The economist: ევროზონის ეკონომიკის აღდგენას დეფლაცია უშლის

The economist: ევროზონის ეკონომიკის აღდგენას დეფლაცია უშლის

access_time2020-10-12 20:00:47

გლობალური ეკონომიკის 90% კორონავირუსის პანდემიის გამო,  ჯერ კიდევ მინიმუმზეა და ასეთი ვარდნის ერთ-ერთი ბუნებრივი შედეგია  - დეფლაცია.

 

აგვისტოში,  ევროზონაში პირველად 4 თვის მანძილზე ფასები დაეცა, თუმცა, პოლიტიკოსების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მოკლევადიანი მერყეობა ხანგრძლივ დეფლაციაში არ გადაიზარდოს.

 

ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ამ მიმართულებით დიდი წარმატებები მოსალოდნელი არაა - სავარაუდოდ, 3 წლის მანძილზე ინფლაცია გაიზრდება, ოღონდ მინიმალური დონეზე  - მხოლოდ 1,3%-მდე.

 

საფინანსო ბაზრები ელოდებიან, რომ ეს მაჩვენებელი ათწლეულის ბოლომდე დაბალ დონეზე დარჩება. დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ოდნავ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები - მათი აზრით, დღეს სწორედ ძლიერი ევროა ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ევროზონაში ფასების ზრდას აფერხებს.

 

ამ წელს ევრო დოლართან  5,4%-ით გამყარდა.

 

ევროკავშირის ცენტრალური ბანკი, რომელიც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლებს ძალიან სერიოზულად უყურებს,  დეფლაციური პროცესების დაძლევას და ფინანსური სისტემის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე გაზრდას ყველანაირად შეეცდება.

 

დაბალი ინფლაცია - საშიში დაავადება, რადგანაც მის პირობებში სესხების საპროცენტო განაკვეთები მეტია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილ იყო. ეს განსაკუთრებთ დიდი პრობლემა მაშინ არის, როდესაც განაკვეთების შემცირების რესურსი ამოწურულია, როგორც ეს  დღესაა.


 

ამავე დროს, ეს ნდობის საკითხია - რამდენად მეტად მიზნობრივი მაჩვენებელი ნდობას კარგავს, მით უფრო რთულია შემდეგ მისი მიღწევა.

 

აშშ-ს ფედერალური რეზერვი იმდენად შეწუხებულია შესაძლო დეფლაციის გამო, რომ ინფლაციას მიზნობრივი დონის გადალახვის შესაძლებლობა მისცა.

 

ევროპის ცენტრალური ბანკი სიმშვიდეს ინარჩუნებს - მასტიმულირებელი ზომების მიღების ნაცვლად ის საერთოდ არაფერს არ აკეთებს. 

 

ცენტრალური ბანკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეგულატორი ზომებს სავარაუდოდ  დეკემბერში მიიღებს, თუმცა, ის დეფლაციას როგორც მცირე უსიამოვნებას და არა მდგრადობის გამოცდას განიხილავს.

 

ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ თავისთავად ძლიერი ევრო ცუდი არაა - ბევრი ეკონომიკური მოდელი პირიქით, მას დადებითად აფასებს, რადგანაც, ამ დროს ფასები არ იზრდება, ადამიანების შემოსავლები სტაბილურია,  ცხოვრების დონეს კი ფასების მოულოდნელი და მასშტაბური ზრდა არ ემუქრება.

 

სავარაუდოდ, ამ აზრს ევროპის ცენტრალური ბანკიც იზიარებს, რომელიც, როგორც ჩანს, დაბალი ინფლაციის პერიოდში ცხოვრებისთვის ემზადება.

 

მართალია, დეფლაცია ეკონომიკურ ზრდას აფერხებს და პირველ რიგში სტაგნაციასთანაა დაკავშირებული, მაგრამ დღეს ევროპის ცენტრალური ბანკს სულ სხვა ამოცანები აქვს  - სოციალური აფეთქების თავიდან აცილება.

 

ამ შემთხვევაში გრძელვადიანი აღდგენა შესაძლოა მოკლევადიან სტაბილურობას ემსხვერპლოს.

 

theeconomist.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up