The Daily Signal  - ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში

The Daily Signal - ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში

access_time2020-04-09 11:41:02

, ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ თანამშრომლობისთვის, თუკი გავითვალისწინებთ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებას და თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ფარგლებში“,- „დეილი სიგნალი“ სტატიას ,, საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში, აქვეყნებს.


როგორც ავტორი აღნიშნავს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციის და უფრო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით.


სტატიაში მოყვანილია Heritage Foundation- ის თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბევრად აღემატება რეგიონისა თუ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს.


ისევე, როგორც წარსულში მომხდარი კრიზისების და გამოწვევების შემთხვევაში, ამჟამინდელი პანდემიის პირობებშიც საქართველომ დაადასტურა, რომ იგი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მოკავშირეს. ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციის და უფრო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით. 1996 წლიდან მოყოლებული, როცა Heritage Foundation-მა პირველად ჩართო საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, ქვეყნის ეკონომიკამ „რეპრესირებული“ კატეგორიიდან გადაინაცვლა „ძირითადად თავისუფალ“ კატეგორიაში. ამ ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბევრად აღემატება რეგიონისა თუ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს, ხოლო ბაზრების გახსნის, რეგულაციების შემცირების და გადასახადების გამარტივების მიზნით გატარებულმა მრავალმხრივმა რეფორმებმა შედეგად მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება-განახლება. წელს, მაგალითად, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ჩაანაცვლა, როგორც მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-12 ადგილზე მყოფი ქვეყანა“,- ნათქვამია სტატიაში.


ავტორი ამბობს, რომ ამერიკის ურთიერთობა საქართველოსთან ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს, მტკიცეა და ძალიან სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის.
,,ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ თანამშრომლობისთვის, თუკი გავითვალისწინებთ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს (მათ შორის ჯერ-ჯერობით შეჩერებული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაზე), ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებას და თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ფარგლებში. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 2017 წლის აგვისტოში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს განაცხადა, „ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირები ყველაზე უკეთ არის გამოხატული ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მთელ მსოფლიოში უსაფრთოხების და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების საკვანძო სტრატეგიული პარტნიორი“. მართლაც, საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მერ ჩართულობას და უფრო ძლიერ მოკავშირეობას“,- აღნიშნულია ,, დეილი სიგნალის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.



თეგები:
The Daily Signal



„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...


მსგავსი სიახლეები

up