The Economist: ამერიკის ეკონომიკას მძიმე ზამთარი ელის

The Economist: ამერიკის ეკონომიკას მძიმე ზამთარი ელის

access_time2020-12-11 19:30:56

ბოლო თვეების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკამ სწრაფი აღდგენა დაიწყო, თუმცა ოპტიმიზმისთვის ჯერ არც თუ ისე ბევრი საფუძველია - შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ აღდგენის პროცესი შენელებას იწყებს.

 

პარალელურად კონგრესის კომიტეტებმა სტიმულირების პაკეტი მოიწონეს, რაც ასევე ცუდი ნიშანია, რადგანაც ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ბიზნესს და მოსახლობის ასობით მილიარდი დოლარის დახმარება კვლავაც სჭირდებათ, ეს ნიშნავს, რომ საქმეები ეკონომიკაში საკმაოდ ცუდადაა.

 

ნოემბრის შრომის სტატისტიკა მოსალოდნელზე პესიმისტური აღმოჩნდა  - სამუშაო ადგილების შექმნა შეფერხდა და მილიონობით ამერიკელი კვლავ უმუშევარი რჩება.

 

ამერიკა საშიშ გზაჯვარედინზე დგას, ნოემბრის ბოლო კვირის მანძილზე სასტუმროების დატვირთულობამ 40% შეადგინა, მაშინ, როდესაც წინა პერიოდში 50% იყო. ჯავშნების პლათფრომის OpenTable-ს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რესტორნებში კლიენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ყველაზე მეტად ეს კორონავირუსით სხვებზე მეტად დაზარალებულ შტატებს შეეხება.

 

ასევე შეჩერდა ავიაგადაზიდვების ზრდა.

 

სხვა სტატისტიკური მონაცემებიც ნაკლებად დამაიმედებელია - დროებით დახურული მცირე და საშუალო კომპანიების რაოდენობა კვლავ იზრდება, ხოლო მომხმარებელთა ხარჯები 5%-ით შემცირდა.

 

კვლევებით ასევე დასტურდება სავაჭრო ცენტრების და გასართობი ზონების ვიზიტორების რაოდენობის შემცირება - შემოდგომაზე ნელი ზრდის შემდეგ ამ დარგებში ისევ ვარდნა დაიწყო.


 

ამერიკა უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ევროპა, სადაც ბოლო კვირების მანძილზე თითქმის ყველგან ლოკდაუნი ამოქმედდა, მაგრამ ბანკ JP Morgan Chase-ის კვლევის შედეგების თანახმად, შტატების ეკონომიკის აღდგენის პროცესი შეჩერდა.

 

ეს მოსალოდნელიც იყო - თვითიზოლაციის რეჟიმის შერბილებამ სამომხმარებლო ხარჯების ზრდას ხელი შეუწყო, თუმცა რეჟიმის შემდგომი შესუსტება არ მოხდა   - პანდემიის მეორე ტალღა ნორმალური ცხოვრების სრულფასოვან აღდგენას აფერხებს.

 

გარდა ამისა, კონგრესი სტიმულირების ახალ პაკეტზე ჯერ ვერ თანხმდება, მაშინ, როდესაც სწორედ ამ პაკეტზეა დიდწილად დამოკიდებული აღდგენის პროცესის გაგრძელება.

 

მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, ეკონომიკის მთავარი შემაფერხებელი ძალა კვლავ კორონავირუსია - დაინფიცირების მასშტაბები არ კლებულობს და მაღალი სიკვდილიანობა ეკონომიკაზე ძალიან ნეგატიურად აისახება.

 

საბოლოოდ კი ამერიკისთვის ჭეშმარიტება ისეთივე მარტივია, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის - ეკონომიკის მდგრადი ზრდა და აღდგენა მხოლოდ ვაქცინის გამოჩენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

Goldman Sachs-ის გათვლებით ამერიკის მოსახლეობის 40% კორონავირუსისგან აცრილი უკვე 2021 წლის მარტისთვის იქნება, ხოლო ამით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე სწრაფი და მასშტაბური იქნება.

 

მაგრამ ეს ყველაფერი - ხვალ იქნება. დღეს კი პანდემია ამერიკის ეკონომიკას კვლავ უტევს, თუმცა, შედეგები ისეთი მძიმე არაა, როგორც მოსალოდნელი იყო - გაკოტრებების და უმუშევართა რაოდენობის მაჩვენებლები მაინც, ყველაფრის მიუხედავად, 2008-2009 წლის კრიზისთან შედარებით ნაკლებია.

 

მოსახლეობის მდგომარეობა შესაძლოა უახლოეს თვეებში, დახმარების სხვადასხვა პროგრამების დასრულების შემდეგ დამძიმდეს იმ  პირობებში, როდესაც სტიმულირების ახალი პაკეტი ჯერაც არაა კონგრესის მიერ დამტკიცებული.

 

ასე რომ, ყველაზე რთული თვეები ამერიკას, განსაკუთრებით კი მის ღარიბ მოსახლოებას, ჯერ კიდევ წინ აქვს.

 

economist.com

 


თეგები:
ამერიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up