The Economist: დაკარგავს თუ არა დოლარი მსოფლიო სავალუტო ლიდერობას?

The Economist: დაკარგავს თუ არა დოლარი მსოფლიო სავალუტო ლიდერობას?

access_time2020-08-18 19:20:05

წლევანდელი ზაფხული ამერიკისა და მისი ეროვნული ვალუტისთვის საშინელი აღმოჩნდა - დოლარმა სხვა მნიშვნელოვანი ვალუტების კალათასთან მიმართებაში 4% დაკარგა და ეს ბოლო 10 წლის მანძილზე დოლარის ყველაზე დიდი ვარდნაა.  ეს მაშინ, როდესაც ევრო, ოქრო და ბიტიკოინიც კი გაძვირდა.

 

რადგანაც დოლარის კურსის დევალვაცია ამერიკაში მღელვარების ფონზე ხდებოდა, შიშები გაჩნდა - იქნებ ეს მსოფლიო ეკონომიკური ლიდერის დაღმასვლის პროცესის დაწყებაა?

 

მოულოდნელი რეაგირება კორონავირუსზე, ეკონომიკის სუსტი აღდგენა და ვალის მკვეთრი ზრდა  - ეს ყველაფერი ამერიკის ფინანსურ სტაბილურობაში ეჭვებს აღვივებდა.

 

თუმცა, მაშინაც კი, თუ დოლარის დომინირება ეჭვის ქვეშ დადგება, ეს აშშ-ს ეკონომიკის სისუსტეს და ძლევამოსილების დაკარგვას არ ნიშნავს.

 

სარეზერვო ვალუტის სტატუსი როგორც წესი, აღიქმება, როგორც ეკონომიკის ფუნდამენტალურ ფაქტორებთან დაკავშირებული საკითხი.

 

თუმცა დღეს ამერიკის წილი მსოფლიო წარმოებაში მცირდება,  გლობალური ბაზრის მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი კი ჩინეთია. ამერიკა უკვე დიდი ხანია არაა დანარჩენი მსოფლიოსთვის სუფთა კრედიტორი - პირიქით, საგარეო ვალი იზრდება, ხოლო არაეფექტური სახელმწიფო აპარატი კითხვებს აჩენს - დარჩება კი დოლარი მთავარ სარეზერვო ვალუტად კიდევ დიდი ხნის მანძილზე?

 

თანაც სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც ევრო და იუანი დოლარს ჩაანაცვლებენ.

 

დებატებს ისტორიული შედარებების არარსებობა ართულებს. თანამედროვე მსოფლიოს სარეზერვო ვალუტების ურთიერთჩანაცვლების მხოლოდ ერთი გამოცდილება აქვს  - დოლარის მიერ ბრიტანული ფუნტის ადგილის დაკავება.


 

ამის გამო ძალიან რთულია ამ პროცესისთვის აუცილებელი კრიტიკული ფაქტორების დადგენა.

 

ეკონომისტები ერთ დროს თვლიდნენ, რომ სარეზერვო ვალუტის სტატუსის მიღებისთვის საჭიროა ვალუტა რაც შეიძლება გავრცელებული იყოს - ეს მის მიმზიდველობას ზრდის.

 

1880 წელს აშშ-მ ბრიტანეთის ეკონომიკას უკვე გაუსწრო, თუმცა, ამ  დროის მანძილზე ფუნტი მაინც მთავარ სარეზერვო ვალუტად ათწლეულების მანძილზე რჩებოდა.

 

დოლარის დომინირებს დრო 60 წლის და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოვიდა, როდესაც ამერიკული ფულადი ერთეულის სტატუსი ბრეტონ-ვუდის შეთანხმებაში ჩაიდო.

 

ეს კი ნიშნავს, რომ უფრო სუსტი ეკონომიკის ვალუტა კიდევ 60 წელი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი იყო, შესაბამისად მოწინავე ვალუტების პოზიციებიდან განდევნა ძალიან რთული საქმეა.

 

წლების მანძილზე კონკურენტებმა დოლარის ჩამოქვეითება ვერაფრით, მრავალი მცდელობების მიუხედავად, ვერ მოახერხეს.

 

 

დოლარის მხარეზე ამ შერკინებაში არა მხოლოდ ამერიკის ეკონომიკური უპირატესობაა, არამედ ცენტრალური ადგილი გლობალურ პოლიტიკაში და შეუდარებელი სამხედრო ძლევამოსილებაა.

 

ამდენად დოლარის პოზიციები არა მხოლოდ ამერიკის საექსპორტო შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, არამედ გეოპოლიტიკურ წესრიგზე, რომელიც მან შექმნა.

 

ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დოლარს ემუქრება არა ევრო ან იუანი, არამედ ინსტიტუტების და ალიანსების მიმართ ამერიკის ვალდებულებების დასუსტება. ეს ჯერ ახლო მომავლის პერსპექტივა არაა, თუმცა, უკვე არც ისეთი დაუჯერებელია, როგორც სულ რამდენიმე წლის წინ იყო.

 

ამერიკის ეკონომიკური როლი ცოტათი შემცირდა, თუმცა, ის მაინც განსაკუთრებული რჩება. ვაშინგტონის მიერ გლობალური ვაჭრობის რეკონსტრუქციას დოლარისთვის კიდევ მრავალი წლით დომინანტის როლის შენანრჩუნება შეუძლია.

 

The economist


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
დოლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up