The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ

access_time2022-01-24 20:00:57

სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობები იცვლება. 1945 წლის შემდეგ ბევრი ქვეყანა დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანებას სახელმწიფოს კუთვნილი ან მის მიერ მართული კომპანიების მეშვეობით ცდილობდა.  1980-ანი წლებისთვის მთავრობებმა უკან დაიხიეს და არბიტრის როლი მოირგეს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთს კერძო კომპანიები ეჯიბრებოდნენ.

 


დღეს ჩვენ საწინააღმდეგო პროცესს ვხედავთ - სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმეებში სულ უფრო აქტიურად ერევა, პირველ რიგში საზოგადოებრივი ინტერესის, ეკოლოგიის და სოციალური სამართლიანობის დაცვის საბაბით. მთავრობები ბიზნესისგან მიდგომების შეცვლას ითხოვენ იმის მიუხედავად, რომ ამ კომპანიებში არც წილებს და არც მართვის სადავეების ფლობენ.

 


სახელმწიფო უკვე არაა მიუკერძოებელი არბიტრი და სამართლიანი წესების დამცველი - ის პროცესებს მანქანის უკანა სავარძელიდან მართავს. ეს ყველგან ჩანს - დღეს ამერიკა აწარმოებს რბილი პროტექციონიზმის, სამრეწველო სუბსიდიების და რეგულირების პოლიტიკას იმისთვის, რომ ბაზარი საშუალო ფენისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს.

 


ჩინეთში პროგრამა „საყოველთაო აყვავება“ მიზნად ისახავს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ამავე დროს თვითკმარი, თუმცა, მორჩილი ბიზნეს-გარემოს შექმნას.

 


ევროკავშირი თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიის გადახედვას და „სტრატეგიული ავტონომიის“ პოლიტიკაზე გადასვლას გეგმავს. ამ ფონზე სხვა დიდი ეკონომიკები - ბრიტანეთი, ინდოეთი, მექსიკა, ინდონეზია - მოძრაობას იგივე მიმართულებით იწყებენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას ბიზნესში მხარს თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა უჭერს.

 


ეს ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქეები არ არიან დარწმუნებულები იმაშიც კი, რომ მთავრობები არბიტრის როლს კარგად უმკლავდებიან - ფინანსურმა კრიზისმა და ეკონომიკის ნელმა პოსტკოვიდურმა აღდგენამ ადამიანების უკმაყოფილება უთანასწორობის გამო კიდევ უფრო მეტად გაზარდეს.


 


გეოპოლიტიკური ფონი ძალიან შორსაა 1990-ანი წლების ატმოსფეროსგან, როდესაც იყო მოლოდინი, რომ საბაზრო ეკონომიკა, საერთაშორისო თანამშრომლობა ბოლოს და ბოლოს დემოკრატიის დამყარებით სრულდება. დღეს ტოტალიტარული ჩინეთი და დასავლეთი მეტოქეები არიან, თუმცა მათ შორის უამრავი ეკონომიკური კავშირია, რომელიც ცივილიზებულ და უმტკივნეულო გაყრას შეუძლებელს ხდის.

 


მთავრობები გლობალურ კაპიტალიზმში კორექტივების შეტანას ცდილობენ, მაგრამ ნაციონალიზაცია არავის სურს, ჩინეთს და რუსეთსაც კი.

 


პანდემიის პერიოდში მთავრობებს მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება დასჭირდათ - მათ აამოქმედეს ბიზნესის და მოქალაქეების დახმარების იმ მასშტაბის პროგრამები, რომლებიც 2020 წლის იანვარს სრულიად წარმოუდგენელი იყო. ეს მიდგომა გულისხმობს სახელმწიფოს მონაწილეობას ეკონომიკის იმ დარგების მართვაში, სადაც მას არავითარი საკუთრება, ან აქციების პაკეტები არ გააჩნია.



თუ ადრე ეს პოლიტიკა ძირითადად თავდაცვით მრეწველობაზე ვრცელდებოდა, დღეს მას დაემატა მაღალი ტექნოლოგიები და ენერგეტიკა. ამ სექტორებში მთავრობები მაქსიმალური ავტონომიის მიღწევას ცდილობენ და ამისთვის დიდ ინვესტიციებსაც აბანდებენ.

 


მაგალითად, ნახევარგამტარების დარგში აშშ 52 მლრდ დოლარის სუბსიდირებას გეგმავს. მცნება „სტრატეგიული“ დღეს შესაძლოა მაქსიმალურად გაფართოვდეს და საკუთარ თავში ვაქცინების წარმოება და მინერალების მოპოვება მოიცვას.

 


უსაფრთხოების დაცვის საბაბით, ბევრმა ქვეყანამ ინვესტიციების შემოწმების პროცედურები გაამკაცრა, ხოლო სანქციებმა მრავალი კომპანიის საქმიანობა შეზღუდა. რეგულირება სულ უფრო მკაცრი და მასშტაბური, ხოლო ბიზნესის მენეჯერების და აქციონერების უფლებები სულ უფრო შეზღუდული ხდება.

 


სახელმწიფო ჩარევის გაძლიერების ცდუნება ძალიან დიდია, მით უმეტეს პანდემია ამისთვის ბევრ საშუალებას იძლევა. მაგრამ დასავლეთს არ უნდა დაავიწყდეს, რომ გარკვეულ სტადიაზე ბიზნესის და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს აუცილებლად დაუპირისპირდება.

 


გარდა ამისა, სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის და ინვესტიციების ეფექტურობას აუცილებლად შეამცირებს. ეკონომიკა, რომელსაც სუბსიდიების გზით მართავენ პოლიტიკოსები, თავისუფალ მეწარმეობას ადგილს არ უტოვებს. დასავლეთს უნდა ახსოვდეს - არსებობს დიდი გამოცდილება და უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ბიზნესის სახელმწიფო მართვა - ბოროტებაა.

 

economist.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up