლემებზეა გადართული. რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს, მან თავისი უუნარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.პანდემიამ საერთშორისო პოლიტიკის მთავარი დაპირისპირება გამოავლინა  და ის შტატებს და ჩინეთს შორისაა. ვაშინგტონი პეკინს პანდემიის დაწყებაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც ჩინეთი თავს ვირუსთან სამაგალითო მებრძოლად წარმოჩენას ცდილობს.


აშშ-ს მსოფლიო ლიდერის პოზიციიდან ნებისმიერი გადახვევა, ჩინეთისთვის საკუთარი ძლევამოსილების დემონსტრირების მორიგ შანსს აძლევს. მაგალითად მაშინ, როდესაც ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარს აცხადებს, ჩინეთი პირიქით, მისთვის 2 მლრდ. დოლარს გამოყოფს.


პეკინი სულ უფრო აქტიურია საერთაშორისო არენაზე, განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს, ინიციატივას „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ავითარებას, რომელშიც მრავალი ქვეყანაა ჩართული.პანდემიამ კაცობრიობას დარტყმა იმ დროს მიაყენა, როდესაც ზესახელმწიფო აშშ-ს და ამომავალ დომინანტ ქვეყანა - ჩინეთს შორის ურთიერთობები უკვე საკმაოდ დაძაბული იყო.ეს დაძაბულობა ისეთ დარგებზე გავრცელდა, როგორც ვაჭრობა, ტექნოლოგიები, ფინანსები, და პეკინის რეგიონული დომინირება აზიაში.


ვაშინგტონში ჩინეთს, როგორც მოწინაამღდეგეს აღიქვამენ, რომლის ინტელექტუალურ საკუთრებას იპარავს, ამერიკის გახსნილობით ბოროტად სარგებლობს და მისთვის მსოფლიო ლიდერობის წართმევას გეგმავს.ჩინეთი თავის მხრივ, სულ ამერიკას საერთაშორისო არენაზე სულ უფრო აქტიურად ავიწროებს ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, ვინც წინაამღდეგობას გაუწევს.


10 წლის წინ ჩინეთი გაცილებით უფრო მოკრძალებული იყო და საკუთარ თავს, როგორც ეკონომიკური ზრდაზე კონცენტრირებულ ქვეყანას პოზიციონირებდა. დღეს კი ის უკვე მსოფლიოს სისტემის მართვას ცდილობს.



სავარაუდოდ, ჩინეთი ამერიკის, როგორც გლობალური ლიდერის ჩანაცვლებას არ ცდილობს. პეკინს საკუთარი სამომავლო განვითარების გარანტიების შექმნა სურს. თუმცა, ჩინეთის მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი აქტიურობა საერთაშორისო არენაზე, მსოფლიოში ავტორიტარიზმის პოზიციებს აძლიერებს.


როგორც ჩანს, ამერიკაში ეს ბოლოს და ბოლოს დაინახეს.2019 წლის იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტში „ჩინეთის დამანგრეველი გავლენის“ წინაამღდეგობის გასაწევად სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა. ის სხვა ყველაფერთან ერთად, ჩინელების მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებში დაწინაურებას ხელს უშლის.ამ გიგანტების შერკინებაში საკუთარი თავის გადარჩენას საშუალო სიდიდის და გავლენის ქვეყნები ცდილობენ. ევროპაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში აფრიკაში, ქვეყნები ერთობლივ საქმიანობაზე თანხმდებიან, კოალიციებს ქმნიან.


მაგალითად, წყნარი ოკეანეს პარტნიორობიდან შტატების გასვლის შემდეგ, ავსტრალიამ, იაპონიამ, და რეგიონის 9 ქვეყანამ საკუთარი სავაჭრო გაერთანება შექმნეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის 13 ქვეყნის თავდაცვითი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომლის მიზანიცაა ევროპის მეტი სამხედრო ავტონომიურობა.ურთიერთკავშირის აზიური ქვეყნებიც აძლიერებენ, რადგანაც მათ ჩინეთის გაძლიერება და შტატების დასუსტების პერსპექტივა ძალიან აშინებთ.


ამგვარი კოორდინაცია არა მხოლოდ სახელმწიფოებისთვის, არამედ ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაცაა დამახასიათებელი.მაგალითად, კორონავირუსთან ბრძოლაში ზოგიერთ სახელმწიფოზე დიდ როლს ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდი თამაშობს. ის სხვა ფონდებთან ერთად ვაქცინის და წამლის შექმნაში სახელმწიფოებზე ბევრად აქტიურადაა ჩართული.


ცხადია, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ალიანსები უნდა შექმნან, თუმცა დომინანტი ზესახელმწიფოს გარეშე მათი ეფექტურობა ეჭვის ქვეშ დგას. უკეთეს შემთხვევაში ისინი დღეს არსებული საერთაშორისო წესრიგის რღვევის პროცესს მხოლოდ შეანელებენ, თუმცა, ვერ შეაჩერებენ.


საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ მსოფლიოს ლიდერი სჭირდება. როდესაც ვიღაცა დომინირებს ეს ძალიან ცუდია, თუმცა, გაცილებით უარესია, როდესაც მსოფლიოში ქაოსი სუფევს. ყველაზე ნათლად ეს სწორედ კრიტიკულ სიტუაციებში - მაგალითად, პანდემიის დროს ჩანს.


წყარო: economist.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
მსოფლიო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up